გივი თარგამაძე: "ვერანაირად ვერ დავეთანხმები გიგი უგულავას, რადგან..."

გივი თარგამაძე: "ვერანაირად ვერ დავეთანხმები გიგი უგულავას, რადგან..."

შსს-მ ე.წ. "ჯიჰადის ვიდეოების" საქმეზე გამოძიების მასალები გაახმაურა, საქმის ოფიციალურმა ვერსიამ კი საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. გამოძიების შედეგებისადმი განსაკუთრებულ უნდობლობას წინა ხელისუფლების წარმომადგენლები გამოხატავენ. ჩვენ ამ თემაზე კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გივი თარგამაძეს ვთხოვეთ:

გივი თარგამაძე:

- მე ვთვლი, რომ შსს-ს მხრიდან ეს იყო საზოგადოების აბუჩად აგდება და დაცინვა, მათ შემოგვთავაზეს ამ გამოძიების ისეთი ვერსია, რომელსაც პატარა ბავშვიც არ დაიჯერებს. სამწუხაროა, რომ შსს აგრძელებს ტრადიციას და გვთავაზობს სულ უფრო და უფრო უტიფარ ვერსიებს. გვახსოვს, ცოტა ხნის წინ ბათუმში ჩადენილ მკვლელობასთან დაკავშირებით, კვალი წავიდა ირანში და ბუნებრივია, რომ ეს გამოძიება ამაზე მეტად ვეღარც განვითარდება, ხოლო ამ საქმეზე კიდევ უფრო ყრუ ჩიხი მივიღეთ და ესეც იმიტომ, რომ შემდგომი მოქმედებები იყოს შეუძლებელი. შსს ამბობდა, რომ რაღაცას აზუსტებდა ერთი თვის განმავლობაში, თუ უკვე იყო ცნობილი, რომ დამნაშავე იმყოფებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, საინტერესოა ის ერთი თვე რას აზუსტებდნენ, სოხუმის შტურმს გეგმავდნენ ამ პიროვნების დაკავების მიზნით?! თბილისში არსებული ორი ფირმის, აიპი მისართებიდან მოხდა ამ ვიდეოს ატვირთვა, ხოლო ამ კომპანიების დასახელებას არ გვეუბნებიან და სავარაუდოდ არც არასდროს გვეტყვიან, ანდაც გვეტყვიან მაშინ, როცა აღარავის დააინტერესებს.

- რომც გაირკვეს, რომ ეს ორი კომპანია არის ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები, ეს ცვლის რამეს?

- როცა ეს აიპი მისამართები დადგინდა, გამოძიებას 1-2 საათში უკვე ქონდა ამ აიპი მისამართებზე შემოსული კონტაქტების სრული ნუსხა. მეეჭვება, ამ ნუსხაში მალაიზიიდან შემოსული კონტაქტი ერთზე მეტი ყოფილიყო, იმავე დღეს მათ გამოკვეთილი ეჭვი უნდა ქონოდათ ამ მალაიზიურ აიპი მისამართზე. ჩვენც გვიმუშავია FBI-სთან და ვიცით, რომ მათი საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა მალაიზიურ სერვერის მფლობელთან დაკავშირება, რაც მოითხოვდა მაქსიმუმ ერთ კვირას. რეალურად ის ინფორმაცია, რაც გამოძიებას უნდა ცოდნოდა გამოძიების დაწყებიდან ერთ კვირაში, მივიღეთ 4 თვეში, თუმცა გაირკვა რომ ერთი თვე უკვე ცნობილია და მხოლოდ გუშინ გაჟღერდა, ანუ 3 თვეში გარკვა ის, რაც 1 კვირის საქმე იყო და ეს ბუნებრივია კითხვებს აჩენს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა