რა საახალწლო სურვილი ჩაიფიქრა იულია ქავთარაძემ და ვინ ენატრება თბილისში მყოფ სექსუალურ მომღერალს

რა საახალწლო სურვილი ჩაიფიქრა იულია ქავთარაძემ და ვინ ენატრება თბილისში მყოფ სექსუალურ მომღერალს

მართალია, იულია ქავთარაძემ ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' მოულოდნელად დატოვა, მაგრამ ყველას თავი დაამახსოვრა, ამიტომაც საქართველოში ბევრი შეთავაზება მიიღო. წინასაახალწლოდ ერთ-ერთი ბანკის რეკლამაში ფიფქიას როლი მოირგო და იულიასა და რუსკა მაყაშვილს შორის სანტას გამო სერიოზული კონკურენციაა გამართული. იულია ოთარ ტატიშვილის შოუში თანაწამყვანიც იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქართული ჯერ ძალიან ცუდად იცის, მაინც კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. მონაწილეობა მიიღო ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დასკვნით კონცერტშიც. მიუხედავად იმისა, რომ იულია ახალი წლის დღეებში ძალიან დაკავებული იყო, მაინც მოახერხა ჩვენთან შეხვედრა.

- პირველად შევხვდი საქართველოში ახალ წელს. ყოველთვის ვოცნებობდი თბილისში ახალი წლის შეხვედრაზე და წელს ეს სურვილი შემისრულდა.

- უკრაინაში ახალ წელს როგორ ხვდებოდით ხოლმე?

- კარგი იქნებოდა, ტრადიციულად ოჯახთან ერთად გამეტარებინა ეს დღესასწაული, მაგრამ ბოლო თხუთმეტი წელი კონცერტებზე ვხვდებოდი. უკრაინის ქალაქებში სხვადასხვა კონცერტზე გამოვდიოდი. ხან კიევში მიწვევდნენ კონცერტებზე და ახალ წელს გამთენიისას, დაახლოებით ექვს საათზე მიწევდა სახლში შესვლა. არტისტების ბედი ასეთია. წელს პირველად შევხვდი ახალ წელს ძმასთან ერთად. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ოჯახურ წრეში ვიყავი, მხოლოდ ბავშვი და მეუღლე არ მყავდა გვერდით.

- ქართველებს ახალ წელს აუცილებლად გოზინაყი უნდა გვქონდეს. რა უნდა იყოს უკრაინაში საახალწლო სუფრაზე?

- უკრაინაში ბოლო დროს ევროპულ სტილზე გადადიან, მაგრამ სუფრაზე მაინც აუცილებლად უნდა იყოს ''ოლივიე'' და ''შუბა".

- თქვენ რა გიყვართ?

- მე ყველაფერი მიყვარს (იცინის). მართლა - აბსოლუტურად ყველაფერი... მიყვარს, როცა ახალ წელს ყველა მხიარულობს და როცა ამ დღესასწაულს ყველანაირად გრძნობ. ძალიან მომწონს ახალი წლის ტრადიციულად შეხვედრა, როდესაც ოჯახის წევრები იკრიბებიან მაგიდასთან და სვამენ შამპანურს, ჩუქნიან ერთმანეთს საჩუქრებს. ბავშვობიდან კი ჩემთვის ახალ წელს ნაძვის ხისა და მანდარინის სუნი აქვს. როგორც ჩანს, ეს ჩემი ბავშვობის თბილი მოგონებებია, რომლებიც ახალ წელს უკავშირდება.

- როდისმე თოვლის ბაბუის არსებობის გჯეროდათ?

- რა თქმა უნდა, ბავშვობაში მჯეროდა თოვლის ბაბუის. სურვილს ჩავუთქვამდი ხოლმე და რასაკვირველია, ჩემს ყველა სურვილს მშობლები მისრულებდნენ.

- შეგიძლიათ გაგვიმხილოთ, ამჯერად რა სურვილი ჩაიფიქრეთ?

- ძალიან მინდა, რომ ჩემი საახალწლო სურვილი ამისრულდეს, ამიტომ მას საიდუმლოდ შევინახავ.

- ეს სურვილი თქვენს შემოქმედებას უკავშირდება თუ პირადულია?

- სურვილი დაკავშირებულია შემოქმედებასთანაც, საქართველოსთანაც და პირადულიც არის. მოკლედ, ძალიან ძალიან დიდი სურვილი მაქვს.

- გაქვთ სურვილის ჩაფიქრების ტრადიცია, რომელიც ასრულების გარანტია?

- სურვილი რამდენჯერმე დავწერე ქაღალდზე, დავწვი, ჩავყარე შამპანურში და ბოლომდე დავლიე.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც ახალ წელს მიგიღიათ და როცა ის საჩუქარი გახსენდებათ, ყოველთვის კარგ განწყობაზე დგებით?

- ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ისაა, რომ ოჯახის წევრებთან ერთად ვიყო. ამას ვერასდროს ვახერხებ. სულ კონცერტებსა და გასტროლებზე ვარ. როდესაც ხედავ, რომ ყველა ახლობელი ამ დღესასწაულს ერთად აღნიშნავს და მეგობრები ერთად იკრიბებიან, შენც ძალიან გინდა, შენს მეგობრებსა და ახლობლებთან ერთად იყო. ამ ყველაფერს საჩუქარს ვერც შევადარებ.

- გეხერხებათ კერძების მომზადება?

- რა თქმა უნდა. ბავშვობიდან დედა მასწავლიდა და ძალიან მიყვარს დღესასწაულის მოსამზადებელი პერიოდი, როდესაც დიასახლისები თავიანთ ბავშვებს ასწავლიან კერძების მომზადებას. ტრაბახს ვერ დავიწყებ და ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერს კარგად ვამზადებ, მაგრამ თუკი ხდება ასეთი შემთხვევა, ყველა მაქებს.

- რას ამზადებთ ყველაზე კარგად?

- ახალ წელს ძალიან მიყვარს სალათა ''შუბას'' მომზადება. ''ოლივიეზე'' მეტად ჩემთვის ''შუბა'' ასოცირდება ახალ წელთან.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება