კომაში მყოფმა ქალმა ბავშვი გააჩინა

კომაში მყოფმა ქალმა ბავშვი გააჩინა

უნგრეთში ბავშვი გაუჩნდა ქალს, რომელიც მშობიარობამდე რამდენიმე თვით ადრე კომაში ჩავარდა. 

სამედიცინო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, დებრეცენ ბელი ფურედის თქმით, 31 წლის ქალის ტვინი ორსულობის მე-15 კვირას გაითიშა. ექიმებმა იგი აპარატზე შეაერთეს, რომ ბავშვისთვის ზრდისა და დაბადების შესაძლებლობა მიეცათ.

ბიჭუნა დედის კომაში ჩავარდნიდან 92 დღის შემდეგ სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. "იგი ორსულობის 27-ე კვირას დაიბადა, 1,42 კილოგრამს იწონიდა, მაგრამ ჯანმრთელი იყო,"- ამბობს ფურედი.

ბავშვის გაჩენის შემდეგ ბიჭუნას დედა აპარატიდან გამორთეს. ახალშობილს ქალის ახლობლები გაზრდიან.

მომზადებულია France Presse-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს