პარიზში FEMEN-ის წევრები სცემეს

პარიზში FEMEN-ის წევრები სცემეს

უკრაინული ფემინისტური ორგანიაზცია FEMEN-ის წევრები პარიზში გეების მხარდაჭერისთვის სცემეს. ორგანიზაციის წევრები ტრადიციული ქორწინების მხარდასაჭერ აქციაზე მივიდნენ, სადაც ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას აპროტესტებდნენ.

წელსზემოთ შიშველ გოგონებს თავზე კათოლიკე მონაზვნების თავსაბურავები ეფარათ და ყვიროდნენ ლოზუნგს: "ჩვენ გვწამს გეების" (In gay we trust). FEMEN-ის წევრები დემონსტრანტებს თეთრი ფერის ფხვნილს აყრიდნენ.

რამდენიმე კათოლიკე აქტივისტი FEMEN-ის წევრებს თავს დაესხა და ცემა დაუწყო. შემთხვევის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა. პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით გოგონები ავტობუსებში დამალა.

ტრადიციული ქორწინებისა და ოჯახური ფასეულობების მხარდასაჭერი აქცია კონსერვატორულმა კათოლიკურმა ორგანიზაცია Civitas-მა გამართა, რომლის ერთ-ერთ მიზანსაც "საფრანგეთის რექრისტიანიზაცია" წარმოადგენს. დემონასტრაციას ორგანიზებას უწევდა ასევე რამდენიმე პოლიტიკური პარტია, კათოლიკური ორგანიზაცია და საზოგადოებრივი მოძრაობა. მსვლელობაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის წინააღმდეგ რამდენიმე დღეა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში 100 000-ზე მეტი ადამიანი აქციებს მართავს. ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საფრანგეთში ჰომოსექსუალი წყვილები დაქორწინებას და შვილის აყვანას 2013 წლიდან შეძლებენ.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"