რე­პორ­ტა­ჟი თბილისის "ელი­ტუ­რი სა­საფ­ლა­ო­დან"

რე­პორ­ტა­ჟი თბილისის "ელი­ტუ­რი სა­საფ­ლა­ო­დან"

ბო­ლო დღე­ებ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ ელი­ტუ­რი სა­საფ­ლა­ოს არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სხვა­დას­ხ­ვა რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. ქუ­ჩებ­ში გა­მოკ­რულ სა­რეკ­ლა­მო ტი­პის გან­ცხა­დე­ბა­ში წე­რია, რომ ვა­კე­ში, რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახა­ლი ელი­ტუ­რი სა­საფ­ლაო გა­იხ­ს­ნა.

რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, სა­საფ­ლა­ო­ზე ერ­თი ად­გი­ლი 1.500 დო­ლა­რი ღირს. მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თ­ვის წე­სის აგე­ბის მსურ­ვე­ლებს კი შე­უძ­ლი­ათ იქ­ვე მდე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ას მი­მარ­თონ. ფა­სის გარ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა სიტყ­ვა "ელი­ტურ­მა" გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. თუ რას გუ­ლის­ხ­მო­ბენ ამ ტექ­ს­ტის შემ­დ­გე­ნელ­ნი ელი­ტუ­რო­ბა­ში, ამის გარ­კ­ვე­ვას შე­ვე­ცა­დე. "ელი­ტუ­რი სა­საფ­ლა­ოს" სა­კონ­ტაქ­ტო პი­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ ეს სა­ხე­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­არ­ქ­ვეს და მიც­ვა­ლე­ბულ­თა და­საკ­რ­ძა­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არ არის სა­ჭი­რო.

იმის გა­სარ­კ­ვე­ვად, თუ რი­თი გა­მო­ირ­ჩე­ვა ეს სა­საფ­ლაო, მი­სი მო­ნა­ხუ­ლე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტე. რუ­სე­თის ყო­ფი­ლი სა­ელ­ჩო­დან გზას ფე­ხით გა­ვუ­ყე­ვი და შემ­ხ­ვედრ ქალ­ბ­ატონს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სა­საფ­ლა­ოს­კენ მი­სას­ვ­ლე­ლი გზის მის­წავ­ლე­ბა ვთხო­ვე. მი­მას­წავ­ლა, მაგ­რამ გაბ­რაზ­და და ეს გაბ­რა­ზე­ბაც გა­მო­ხა­ტა:

"ქარ­თ­ვე­ლებს ყო­ველ­თ­ვის ჩვე­ვად გვქონ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ყო­ფა. ხან უბ­ნე­ბად ვი­ყა­ვით და­ყო­ფი­ლე­ბი, ხა­ნაც კი სოფ­ლე­ლე­ბად და ქა­ლა­ქე­ლე­ბად. მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის ელი­ტუ­რად და არა­ე­ლი­ტუ­რად და­ყო­ფა კი მარ­თ­ლაც მე­ტის­მე­ტია. ჩვე­ნი მე­ტიჩ­რო­ბის ამ­ბა­ვი რომ ვი­ცი, ამ სა­საფ­ლა­ო­ზე ბევ­რი თა­ვის მიც­ვა­ლე­ბულს მხო­ლოდ ამ სა­ხე­ლის ხათ­რით დაკ­რ­ძა­ლავს. ალბათ, ეს გან­ცხა­დე­ბაც ასე­თი ხალ­ხის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი, მაგ­რამ ამან მე და სხვა ბევ­რიც ძა­ლი­ან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა" - ამ­ბობს ნა­ნა გე­ლაშ­ვი­ლი

გზას ვაგ­რ­ძე­ლებ და ვა­კის სა­საფ­ლა­ოს ეზო­ში შევ­დი­ვარ, სწო­რედ ამ ეზო­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი "ელი­ტურ სა­საფ­ლა­ომ­დე" მის­ვ­ლა, სა­მან­ქა­ნო გზაც გა­უჭ­რი­ათ და მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მან­ქა­ნით შეს­ვ­ლაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. შე­სას­ვ­ლელ­თან ბა­ნერ­ზე სა­საფ­ლა­ოს მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ვერ­სიაა გაკ­რუ­ლი, სა­დაც წე­რია, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ სამ­სა­ხურ­ში კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის შე­თან­ხ­მე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­საფ­ლა­ოს ეზო­ში ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბაც დგას, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე არც ისე კე­თილ­მოწყო­ბი­ლია და ბოქ­ლო­მი ადევს.

ნე­ლი ნა­ბი­ჯე­ბით მი­ვუყ­ვე­ბი და ვათ­ვა­ლი­ე­რებ ამ დუ­მა­რე ად­გილს, სა­დაც მხო­ლოდ 2012-2013 წლებში გარ­დაც­ვ­ლი­ლე­ბი არი­ან და­საფ­ლა­ვე­ბული, მა­თი რიცხ­ვი არც ისე ცო­ტაა.

იქვე, ახალ­გარ­დაც­ვ­ლი­ლი მე­გობ­რე­ბის საფ­ლა­ვებ­თან ახალ­გაზ­რ­დე­ბი მო­ვიდ­ნენ. სან­თ­ლე­ბი და­უნ­თეს და ჩე­მი ვი­ნა­ო­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ, შემ­დეგ კი აღ­შ­ფო­თე­ბა მა­თაც ვერ და­მა­ლეს.

- რა ელი­ტუ­რი? სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეს, არც ვი­ცო­დი, თუ ამ სა­საფ­ლა­ოს ასე ერ­ქ­ვა.

- ამ­ბო­ბენ, რომ აქ ერ­თი ად­გი­ლი საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს.

- ად­გი­ლი 1.500 დო­ლა­რი ღირს, მაგ­რამ არც სხვა­გა­ნაა იაფი, მა­გა­ლი­თად, ვა­კის სა­საფ­ლა­ოც საკ­მა­ოდ ძვი­რია. თან იქ საფ­ლავს შე­იძ­ლე­ბა ვერც მი­აგ­ნო, აქ კი ნორ­მა­ლუ­რი ად­გი­ლია, ად­ვი­ლად მიხ­ვალ შენს მიც­ვა­ლე­ბულ­თან. ვი­ცი, რომ ეს კერ­ძო სა­საფ­ლაოა, მაგ­რამ ვურ­ჩევთ, სა­ხე­ლი შეუც­ვა­ლონ.

მა­ფი­ო­ზე­ბის სა­საფ­ლაო

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში ეკა­ტე­რინ­ბურ­გი რუ­სე­თის კრი­მი­ნა­ლუ­რი დე­და­ქა­ლა­ქი იყო. ამ ქა­ლაქ­ში ბევ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რი ცხოვ­რობ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ში­რო­კო­რე­ჩენ­ს­კის სა­საფ­ლაო მათ უკა­ნას­კ­ნელ გან­სას­ვე­ნებ­ლად იქ­ცა. ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ამ სა­საფ­ლა­ოს მა­ფი­ო­ზე­ბის სა­საფ­ლაო შე­არ­ქ­ვეს. საფ­ლა­ვის ქვებ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბი, არა­მედ მა­თი მეტ­სა­ხე­ლე­ბი და "ნი­ჭი" - "ის მა­გა­რი იყო და­ნის ხმა­რე­ბა­ში" ან "ტო­ლი­კა საქ­მე­ებს მაგ­რად არ­ჩევ­და". ერ­თი ად­გი­ლის ფა­სი რამ­დე­ნი­მე ათე­ულ ათას დო­ლარს შე­ად­გენს.

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია