ბლეიკ ლაივლის 30 შვილის ყოლა სურს

ბლეიკ ლაივლის 30 შვილის ყოლა სურს

24 წლის პოპულარული მსახიობი ბლეიკ ლაივლი ჟურნალ "Allure"-ის ოქტომბრის ნომრის გარეკანს დაამშვენებს. მან ჟურნალს ინტერვიუც მისცა, რომელშიც პრესის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ოჯახსა და ბევრ შვილზე ოცნებობს.

ლეონარდო დი კაპრიოს ყოფილი საყვარელი, ბლეიკ ლაივლი  სკარლეტ იოჰანსონის ყოფილ მეუღლეს, მსახიობ რაიან რეინოლდს ცოლად გაჰყვა. ინტერვიუში, რომელიც მსახიობის ქორწილამდეა ჩაწერილი, ლაივლიმ ჟურნალისტებს მოსალოდნელ მნიშვნელოვან მოვლენაზე არაფერი უთხრა.

"დიდ ოჯახზე ყოველთვის ვოცნებობდი, რომ შემეძლოს 30 შვილს გავაჩენდი! ახლა ისეთი მშვიდი ვარ. ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი ჯერ არ ვყოფილვარ. ეს შენი არჩევანია - ადგე დილით და საკუთარ თავს უთხრა: "არ არის არანაირი მიზეზი იმისთვის, რომ ეს დღე ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო არ გახდეს".

ჟურნალის ფოტოსესია დედის როლში მისი მომავალი ცხოვრების ილუსტრირებაა: ბუნება, გაბრწყინებული მსახიობი, რომელსაც გარშემო ბავშვები ახვევიან.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება