საზღვარგარეთ დასვენება საზაფხულო გეგმების განუყოფელი ნაწილია. რა უფლებების აქვს უცხოეთში ჩასულ ტურისტს, როგორ უნდა მოიქცეს, როცა პრობლემებს აწყდება? - თქვენს კითხვებს ტურისტული კომპანია პასუხობს
გამოგზავნილი შეკითხვები:
მკითხველი ლიკა: როცა დასასვენებელ ადგილს ირჩევ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფასს. რომელ ქვეყნებშია ყველაზე ხელმისაწვდომი დასვენება?
შედარებით იაფი და პოპულარულია თურქეთისა და ეგვიპტის კურორტები. თურქეთში ერთ ადამიანი დაახლოებით 400$ დაისვენებს. ეგვიპტეში შედარებით ხანგრძლივი კრუიზები ეწყობა და ფასიც მეტია, 10-12-დღიანი დასვენება ერთ ადამიანს საშუალოდ 800$ დაუჯდება.
მკითხველი ზურა: რა უპირატესობა აქვს ტურისტული სააგენტოს მომსახურებით სარგებლობას?
პირველ რიგში ფასი. სააგენტოთი სარგებლობა უფრო ეკონომიური გამოდგით. გარდა ამისა, გემსახურებიან პროფესიონალები, თქვენი კრუისი დეტალურად დაგეგმილი და უფრო ორგანიზებულია.
მკითხველი ციცო: როცა ისეთ ქვეყანაში მსურს წასვლა, სადაც კლიმატური პირობები ძალიან განსხვავებულია, მაგალითად ინდოეთში. წინაწარ რაიმე ზომების მიღება არის საჭირო? გამიგია, რომ რაღაც აცრების ჩატარებაა საჭირო.
ინდოეთში გასამგზავრებლად აცრები არ დაგჭირდებათ. როცა კლიმატური სხვაობა დიდია, ტურისტული სააგენტო ვალდებულია ამის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდოთ. თუ რა ზომების მიღება დაგჭირდებათ, ამაზე ჯობს სპეციალისტის კონსულტაცია გაიაროთ.
მკითხველი ხატია:რა საბუთების მოწესრიგებაა საჭირო, მარტო პასპორტი იკმარებს?
ეს დამოკიდებულა იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში მიემგზავრებით. რიგ შემთხვევებში საკმარისია, მაგალითად, თურქეთში ან ეგვიპტეში. გაცილებით რთულია შენგენის ქვეყნებში გასამგზავრებლად დოკუმენტების მოწესრიგება. ამისათვის პასპორტის გარდა დაგჭირდებათ ცნობა სამსახურიდა, ცნობა საბანკო ანგარიშის მოძრაობის შესახებ, დაზღვევა, თვითფრინავის ბილეთისა და სასტუმროს დაჯავშნის დამადასტურებელი საბუთი.
ამის გარდა, დაგჭირდებათ 5-გვერდიანი სპეციალური ანკეტის შევსება.
მკითხველი ლალი:ბებიას და მამიდას გვინდა ორი არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანა თურქეთის რომელიმე კურორტზე. რა დოკუმენტების შეგროვება მოგვიწევს?
თურქეთის საზღვრის გადაკვეთას გასაკუთრებული არაფერი ჭირდება, საკმარისია პასპორტი და ტქვენს შემთხვევაში ბავშვების მშობლების თანხმობა.
მკითხველი თამაზი:თუ ტურისად ჩასულს არ დამხვდა ის პირობები, რასაც დამპირდნენ, ვინ დაიცავს ჩემს უფლებებს?
თუ ამაში ტურისტული სააგენტოა დამნაშავე, პრეტენზიით მის ხელმძღვანელობას უნდა მიმართოთ. შესაძლებელია კომპენსაციის ან გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
მკითხველი ლაშა:ვიცი, რომ ბევრი ტურისტი სააგენტობის დახმარების გარეშეც მიდის დასასვენებლად, ამბობენ, რომ გაცილებით ნაკლები გეხარჯება. თუ მარტო წავედი და ამ დროს რამე გაუთვალისწინებელი შემემთხვა, ვთქვათ გამქურდეს ან ცუდად მომესახურენ, როგორ უნდა მოვიქცე, პირველ რიგში ვის უნდა დავუკავშირდე?
როცა დამოუკიდებლად მიემგზავრებით, სამწუხაროდ, შექმნილი პრობლემებიც ადგილზე თავად უნდა მოაგვაროთ. გირჩევთ მალევე მიმართოთ პირველადი დახმარების სამსახურებს, პოლიციას, სასწრაფო დახმარებას, სამაშველო სამსახურს, ვინაიდან თქვენს კომფორტსა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა არავის ეკისრება.
მკითხველი ნატა:ვთქვათ, გადავწყვიტე დასასვენებლად საზღვარგარეთ წავიდე, მაგრამ მომზადებისთვის დიდი დრო არ მაქვს. რამდენ ხანში შევძლებ გამგზავრებას, მომზადებას დიდი დრო ჭირდება?
გააჩნია, სად მიემგზავდებით, ეგვიპტე შესაძლოა ერთ დღეშიც მოგვარდეს, მაგრამ ევროპის ქვეყნებში გასამგზავრებლად საბუთების მოგროვებას რამდენიმე დღე ჭირდება.
მკითხველი ზურა:არსებობს თუ არა კანონი, რომელიც ტურისტის ინტერესებს დაიცავს? თუ არსებობს, რომელ ქვეყნებში მოქმედებს?
ისეთი კანონი, რომ კონკრეტულად ტურისტის უფლება-მოვალეობებს განმარტავდეს, არ არსებობს. ტურისტი ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ, უცხო ქვეყნის მოქალაქედ განიხილება.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4
საზღვარგარეთ დასვენება ბევრისთვის საზაფხულო გეგმების ნაწილია. რა უფლებების აქვს უცხოეთში ჩასულ ტურისტს, როგორ უნდა მოიქცეს, როცა პრობლემებს აწყდება. ამ თემის ირგვლივ თქვენს კითხვებს ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი უპასუხებს.