რაიან რეინოლდსი: "ჰოლივუდში დანგრეული მანქანით და ცარიელი საფულით ჩამოვედი"

რაიან რეინოლდსი: "ჰოლივუდში დანგრეული მანქანით და ცარიელი საფულით ჩამოვედი"

რაიან რეინოლდსი ბოლო პერიოდში ახალი პროექტებითა და აწყობილი პირადი ცხოვრებით იწონებს თავს. მის ახალ პროექტებს შორის არის "მოჩვენებების პატრული", მისი მეორე ნახევარი კი მშვენიერი ბლეიკ ლაივლია. მანამდე რაიანს ყველა იცნობდა, როგორც სკარლეტ იოჰანსონის მეორე ნახევარს, და ამბობენ, მისი წარმატებაც ბევრწილად ამ ფაქტორმა განაპირობაო. თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცი მსახიობ ბლეიკ ლაივლის დარჩა.

"სკარლეტთან ისევ ვმეგობრობ"

- რაიან, როგორ გადაიტანეთ ასე მშვიდობიანად სკარლეტ იოჰანსონთან დაშორება და საკმაოდ სწრაფად იპოვეთ ახალი ბედნიერება?

- ჩემი აზრით, ურთიერთობების დამთავრებისას, რაოდენ მტკივნეული და მძიმეც უნდა იყოს, მნიშვნელოვანია, არაფერი ინანო. მე კვლავინდებურად მიმაჩნია, რომ როდესაც სკარლეტი შევირთე ცოლად, კარგად მოვიქეცი, ის ყოველთვის დარჩება ჩემთვის ისეთად, როგორიც ურთიერთობის დასაწყისში იყო. ჩვენ ისევ ვმეგობრობთ და ვაფასებთ ერთმანეთს. ასეთ სიტუაციაში ამაზე კარგი არაფერი შეიძლება იყოს. მცირე ხანს მართლა არ მინდოდა არავისთან შეხვედრა, თუმცა ადრეული სიყმაწვილიდან მივეჩვიე, რომ სულ ვიღაცას ვხვდებოდი. მაშინ მეჩვენებოდა, რომ სიყვარული ბანქოსგან აწყობილი ხუხულა იყო, რომელიც იოლად ინგრეოდა. მაგრამ თანდათან ისევ ამეხილა თვალები და დავინახე ის, რასაც ადრე ალბათ ვერც ვამჩნევდი.

- და ახლა კვლავ ბედნიერი ქორწინება გაქვთ. ამბობენ, რომ ბლეიკ ლაივლი თქვენს გარდერობს აკონტროლებს...

- დიახ, ასეა. თუ ცოლს არ მოსწონს ის, რასაც ვიცვამ, სახლიდანაც არ გამოვდივარ. როცა ოფიციალურ ღონისძიებაზე მივეშურები, ის აკონტროლებს ჩემს ყველა კოსტიუმს - ცოტა ხნის წინ მისი ნებართვით გავიკეთე ნარინჯისფერი ჰალსტუხი "მოჩვენებების პატრულის" პრემიერაზე. სხვანაირად ვერ გავბედავდი (იცინის).

"რად მინდა დაცვა ბოევიკების გმირს!"

- რაც შეეხება თქვენს ახალ ფილმს. ადრე რომანტიკულ გმირებთან ასოცირდებოდით, უცებ კი - ზომბები, აპოკალიფსი... როგორ დათანხმდით მკვდარი პოლიციელის თამაშს?

- ზომბი-დეტექტივის (იღიმის). მომკლეს და მკვდარი პოლიციელების რაზმში მოვხვდი. ჩემი მეწყვილე კი, რომელსაც ჯეფ ბრიჯესი განასახიერებს, უკვე 200 წელია შერიფად მუშაობს და ცოცხალ ადამიანებს იცავს მეტისმეტად თავგასული მოჩვენებებისგან (იცინის). ძალიან სასაცილო ფილმია. ჩემი გმირის დეპარტამენტის სახელწოდება რად ღირს მხოლოდ - "მშვიდად იძინე".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება