Femen-ის ლიდერი საფრანგეთის მთავარ მარკაზე გამოსახეს

Femen-ის ლიდერი საფრანგეთის მთავარ მარკაზე გამოსახეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საზოგადოებას ქვეყნის მთავარი საფოსტო მარკა წარუდგინა, რომელზეც განახლებული საფრანგეთის რესპუბლიკის სიმბოლოა გამოსახული. ეს არის ქალი, სახელად მარიანა, რომლის ერთ-ერთი პროტოტიპი მოძრაობა Femen-ის ლიდერი ინა შევჩენკოა. ამ დღეებში ინამ საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოიპოვა.

მარიანას ახალი გამოსახულებიანი მარკა ორმა ახალგაზრდა ილუსტრატორმა და ფოტოგრაფმა - 33 წლის ოლივიე სიაპამ და 30 წლის დევიდ ჯავენამ შექმნეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა გამარჯვებული წინასწარ შერჩეული 15 ვერსიიდან აირჩია. "ახალგაზრდობა - ჩემი პრეზიდენტობის პრიორიტეტია და ეს მარკა ამას ადასტურებს",-განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

"გვინდოდა, რომ იმიჯი საერთაშორისო და მუდმივი გამოსულიყო, ამიტომ (მარიანას) ხელები რენესანსის ეპოქის სულისკვეთებითაა გამოსახული, თვალები კი თანამედროვე ფრანგული კომიქსების რეალიზმით, 1980-იანი წლების აზიური "მანგათი" და 1950 წლების ამერიკული ანიმაციითაა შთაგონებული",-განმარტეს ნამუშევრის ავტორებმა.

"მათთვის, ვისაც აინტერესებს ვინ გახდა მარიანას მოდელი: ეს სხვადასხვა ქალის იმიჯის ერთობლიობაა, განსაკუთრებით კი Femen-ის დამფუძნებელ ინა შავჩენკოსი",-დაწერა სიაპამ ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მიკრობლოგ Twitter-ში. სიაპა ჰომოსექსუალების უფლებებისთვის აქტიურად იბრძვის. ივნისში მისი ფოტოგამოფენა ორჯერ დაარბიეს.  

მარიანა - ახალგაზრდა ქალის გამოსახულებაა, რომელსაც ჩაჩი ახურავს. იგი საფრანგეთის სიმბოლო 1972 წელს გახდა. იგი გამოხატავს ფრანგულ ეროვნულ დევიზს "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა". მარიანა გამოსახულია საფრანგეთის თითქმის ყველა სახელმწიფო ორგანოს შენობაზე.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა