"სა­ცა­ვებ­ში ვიდე­ო­კა­სე­ტე­ბის მო­თავ­სე­ბა­ში შსს-ს ხე­ლი ურე­ვი­ა"

"სა­ცა­ვებ­ში ვიდე­ო­კა­სე­ტე­ბის მო­თავ­სე­ბა­ში შსს-ს ხე­ლი ურე­ვი­ა"

ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი, დე­პუ­ტა­ტი შო­თა მა­ლაშ­ხია გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ახ­ლა­ხან, ბრი­უ­სელ­ში ვი­ზი­ტი­სას, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის ზო­გი­ერთ წევრს "ევ­რო­პე­ლი კან­დე­ლა­კი" უწო­და...

- პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­გორც ჩანს, ზედ­მე­ტად დი­დი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ დე­პუ­ტატ გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­ზე, ჰგო­ნი­ათ, რომ ის თვი­თონ წერს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ებს და თვი­თონ­ვე კარ­ნა­ხობს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს მათ მი­ღე­ბას. ეს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გა­დი მიდ­გო­მა­ა: მი­აჩ­ნი­ათ, რომ "ვა­შინ­გტონ პოსტს" სტა­ტი­ებს გი­გა ბო­კე­რია უკ­ვეთს, აშ­შ-ის კონ­გრე­სის რე­ზო­ლუ­ცი­ებს სულ რამ­დე­ნი­მე კონ­გრეს­მე­ნი იღებს და ა. შ. ეს სი­რაქ­ლე­მას პო­ზა­ში დგო­მა­ა. ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე - ბრი­უ­სე­ლი იქ­ნე­ბა, სტრას­ბურ­გი თუ ვა­შინ­გტო­ნი. მათ­თვის უა­რე­სი­ა, თუ ჰგო­ნი­ათ, რომ ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს ბო­კე­რია და კან­დე­ლა­კი იღე­ბენ.

- მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, რო­ცა ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­სა­მარ­თით მკვეთრ გან­ცხა­დე­ბებს აკეთ­ებ­დნენ, ან უცხ­ო­ურ პრე­სა­ში კრი­ტი­კუ­ლი სტა­ტი­ე­ბი ქვეყ­ნდე­ბო­და, თქვე­ნი გუნ­დი ამას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას, მა­თი ლო­ბის­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­ში­რებ­და, ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბით ხსნი­და.

- ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი­ა, ლო­ბის­ტე­ბი ყვე­ლას ჰყავს, და თუ არ ჰყავს, შეც­დო­მას უშ­ვებს. თუმ­ცა ლო­ბის­ტებს მარ­ტო რჩე­ვა შე­უძ­ლი­ათ, რე­ზო­ლუ­ცია კი სხვა­ა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კონ­გრესს ასე­თი რე­ზო­ლუ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ არა­სო­დეს მი­უ­ღი­ა... ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ის ნა­წი­ლი­ა, რო­მე­ლიც შე­ვარ­დნა­ძის ეპო­ქა­ში გვაბ­რუ­ნებს.

- ვინ იქ­ნე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი? გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბით, პრა­ი­მე­რი ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილს, და­ვით ბაქ­რა­ძე­სა და გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძეს შო­რის შედ­გე­ბა.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის და­სა­ხე­ლე­ბის პრობ­ლე­მა არა აქვს. მი­სი წარ­დგე­ნა ყვე­ლას შე­ეძ­ლე­ბა - სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ას, რა­ი­ო­ნულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში შე­უძ­ლი­ათ შექ­მნან სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფე­ბი, ჯერ ში­და­პარ­ტი­უ­ლი პრა­ი­მე­რი გა­ი­მარ­თე­ბა, შემ­დეგ 2 ძი­რი­თა­დი კან­დი­და­ტი, გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რი გა­აგ­რძე­ლებს შე­ჯიბრს. იქ­ნე­ბა ტე­ლე­დე­ბა­ტე­ბი, გას­ვლა რა­ი­ო­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის აზ­რის გა­სა­გე­ბად, ჩა­ტარ­დე­ბა ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­კითხ­ვაც.

- თუმ­ცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატს კონ­კუ­რენ­ტად არ მი­იჩ­ნევს...

- ერთს ვიტყ­ვი: პლას­ტი­ლინ­მა რო­დის აქეთ და­იწყო ლა­პა­რა­კი? მარ­გვე­ლაშ­ვილს სა­კუ­თა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ გა­აჩ­ნი­ა. სურს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­მაღ­ლე ჰქონ­დეს, ბურ­ჯა­ნა­ძის გამ­ბე­და­ო­ბა, ალა­სა­ნი­ას სი­ლა­მა­ზე. თა­ვი­სი მხო­ლოდ ერ­თი აქვს - ყვე­ლა­ფე­რი ად­ვი­ლად ეწე­ბე­ბა, ანუ პლას­ტი­ლი­ნი­ა, რა­საც თვი­თონ­ვე აღი­ა­რებს.

- ისე, შუ­ა­ლე­დურ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში თქვე­ნი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა საკ­მა­ოდ და­ბა­ლი შე­დე­გი აჩ­ვე­ნეს...

- სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ბო­ლო ხანს ასეთ რა­დი­კა­ლურ არ­ჩე­ვანს აკე­თებს: ხან ერთ მხა­რეს აძ­ლევს ხმას, ხან - მე­ო­რეს. თუმ­ცა ეს მარ­ტო ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მა არ არის, საფ­რან­გეთ­ში ერ­თი წლის წინ არ­ჩე­უ­ლი ოლან­დის რე­ი­ტინ­გი დღეს ძალ­ზე და­ბა­ლი­ა, ასეა ის­რა­ელ­შიც. ეს ერის ეთ­ნოფ­სი­ქი­კა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ცო­ტა ხნის შემ­დეგ ჩვენ­თან უკუპ­რო­ცე­სი და­იწყ­ე­ბა: ქვეყ­ნის შიგ­ნით "ოც­ნე­ბის" და­პი­რე­ბე­ბი არ სრულ­დე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე სრუ­ლი იზო­ლა­ცია გვე­მუქ­რე­ბა, რუ­სეთ­თან კა­პი­ტუ­ლან­ტურ­მა პო­ლი­ტი­კამ კრა­ხი გა­ნი­ცა­და. მო­სახ­ლე­ო­ბა ამ ყვე­ლა­ფერს გა­აც­ნო­ბი­ე­რებს, რო­გორც ეს შე­ვარ­დნა­ძის რე­ჟი­მის დროს მოხ­და. და თუ შე­ვარ­დნა­ძის რე­ჟიმს საკ­მაო ხა­ნი დას­ჭირ­და, "ოც­ნე­ბის" რე­ი­ტინ­გის და­ცე­მას გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი დრო დას­ჭირ­დე­ბა.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი სა­მა­ლა­ვის აღ­მო­ჩე­ნის ფაქტს, სა­დაც, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ია­რა­ღი, ნარ­კო­ტი­კე­ბი, წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა და პო­ლი­ტი­კუ­რ ოპო­ნენ­ტებ­ზე მა­სა­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს...

- სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე, პირ­ველ რიგ­ში, ირაკ­ლი ალა­სა­ნია ლა­პა­რა­კობ­და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ ალა­სა­ნი­ამ ამა­ზე სა­უ­ბა­რი შეწყ­ვი­ტა. მას აქვს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დაწყ­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამ­გვა­რი რა­ღა­ცე­ბი უნ­და არ­სე­ბობ­დეს. სხვა სა­კითხ­ი­ა, რა­ში დას­ჭირ­და ამის ამო­ტივ­ტი­ვე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სწო­რედ დღეს. თვით ამ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რომ ეს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ია­რა­ღი­ა, ანუ ეს არის სულ სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის, გა­რე­შე მტრის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ია­რა­ღი, თუ­კი ის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ოკუ­პა­ცი­ას გა­აგ­რძე­ლებს. ხო­ლო შემ­დეგ ამ სა­ცა­ვებ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის, რა­ღაც დღი­უ­რე­ბის, ვი­დე­ო­კა­სე­ტე­ბის მო­თავ­სე­ბა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დღე­ვან­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ხე­ლი ურე­ვი­ა. ასე­თი რამ პირ­ვე­ლად არ ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ხვე­დე­ლი­ძე მხი­ლე­ბუ­ლია პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში, თუმ­ცა 5.000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­დეგ ის გა­რეთ არის... ეს აჟი­ო­ტა­ჟი კი იმ პრობ­ლე­მე­ბის გა­და­სა­ფა­რა­ვად დას­ჭირ­დათ, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე შე­ექ­მნათ: იგი­ვე კონ­გრე­სის რე­ზო­ლუ­ცი­ა, უსუ­ფაშ­ვი­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მძი­მე შეხ­ვედ­რე­ბი ბრი­უ­სელ­ში, ვი­თომ და "თა­ლი­ბა­ნის" სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ფი­რი, რომ­ლის ქარ­თულ კვალ­საც ვერ მა­ლა­ვენ, თენ­გიზ გუ­ნა­ვას საქ­მე და ა.შ. ამ პრო­ცე­სე­ბის "მი­საჩ­ქმა­ლად" აღ­მო­ა­ჩი­ნეს ეს სა­მა­ლა­ვი, რომ­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ად­რეც იცოდ­ნენ.

- ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს, ელ­ჩებს წა­რუდ­გი­ნა.

- კარ­გად გვახ­სოვს ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუს­თან, სა­დაც მან 8 თე­ბერ­ვალს სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან მოწყ­ო­ბი­ლი კო­რი­დო­რე­ბი აჩ­ვე­ნა, თუმ­ცა იქ პი­რა­დად ვი­ყა­ვი და ვნა­ხე, რა კო­რი­დო­რე­ბიც იყო. "მხედ­რი­ო­ნის" მსგავ­სი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი ნა­ნა კა­კა­ბა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით დე­პუ­ტა­ტებ­სა და ხალხს არ­ბევ­და, ზოგს სცემ­და, პო­ლი­ცი­ა­ზეც აღ­მარ­თეს ხე­ლი. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი ელ­ჩებს სულ სხვა რა­მეს ეუბ­ნე­ბო­და... რაც შე­ე­ხე­ბა წა­მე­ბის ამ­სახ­ველ კად­რებს, ამი­სათ­ვის "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ჰყავს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ლა­დო ბე­დუ­კა­ძე, მა­თი კად­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლა წა­მე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და რო­მე­ლიც ქვეყ­ნის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­თან შე­თან­ხმე­ბით, დღეს თა­ვი­სუ­ფა­ლი­ა და ეროვ­ნულ გმი­რად გა­მო­აცხ­ა­დეს.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა