"თუ ეროვ­ნულ ბან­კსა და აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ზე არ დამ­ყარ­და კონ­ტრო­ლი, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კას­ტრი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა"

"თუ ეროვ­ნულ ბან­კსა და აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ზე არ დამ­ყარ­და კონ­ტრო­ლი, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კას­ტრი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა"

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბა აღი­ა­რა, აშ­კა­რა­ა, რომ ამ გუნდს ძა­ლა­უფ­ლე­ბის დათ­მო­ბა არ სურს. ექ­სპერ­ტთა ნა­წი­ლი უკ­ვე ქვე­ყა­ნა­ში ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის საფ­რთხე­ზე ალა­პა­რაკ­და, რის შე­დე­გა­დაც, შე­საძ­ლო­ა, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კრი­ზი­სი მი­ვი­ღოთ, რაც ექ­ვსი თვის თავ­ზე პრე­ზი­დენტს პარ­ლა­მენ­ტის დათხ­ოვ­ნი­სა და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის მი­ზე­ზად გა­მო­ად­გე­ბა. რამდენად რე­ა­ლუ­რია პროცე­სე­ბის ამ­გვა­რად გან­ვი­თა­რე­ბის საფ­რთხე და ამის რა ნიშ­ნე­ბი გა­მოვ­ლინ­და უკ­ვე? - ამ სა­კითხ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ექ­სპერ­ტი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე:

- არ­ჩევ­ნე­ბი­დან პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გა­მოჩ­ნდა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თმო­ბენ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს, მაგ­რამ არ თმო­ბენ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­გი­ო­ნულ ვერ­ტი­კალს. მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს აკომ­პლექ­ტებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", თუმ­ცა, ამას­თა­ნა­ვე, გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი და გამ­გებ­ლე­ბი რჩე­ბი­ან სა­ა­კაშ­ვი­ლის უშუ­ა­ლო დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში. გა­მო­დის, რომ ამა თუ იმ რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, შე­ას­რუ­ლოს, ერ­თი მხრივ, კონ­კრე­ტუ­ლი მი­ნის­ტრის, მე­ო­რე მხრივ კი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­თი­თე­ბე­ბი, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ურ­თი­ერ­თგა­მომ­რიცხ­ა­ვი იქ­ნე­ბა. შე­დე­გად მი­ვი­ღებთ უც­ნა­ურ სუ­რათს - ერ­თი მხრივ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აღი­ა­რებს, რომ ოპო­ზი­ცი­ა­ში­ა, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, ეს ძა­ლა გა­აგ­რძე­ლებს რე­გი­ო­ნუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის მარ­თვას. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ქვეყ­ნებ­ში პრობ­ლე­მას არ ქმნის ის, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად სხვა ძა­ლაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას კი - სხვა, მაგ­რამ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა არ აცხ­ა­დებს, რომ ოპო­ზი­ცი­ა­ში­ა, რად­გან ის რე­ა­ლუ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ქვეყ­ნის მარ­თვა­ში. პოლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ა, რო­მე­ლიც მარ­თავს, შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, იყოს ოპო­ზი­ცი­ა­ში. ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლო­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბის სა­ოც­რად დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი ბუ­ნებ­რი­ვად წარ­მო­შობს ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მას, თა­ნაც პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან ამ­გვა­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, რბი­ლად რომ ვთქვათ, უხერ­ხუ­ლი­ა. გარ­და ამი­სა, შე­გახ­სე­ნებთ ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში გა­მარ­თულ ბა­ტა­ლი­ებს და სას­წრა­ფოდ არ­ჩე­ულ ქა­ლა­ქის მერს. აშ­კა­რა­ა. რომ ახალ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და, თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო გა­ეყ­ვა­ნა თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რა, რომ დას­ცლო­და მარ­თვის რე­ა­ლუ­რი ბერ­კე­ტე­ბის ხელ­ში აღე­ბა, მაგ­რამ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ამის­თვის დრო არ მის­ცა. ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის საფ­რთხის ერ­თ-ერ­თი სიმ­პტო­მია ის, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", და­მარ­ცხე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ერ­თბა­შად არ და­ი­შა­ლა, რო­გორც ეს მოხ­და 2003 წელს "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის" შემ­თხვე­ვა­ში. დღეს, რო­დე­საც არ­ჩე­ვ­ნე­ბი ჩავ­ლი­ლი­ა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რო­ბა" კი - და­მარ­ცხე­ბუ­ლი, ეს პარ­ტია მა­ინც ინარ­ჩუ­ნებს მო­ნო­ლი­თუ­რო­ბას. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი­ა, აგ­რეთ­ვე, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის კონ­ტრო­ლი, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ხე­ლით ტე­ლე­კომ­პა­ნიებში "რუს­თა­ვი 2"-სა და "მზე­ში" შე­ვი­და უცხ­ო­უ­რი კა­პი­ტა­ლი და მას­თან სა­მარ­თლის ფარ­გლებ­ში და­პი­რის­პი­რე­ბაც კი საკ­მა­ოდ ძნე­ლი იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა "ი­მედს", გან­ცხა­დე­ბა, რომ ეს ტე­ლე­ვი­ზია წყვეტს გა­სარ­თობ გა­და­ცე­მებს და იწყ­ებს სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო-­პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მე­ბის მომ­ზა­დე­ბას, პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს, რომ ამ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის უკან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" დგას სრულ საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში. კი­დევ ერ­თი სა­კითხია და­სავ­ლუ­რი მე­დი­ა, სა­დაც ბო­ლო ხანს, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ლო­ბის­ტებ­მა შექ­მნეს იმ­გვა­რი ამინ­დი, რომ დღეს და­სავ­ლუ­რი მე­დია დიდ­წი­ლად მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მი­სი გუნ­დის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა­ზე წერს და საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლად აფა­სებს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას".

- რას იტყ­ვით პრე­ზი­დენ­ტის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­ზე, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს და­უქ­ვემ­დე­ბა­რა "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო", რო­მელ­საც აქამ­დე ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო აკონ­ტრო­ლებ­და, და ასევე "სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სპე­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო", რო­მე­ლიც შსს-ს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და.

- ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ა­კაშ­ვილ­სა და მი­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რებს კვლავ ექ­ნე­ბათ სა­ხელ­მწი­ფო ფი­ნან­სე­ბით უსაზღ­ვროდ სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სპეც­კავ­ში­რებს, ამით სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­ეც­დე­ბა ჰქონ­დეს უცხო ყუ­რის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სივ­რცე და, ამას­თა­ნა­ვე, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც მან დათ­მო ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი, ამ სამ­სა­ხუ­რი­დან მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში რჩე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო, და, არა მხო­ლოდ, მოს­მე­ნე­ბის უმ­ძლავ­რე­სი რე­სურ­სი.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მი­ნის­ტრთა კან­დი­და­ტუ­რე­ბის წარ­დგე­ნი­სას ასე­ვე წა­რად­გი­ნა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სა და აუ­დი­ტის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­თა კან­დი­და­ტუ­რე­ბი. თუმ­ცა და­ვით ბა­ქრა­ძემ გან­აცხა­და: "მთავ­რო­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბა მთლი­ა­ნად გა­და­ე­ცე­მა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", მაგ­რამ არ­სე­ბობს თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არა მთავ­რო­ბას, არა­მედ პრე­ზი­დენტს, პარ­ლა­მენტს და ა.შ ეხე­ბა. მათ შო­რის არის ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი და გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ და­ვი­ცავთ კა­ნონს და ეს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან იმ ცვლი­ლე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ამ დღე­ებ­ში იგეგ­მე­ბა".

- გა­აჩ­ნი­ა, კა­ნო­ნი რო­გორ გან­საზღ­ვრავს მა­თი გა­მოწ­ვე­ვი­სა და და­ნიშ­ვნის წესს, ვფიქ­რობ, ეს რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რა გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა. აქ­ვე ვიტყ­ვი, რომ თუ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ ორ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს უწყ­ე­ბა­ზე ვერ მო­ი­პო­ვა კონ­ტრო­ლი, ეს ნიშ­ნავს, რომ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კას­ტრი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა