დააბრუნებენ თუ არა პროექტში იულია ქავთარაძეს და ოთო ფოლადაშვილს

დააბრუნებენ თუ არა პროექტში იულია ქავთარაძეს და ოთო ფოლადაშვილს

"ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" იულია ქავთარაძისა და ოთო ფოლადაშვილის გავარდნამ გული ბევრს დასწყვიტა. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ამ შოუს იულიას გამო უყურებდა...

მავანი ფიქრობს, რომ შესაძლებელია, იულია და ოთო პროექტში დააბრუნონ.

"დააბრუნეთ ოთო და იულია" - ცოტა ხნის წინ, ასეთი სახელწოდებით, "ფეისბუქზე" გვერდიც შეიქმნა, რომელსაც უკვე 1 200-ზე მეტი ადამიანი მხარს უჭერს.

ეს საკითხი აჟიოტაჟს რომ იწვევს, ფაქტია და ამაზე "ამბები.გე"-ზე გამოქვეყნებული სტატიის გამოხმაურებაც მეტყველებს.

ჩვენ ისევ დავუკავშირდით პროექტის ხელმძღვანელ ნოე სულაბერიძეს და საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვის შესახებ ვკითხეთ:

- გამონაკლისის სახით ხომ არ არის მოსალოდნელი შოუში იულია და ოთო დაბრუნდნენ?

- ამ საკითხს არ განვიხილავთ და ეს შესაძლებელი არ არის.

ასე რომ, პროექტის მკაცრი კანონების წინაშე, როგორც ვარსკვლავები, ასევე მოცეკვავეები და მათი გულშემატკივრები უძლურები არიან!

ლალი ფაცია

ასევე იხილეთ:

მიზეზი, რის გამოც იულია ქავთარაძემ

პროექტი დატოვა (ექსკლუზივი)

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება