FEMEN-ის აქტივისტებმა ბერლინში მეძავებთან იჩხუბეს და კიევის "ევრომაიდანს" დაუჭირეს მხარი

FEMEN-ის აქტივისტებმა ბერლინში მეძავებთან იჩხუბეს და კიევის "ევრომაიდანს" დაუჭირეს მხარი

მოძრაობა FEMEN-ის აქტივისტებმა ოთხშაბათს კვებეკში, უკრაინის საელჩოსთან კიევის "ევრომაიდანის" მხარდასაჭერად აქცია გამართეს. სამი გოგონა პლაკატებით - "დიდება უკრაინას", "Putin game over" "Glory Euromaidan", ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ითხოვდნენ.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეულ ადამიანს, რომელიც ამჟამად კიევში მაიდანზე და უკრაინის სხვა ქალაქებში დგას. ვთვლით, რომ უკრაინელი ერისთვის ფეხზე დადგომის დრო დადგა. ვთვლით, რომ უკრაინის პროგრესისა და ნათელი მომავლისთვის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი. ჩვენ მას ვთხოვთ ერის იმედები არ მოკლას.  უკრაინელ ხალხს მოვუწოდებთ, ნარინჯისფერი რევოლუციის მემკვიდრეობა გააგრძელონ, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების მოპოვების საქმეში დასახულ მიზანს მიაღწიონ", - ნათქვამია ორგანიზაციის საიტზე.

FEMEN QUEBEC-ის წარმომადგენლებმა კანადისა და მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მიმართეს. ნახევრადშიშველი აქცია -4 გრადუსი ტემპერატურის დროს ჩატარდა.

მეორე დღეს FEMEN-ის აქტივისტები ბერლინში გამოვიდნენ. მათ ქვეყნის ყველაზე დიდი ბორდელის Artemis-ის შესასვლელი საკუთარი სხეულებით გადაკეტეს. ნახევრად შიშველი გოგონები სექს-ინდუსტრიის შემკვეთებისა და ორგანიზატორების დამნაშავეებად აღიარებას მოითხოვდნენ.

პოლიციის მოსვლამდე აქტივისტებმა მეძავებთან ჩხუბიც მოასწრეს, რომელთაც მათ ყინულის კუბურები ესროლეს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა