სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­თა­ნა­ზიის დაშ­ვე­ბას მოითხოვენ

სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­თა­ნა­ზიის დაშ­ვე­ბას მოითხოვენ

ევთა­ნა­ზია სი­ცოცხ­ლე­ზე ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით უა­რის თქმა­ა, უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლის მოკ­ვდი­ნე­ბა მი­სი­ვე თხოვ­ნით­ (და­სავ­ლეთ­ში მას სიკ­ვდი­ლის ორ­დერ­საც უწო­დე­ბენ). სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­თა­ნა­ზია კანონით ისჯება. თუმ­ცა ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ხში­რად მო­ის­მენთ მო­საზ­რე­ბებს, რომ ადა­მი­ანს უნ­და ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა, ტან­ჯვა და წვა­ლე­ბა, რომ­ლის­გან გან­კურ­ნე­ბის იმედ­საც ექი­მე­ბი არ იძ­ლე­ვი­ან, შეწყ­ვი­ტოს. ვინ ად­გენს ზღვარს სი­ცოცხ­ლე­სა და სიკ­ვდილს შო­რის? აქვს თუ არა ადა­მი­ანს სი­ცოცხ­ლის უფ­ლე­ბას­თან ერ­თად სიკ­ვდი­ლის უფ­ლე­ბა? უნ­და გახ­დეს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­თა­ნა­ზია და­საშ­ვე­ბი? ამ აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხ­ზე თვალ­საზ­რისს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვახ­ტან­გ მე­ნაბ­დე, ფი­ლო­სო­ფო­სი ზა­ზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლი და ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი­ი­სა და კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ნი­კა ქარ­ცი­ვა­ძე გა­მო­ხა­ტა­ვენ.

ვახ­ტან­გ მე­ნაბ­დე: - კითხ­ვა­ზე, მო­ი­ცავს თუ არა სი­ცოცხ­ლის უფ­ლე­ბა სიკ­ვდი­ლის უფ­ლე­ბას, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი, იუ­რის­ტე­ბი, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად პა­სუ­ხო­ბენ. ჩვენ­თან ევ­თა­ნა­ზია ისე მკაც­რად არ ის­ჯე­ბა, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მკვლე­ლო­ბა, მაგ­რამ და­ნა­შა­უ­ლად არის მიჩ­ნე­უ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 110-ე მუხ­ლით ევ­თა­ნა­ზია არის მკვლე­ლო­ბა მსხვერ­პლის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით და მი­სი ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ჩა­დე­ნი­ლი მსხვერ­პლის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი­სა­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. აქ­ტი­უ­რი ევ­თა­ნა­ზია და­ნა­შა­უ­ლად ით­ვლე­ბა, თუმ­ცა პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ და­ნა­შა­ულ­თა ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და და­ნა­შა­უ­ლის შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბელ გა­რე­მო­ე­ბად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა იმი­სათ­ვის, რომ ქმე­დე­ბა დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 110-ე მუხ­ლით (მკვლე­ლო­ბა მსხვერ­პლის თხოვ­ნით), აუ­ცი­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე პი­რო­ბის თა­ნა­არ­სე­ბო­ბა:

მსხვერ­პლის მოთხ­ოვ­ნა უნ­და იყოს არა­ერ­თჯე­რა­დი, იგი და­ჟი­ნე­ბით უნ­და ითხ­ოვ­დეს სიკ­ვდილს, ეს უნ­და იყოს მი­სი ნე­ბა და მოთხ­ოვ­ნის დროს უნ­და იმ­ყო­ფე­ბო­დეს საღ ჭკუ­ა­ზე, შე­ეძ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის ნა­თე­ლი გო­ნე­ბით მი­ღე­ბა; ეს უნ­და მოხ­დეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ მო­მაკ­ვდა­ვის ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიზ­ნით.

ვფიქ­რობ, ევ­თა­ნა­ზია დაშ­ვე­ბუ­ლი უნ­და იყოს, ადა­მი­ანს უნ­და ჰქონ­დეს არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თვი­თონ გა­დაწყ­ვი­ტოს თა­ვი­სი ბე­დი და ამა­ში სხვა და­იხ­მა­როს. ვფიქ­რობ, ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­თა­ნა­ზი­ას სხვა­დას­ხვა დო­ზით უშ­ვე­ბენ, სწო­რი გზით მი­დი­ან.

ზა­ზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლი: - ად­რე თუ გვი­ან, ყვე­ლას მოგ­ვი­წევს იმ ზღვრამ­დე მის­ვლა, რა­საც სიკ­ვდილ­-სი­ცოცხ­ლე ჰქვია და ამ პრო­ცე­სის ხე­ლოვ­ნუ­რი შე­ჩე­რე­ბა, ცოცხ­ა­ლი არ­სე­ბის, ადა­მი­ა­ნის გა­დაქ­ცე­ვა მე­ქა­ნი­კურ სხე­უ­ლად, რომ­ლის არ­სე­ბო­ბა მხო­ლოდ აპა­რატ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, არ­ცთუ ჰუ­მა­ნუ­რი­ა. ვი­ცი შემ­თხვე­ვა, რო­ცა ადა­მი­ანს ოჯა­ხის წევ­რე­ბი 2 წე­ლი ინა­ხავ­დნენ ცოცხ­ალს აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსაზ­რი­სოდ, მას რომ ნე­ბის გა­მო­ხატ­ვა შეძ­ლე­ბო­და, ახ­ლობ­ლებს აუ­ცი­ლებ­ლად სთხოვ­და, გა­მო­ერ­თოთ აპა­რა­ტი­დან. ცხა­დი­ა, ისეთ შემ­თხვე­ვებს ვგუ­ლის­ხმობ, რო­ცა ადა­მი­ა­ნი გა­უ­საძ­ლი­სად იტან­ჯე­ბა, თო­რემ ღრმა მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბას, უძ­ლუ­რე­ბა­საც აქვს თა­ვი­სი ხიბ­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ახა­ლი ჰო­რი­ზონ­ტი იშ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე, სი­ცოცხ­ლე ხომ მხო­ლოდ ის წლე­ბი არ არის, რო­ცა ხა­რის ენერ­გია გვაქვს. და კი­დევ, ხში­რად ჩვენს იმ ქცე­ვა­ში, რო­მელ­საც რე­ლი­გი­უ­რო­ბით ვხსნით, ათე­იზ­მი იმა­ლე­ბა - თით­ქოს ახ­ლობ­ლის სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა გვინ­და, არა­და, პი­რი­ქით, მის შვე­ბას ვაბ­რკო­ლებთ...

- პა­ცი­ენტს ან მი­სი ოჯა­ხის წევ­რებს ევ­თა­ნა­ზი­ის, აპა­რა­ტი­დან გა­მორ­თვის თხოვ­ნით თუ მო­უ­მარ­თავთ?

ნი­კა ქარ­ცი­ვა­ძე: - ზოგ­ჯერ პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე იწე­ლე­ბა, მდგო­მა­რე­ო­ბა არც უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, არც უა­რეს­დე­ბა და ოჯა­ხის წევ­რებს, ახ­ლო ნა­თე­სა­ვებს მო­უ­მარ­თავთ თხოვ­ნით, მოვ­ხსნათ მძი­მე ავად­მყო­ფი ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რა­ტი­დან და სახ­ლში გა­ვა­ტა­ნოთ, ექი­მებს ამის უფ­ლე­ბა არ გვაქვს და არც ვა­კე­თებთ. ე.წ. უპერ­სპექ­ტი­ვო პა­ცი­ენ­ტე­ბის სახ­ლში წაყ­ვა­ნის პრაქ­ტი­კა არ­სე­ბობს, მაგ­რამ აპა­რა­ტი­დან მოხ­სნა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში პა­ცი­ენ­ტის სი­ცოცხ­ლის­თვის სა­ში­ში არ უნ­და იყოს. რო­ცა ავად­მყო­ფი ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზე, ჰე­მო­დი­ა­ლიზ­ზეა და ა.შ. მი­სი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან სახ­ლში გა­წე­რა სი­ცოცხ­ლის მოს­წრა­ფე­ბის ტოლ­ფა­სი­ა...

- თუ პა­ცი­ენტს გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი აწუხებს, მას არა აქვს არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა?

- ჩვენ მრა­ვალ მძი­მე პა­ცი­ენ­ტთან გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­კითხ­ის ეთი­კურ­-ფი­ნან­სურ მხა­რე­საც ვიც­ნობთ. არ­სე­ბობს პა­ცი­ენ­ტთა პა­ლი­ა­ტი­უ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც უი­მე­დო ავად­მყოფს მძი­მე ყო­ფას უმ­სუ­ბუ­ქებს - მე­დი­კა­მენ­ტე­ბით, მათ შო­რის, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ხდე­ბა ტკი­ვი­ლის კუ­პი­რე­ბა, გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლი­სა­გან რომ არ გა­ი­ტან­ჯონ.

- თქვენს პრაქ­ტი­კა­ში თუ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­ცა ავად­მყო­ფი ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს არის სა­წოლს მი­ჯაჭ­ვუ­ლი უი­მე­დო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში?

- ნევ­რო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუტ­ში მუ­შა­ო­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი ავად­მყო­ფი შე­მო­დი­ო­და ინ­ვა­ლი­დი­ზა­ცი­ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით, ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა თვე­ე­ბი გაგ­რძელ­დეს, შე­იძ­ლე­ბა წლე­ბი. ერთ-ერ­თი პა­ცი­ენ­ტი 1999 წლი­დან, ანუ 14 წე­ლია ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და იტან­ჯე­ბა, ქა­ლა-­ტვი­ნის უმ­ძი­მე­სი ტრავ­მის შე­დე­გად სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა მი­ე­ჯაჭ­ვა სა­წოლს. ის ტრა­ქე­ო­ტო­მუ­ლი მი­ლით სუნ­თქავს, სა­ჭი­რო­ებს რე­გუ­ლა­რულ სა­ნა­ცი­ას, ამო­სუფ­თა­ვე­ბას, ზონ­დით კვე­ბას, კა­თე­ტე­რით შარ­დვას, სა­გან­გე­ბო მოვ­ლას, ოჯახ­მა ის სახ­ლში, ერ­თ-ერთ რა­ი­ონ­ში წა­იყ­ვა­ნა და ასე უვ­ლი­ან, უკ­ვე და­ხე­ლოვ­ნდნენ მის მოვ­ლა­ში, ავად­მყო­ფის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას, მი­სი ყო­ფის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ იქ უკ­ვე კუნ­თე­ბის, სახ­სრე­ბის ისე­თი შორ­სწა­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­ა, რომ ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბა. ტრავ­მის მი­ღე­ბი­სას პა­ცი­ენ­ტი 20-21 წლის ჭა­ბუ­კი იყო, ახ­ლა კი 35 წლის მა­მა­კა­ცი­ა...

"სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ევ­თა­ნა­ზი­ის შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­ა: მსხვერ­პლის მოთხ­ოვ­ნა უნ­და იყოს არა­ერ­თჯე­რა­დი, იგი და­ჟი­ნე­ბით უნ­და "ითხ­ოვ­დეს სიკ­ვდილს', ეს უნ­და იყოს მი­სი ნე­ბა და მოთხ­ოვ­ნის დროს უნ­და იმ­ყო­ფე­ბო­დეს საღ ჭკუ­ა­ზე. ეს უნ­და მოხ­დეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ მო­მაკ­ვდა­ვის ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიზ­ნით".

  • ტერ­მი­ნი "ევ­თა­ნა­ზი­ა" (სიკ­ვდი­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა) პირ­ვე­ლად ფრენ­სის ბე­კონ­მა გა­მო­ი­ყე­ნა მე-17 სა­უ­კუ­ნე­ში. მი­სი ლე­გა­ლი­ზე­ბა პირ­ვე­ლად ჰო­ლან­დი­ა­ში მოხ­და. 1984 წელს ქვეყ­ნის უმაღ­ლეს­მა სა­სა­მარ­თლომ ის და­საშ­ვე­ბად ცნო. ბელ­გი­ა­ში 2002 წელს და­უშ­ვეს, ამ თვალ­საზ­რი­სით ლი­ბე­რა­ლუ­რია ლუქ­სემ­ბურ­გის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. ევ­თა­ნა­ზია აშ­შ-ის რამ­დე­ნი­მე შტატ­შია დაშ­ვე­ბუ­ლი.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია