პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიტვინენკოს მკვლელობის ვერსიები
ლიტვინენკოს მკვლელობის ვერსიები

"თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მა­ი­ძუ­ლოთ გა­ჩუ­მე­ბა, მაგ­რამ ეს დუ­მი­ლი ძა­ლი­ან ძვი­რი და­გიჯ­დე­ბათ, თქვენ გა­მო­ი­ჩი­ნეთ ბარ­ბა­რო­სო­ბა და სი­სას­ტი­კე, რა­შიც ყო­ველ­თვის გა­და­ნა­შა­უ­ლებ­დნენ კრი­ტი­კო­სე­ბი, თქვენ ყვე­ლას და­ა­ნა­ხეთ, რომ პა­ტივს არ სცემთ სი­ცო­ცხლეს, თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ აი­ძუ­ლოთ, გა­ჩუმ­დეს ერთი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ მსოფ­ლი­ოს პრო­ტეს­ტის ხმა, ბა­ტო­ნო პუ­ტინ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ჩა­გეს­მე­ბათ ყურ­ში. დაე, უფალ­მა მო­გი­ტე­ვოთ, რაც გა­მი­კე­თეთ მე, ჩემს რუ­სეთს და ხალ­ხს."

ალექ­სან­დრ ლიტ­ვი­ნენ­კო (უკა­ნას­კნე­ლი სი­ტყვე­ბი)

2006 წელს 23 ნო­ემ­ბერს 21.21 სა­ათ­ზე, ლონ­დო­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა ФСБ-ს ყო­ფი­ლი ოფი­ცე­რი ალექ­სან­დრ ლიტ­ვი­ნენ­კო.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ლიტ­ვი­ნენ­კო ცნო­ბი­ლი მა­შინ გახ­და, რო­დე­საც 1999 წელს, პირ­და­პი­რი ეთე­რით, თა­ვის ოთხ თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, მან აღი­ა­რა რომ ФСБ ბიზ­ნეს­მენ ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის მკვლე­ლო­ბას გეგ­მავ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის­მა გან­ცხა­დე­ბამ - მოს­კო­ვი­სა და რი­ა­ზა­ნის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის აფეთ­ქე­ბის უკან ФСБ დგა­სო, რუ­სე­თი შოკ­ში ჩა­აგ­დო. 2001 წელს გა­მო­ვი­და მისი წიგ­ნი, "ФСБ აფეთ­ქებს რუ­სეთს". ლიტ­ვი­ნენ­კო წერ­და, რომ ტე­რაქ­ტე­ბი მოს­კოვ­სა და რი­ა­ზან­ში პუ­ტინს ჩეჩ­ნეთ­ში მე­ო­რე სა­ო­მა­რი კამ­პა­ნი­ის და­სა­წყე­ბად სჭირ­დე­ბო­და, წიგ­ნი ბესტსე­ლე­რად იქცა. ლიტ­ვი­ნენ­კო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, დიდი ბრი­ტა­ნე­თის­თვის ეთხო­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი. ის ოჯახ­თან ერ­თად ლონ­დონ­ში ცხოვ­რობ­და და ბე­რე­ზოვ­სკის ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბით და­მო­უ­კი­დე­ბელ გა­მო­ძი­ე­ბას ეწე­ო­და.

ალექ­სან­დრ ლიტ­ვი­ნენ­კო სიკ­ვდი­ლამ­დე ერთი დღით ადრე მის­მა მე­გო­ბარ­მა, კი­ნო­რე­ჟი­სორ­მა ან­დრეი ნეკ­რა­სოვ­მა (ავ­ტო­რი ფილ­მი­სა "რუ­სუ­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბი") ინა­ხუ­ლა. "პა­ლა­ტა­ში რომ შე­ვე­დი, თავ­ზა­რი და­მე­ცა: ჯერ კი­დევ ორი-სამი კვი­რის წინ ჯან­მრთე­ლი და ენერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის ტყვეს ჰგავ­და. თმა გასცვე­ნო­და, ძვალ­ტყა­ვად ქცე­უ­ლი მხო­ლოდ ტუ­ჩებს ამოძ­რა­ვებ­და - ლა­პა­რა­კი აღარ შე­ეძ­ლო. რამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა არ მი­ნა­ხავს რუ­სეთ­სა და ჩეჩ­ნეთ­ში, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლი გახ­ლდათ. ეს იყო ადა­მი­ა­ნის ნელი და სა­დის­ტუ­რი მკვლე­ლო­ბა. საშა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ცდი­ლობ­და, რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა ეთ­ქვა."მერე გა­ჭირ­ვე­ბით ამოთ­ქვა: "მე მო­მი­ხელ­თეს, მაგ­რამ ყვე­ლას ვერ მო­გი­ხელ­თე­ბენ", - იხ­სე­ნებს ნეკ­რა­სო­ვი.

2006 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს მოს­კოვ­ში მოკ­ლეს ჟურ­ნა­ლის­ტი ანა პო­ლიტ­კოვ­სკა­ია, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩეჩ­ნეთ­ში რუ­სულ სი­სას­ტი­კეს აკ­რი­ტი­კებ­და. ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბამ დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია რუ­სეთ­სა და ევ­რო­პა­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კვალს ხე­დავ­და, ობი­ექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას და დამ­კვე­თე­ბის დას­ჯას ითხოვ­და. ბოლო გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მელ­საც ალექ­სან­დრ ლიტ­ვი­ნენ­კო აწარ­მო­ებ­და, სწო­რედ ანა პო­ლიტ­კოვ­სკა­ი­ას მკვლე­ლო­ბა იყო.

2006 წლის ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს ლიტ­ვი­ნენ­კოს ლონ­დონ­ში ტე­რო­რიზ­მი­სა და სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის ექ­სპერ­ტი, იტა­ლი­ე­ლი მა­რიო კა­რა­მე­ლა და­უ­კავ­შირ­და (ისი­ნი ადრე ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ იტა­ლი­ა­ში) - ხელთ ჩა­მი­ვარ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­მელ­შიც პო­ლიტ­კოვ­სკა­ი­ას მკვლე­ლე­ბის გვა­რე­ბი­ცაა მი­თი­თე­ბუ­ლიო. შეხ­ვედ­რა 1-ელ ნო­ემ­ბერს, ლონ­დონ­ში, სუში-ბარ­ში შედ­გა. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ ლიტ­ვი­ნენ­კომ თავი ცუ­დად იგ­რძნო. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

11 ნო­ემ­ბერს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მან გა­ნა­ცხა­და, - მომ­წამ­ლე­სო. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და­უ­ყე­ნეს მცვე­ლე­ბად. ექი­მე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ პა­ცი­ენ­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ძლი­ერ­მოქ­მე­დი შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბით (ტა­ლი­უ­მი) იყო მო­წამ­ლუ­ლი.

20 ნო­ემ­ბერს ლიტ­ვი­ნენ­კო რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ექი­მე­ბი სა­გო­ნე­ბელ­ში ჩაც­ვივ­დნენ - პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა სწრა­ფად მძიმ­დე­ბო­და. არა­და, ჩვე­უ­ლებ­რივ ტა­ლი­უ­მით მო­წამ­ვლა მკურ­ნა­ლო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. 23 ნო­ემ­ბერს პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი გახ­და, ღა­მით ექი­მებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ლიტ­ვი­ნენ­კო გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ვერ და­ა­სა­ხე­ლეს. გაჩ­ნდა ეჭვი, რომ მო­წამ­ვლა რა­დი­ა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი­სა იყო. გვა­მის გაკ­ვე­თას ბრი­ტა­ნე­თის ცნო­ბი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. მათ სპე­ცი­ა­ლუ­რი, სკა­ფან­დრის მსგავ­სი რა­დი­ა­ცი­ი­სა­გან დამ­ცა­ვი კოს­ტი­უ­მე­ბი ეც­ვათ. გვა­მის გაკ­ვე­თამ სენ­სა­ცი­უ­რი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა - გარ­დაც­ვლი­ლის ორ­გა­ნიზ­მში ძალ­ზე ძლი­ერ­მოქ­მე­დი რა­დი­ა­ცი­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის, "პო­ლო­ნი­უმ-210"-ის ის რა­ო­დე­ნო­ბა აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 30 მლნ ევ­როა. სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ლიტ­ვი­ნენ­კოს მკვლე­ლო­ბა ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლად აღი­ა­რეს.

ლიტ­ვი­ნენ­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ინ­გლი­სის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კო­მი­ტე­ტი ჩობ­რა შე­იკ­რი­ბა სა­გან­გე­ბო თათ­ბირ­ზე, რო­მელ­შიც შე­დი­ან დიდი ბრი­ტა­ნე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ის უმაღ­ლე­სი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, რამ­დე­ნი­მე მი­ნის­ტრი (კო­მი­ტე­ტი მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში იკ­რი­ბე­ბა). ლიტ­ვი­ნენ­კოს საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა დიდი ბრი­ტა­ნე­თის ღირ­სე­ბის სა­კი­თხად იქცა.

ალექ­სან­დრ ლიტ­ვი­ნენ­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის­თა­ნა­ვე მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თე­ბად პუ­ტი­ნი და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­სა­ხელ­და. ამ ვერ­სი­ის სის­წო­რე­ში ეჭვი არც ლიტ­ვი­ნენ­კოს მე­გობ­რებს, მათ შო­რის ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის, ეპა­რე­ბო­დათ. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბრალ­დე­ბე­ბის უარ­ყო­ფას ცდი­ლობ­და და ამ­ტკი­ცებ­და, რომ ლიტ­ვი­ნენ­კოს მკვლე­ლო­ბა­ში ჩეჩ­ნურ კვალს ხე­დავ­და. ლიტ­ვი­ნენ­კოს ყო­ფი­ლი კო­ლე­გე­ბი რუ­სეთ­ში აცხა­დებ­დნენ, რომ 1996 წელს ჩეჩ­ნეთ­ში მე­ამ­ბო­ხე­თა ჯგუ­ფის ლიკ­ვი­და­ცი­ი­სას ლიტ­ვი­ნენ­კოს და­ე­ვა­ლა ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი "ბო­ე­ვი­კის" ბად­რა­გი­რე­ბა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მან იგი გზა­ში წა­მე­ბით მოკ­ლა. ამის გამო ჩეჩ­ნე­ბი მას შუ­რის­ძი­ე­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ. რუ­სუ­ლი ვერ­სია იმ­დე­ნად უსუ­სუ­რი იყო, რომ მას სკოტ­ლენდ-იარ­დი არ და­ე­თან­ხმა.

გა­მო­ძი­ე­ბი­სას ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლიტ­ვი­ნენ­კოს 1-ელ ნო­ემ­ბერს კი­დევ ერთი შეხ­ვედ­რა ჰქონ­და სას­ტუმ­რო "მი­ლე­ნი­უმ­ში" ყო­ფილ კო­ლე­გებ­თან - ბიზ­ნეს­მენ ან­დრეი ლუ­გო­ვო­ის­თან (ტე­ლე­არხ JHN-ს ყო­ფი­ლი დაც­ვის უფ­რო­სი) და სერ­გეი კოფ­ტუნ­თან. სიკ­ვდი­ლამ­დე ცოტა ხნით ადრე თა­ვად ლიტ­ვი­ნენ­კომ გა­იხ­სე­ნა, ის სას­ტუმ­როს მე­ო­თხე სარ­თულ­ზე ავი­და, სა­დაც მის კო­ლე­გებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და კი­დევ ერთი უცხო მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც მას ჩაი მო­უ­ტა­ნა. ლიტ­ვი­ნენ­კოს უც­ნა­უ­რად მო­ეჩ­ვე­ნა, რომ ჩა­ი­და­ნი, რო­მელ­საც ის უნებ­ლი­ეთ შე­ე­ხო, ოდ­ნავ თბი­ლი იყო, მაგ­რამ რო­დე­საც ჩაი ფინ­ჯან­ში და­ის­ხა, თით­ქმის დუღ­და (წყა­ლი "პო­ლო­ნი­უმ­მა" აა­დუ­ღა). მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბრი­ტა­ნე­თის პო­ლი­ცი­ამ უც­ნო­ბის (სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლის) პორ­ტრე­ტიც მი­ი­ღო - ის ჰამ­ბურ­გი­დან ჩა­მოფ­რე­ნი­სას ლონ­დო­ნის აე­რო­პორ­ტის კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს. ბრი­ტა­ნე­თის პო­ლი­ცია რუ­სეთს ამა­ოდ სთხოვ­და ან­დრეი ლუ­გო­ვო­ის გად­მო­ცე­მას, ორი­ოდ თვე­ში ვნე­ბა­თა­ღელ­ვა ლიტ­ვი­ნენ­კოს საქ­მის გარ­შე­მო ჩა­ცხრა.

2007 წლის თე­ბერ­ვალ­ში ამე­რი­კულ­მა ტე­ლე­არ­ხმა, ნბს-მა, გა­და­ცე­მა­ში, რო­მე­ლიც ლიტ­ვი­ნენ­კოს საქ­მეს ეძღვნე­ბო­და, მო­იწ­ვია ამე­რი­კის სე­ნა­ტის უშიშ­რო­ე­ბი­სა და დაზ­ვერ­ვის კო­მი­ტე­ტის ექსდი­რექ­ტო­რი პოლ ჯო­ი­ა­ლი (ის ერთხანს "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის მრჩე­ვე­ლიც იყო), მას­თან ერ­თად ინ­გლი­სე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და­ნი­ელ მაკ­რო­რი. სტუმ­რებ­მა ლიტ­ვი­ნენ­კოს მკვლე­ლო­ბა­ში კრემლს დას­დეს ბრა­ლი, გა­და­ცე­მი­დან ერთ კვი­რა­ში პოლ ჯო­ი­ა­ლი სა­კუ­თა­რი სახ­ლის წინ ჩა­ცხრი­ლეს, ხოლო ინ­გლი­სე­ლი ჟუUრნა­ლის­ტი "მო­უ­ლოდ­ნე­ლად" გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

2008 წელს ეს­პა­ნე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­ა­კე­თეს გან­ცხა­დე­ბა, რომ ლიტ­ვი­ნენ­კოს საქ­მე­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ კვალ­ზე მი­უ­თი­თებს.(?!)

90-იანი წლე­ბის ბო­ლოს ეს­პა­ნეთ­ში ფეხი მო­ი­კი­დეს რუ­სე­თი­დან წა­სულ­მა კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტე­ტებ­მა, რომ­ლებ­მაც ეს­პა­ნეთ­ში ლე­გა­ლუ­რი სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყეს. გახ­სნეს იტა­ლი­უ­რი რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლი და არა­ლე­გა­ლე­ბის და­საქ­მე­ბა და­ი­წყეს. ეს­პა­ნე­თის პო­ლი­ცი­ამ, რო­მელ­საც არ უნ­დო­და ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი ფუ­ლის ინ­ვეს­ტი­რე­ბა მომ­ხდა­რი­ყო, და­ი­წყო სა­ტე­ლე­ფო­ნო მოს­მე­ნე­ბი. მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მოდ­გა.

ეს­პა­ნე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს სჭირ­დე­ბო­დათ კონ­სულ­ტან­ტი, რო­მე­ლიც კარ­გად იც­ნობ­და რუ­სე­თის და ზო­გა­დად პოსტსაბ­ჭო­უ­რი სივ­რცის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულს, ინ­გლი­სურ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა რე­კო­მენ­და­ცია ალექ­სან­დრ ლიტ­ვი­ნენ­კოს გა­უ­წი­ეს. სწო­რედ ლიტ­ვი­ნენ­კოს დახ­მა­რე­ბით მოხ­და 2006 წლის აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბერ­ში შაქ­რო კა­ლა­შო­ვის ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის სქე­მის გა­შიფვ­რა და სპე­ცო­პე­რა­ცია OCCA-ს და­გეგ­მვა-ჩა­ტა­რე­ბა, OCCA-მ თით­ქმის გა­კოტ­რე­ბის პი­რამ­დე მი­იყ­ვა­ნა ტა­რი­ელ ონი­ა­ნის დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც ასე­უ­ლო­ბით მლნ დო­ლა­რი ღირ­და.

რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ­მა სამ­შე­ნებ­ლო ბრენდმა საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ერ­თოდ შე­წყვი­ტა, ზა­რა­ლი 800 მლნ დო­ლარს შე­ად­გენ­და, გარ­და ამი­სა, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­ა­კა­ვეს 100 ქარ­თვე­ლი არა­ლე­გა­ლი მშე­ნე­ბე­ლი, აგ­რეთ­ვე ონი­ა­ნის 12 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც კარ­გა ხნით ბავ­შვთა ე.წ. სახ­ლში მო­უ­წია ყოფ­ნამ. ლიტ­ვი­ნენ­კოს და ონი­ა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი მა­ნამ­დე იტა­ლი­ა­ში გა­და­იკ­ვე­თა, რო­დე­საც იტა­ლი­ის პო­ლი­ცი­ამ, ლიტ­ვი­ნენ­კოს დახ­მა­რე­ბით და­ა­კა­ვა ტა­რი­ე­ლის ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი, რის გა­მოც ონი­ა­ნის ბიზ­ნე­სი იტა­ლი­ა­შიც ჩა­ვარ­და, ხოლო მისი მე­გო­ბა­რი, ვინ­მე ალექ­სან­დრ ტა­ლი­კი და­ჭე­რას ძლივს გა­და­ურ­ჩა. იტა­ლი­ის პო­ლი­ცი­ას ხელთ ჩა­უ­ვარ­და ტა­ლი­კი­სა და უც­ნო­ბი პი­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი: "იმ გა­რე­წარ­მა ლიტ­ვი­ნენ­კომ ბრა­ლი დამ­დო, რომ უკ­რა­ი­ნი­დან ია­რაღს მე ვყი­დი. ჩვე­ნებს ვთხო­ვე, გა­ი­გონ მისი მი­სა­მარ­თი ლონ­დონ­ში და საქ­მეს მი­ხე­დონ."

თუ ევ­რო­პა­ში ლიტ­ვი­ნენ­კოს მკვლე­ლო­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ად მი­იჩ­ნი­ეს, იტა­ლი­ა­ში ეს არა­ვის გაჰ­კვირ­ვე­ბია. "მა­ფი­ის ხელი ყვე­ლას მის­წვდე­ბა", - ამ­ბობ­დნენ მას­ზე რომ­ში. ეს­პა­ნე­თის პო­ლი­ცია დღემ­დე ლიტ­ვი­ნენ­კოს საქ­მე­ში ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­გუ­რად ონი­ანს მი­იჩ­ნევს, ორი­ო­დე კვი­რის წინ ეს­პა­ნელ­მა სა­მართAლდამ­ცა­ვებ­მა ტა­რი­ელ ონი­ა­ნი ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით დაჰ­კი­თხეს.

2011 წლის 10 აპ­რილს ლიტ­ვი­ნენ­კოს ქვრივ­მა, მა­რი­ნა ლიტ­ვი­ნენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ მას ხელთ ჩა­უ­ვარ­და დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­დაც დას­ტურ­დე­ბა, რომ მისი მე­უღ­ლის სიკ­ვდი­ლამ­დე ერთი თვით ადრე ФСБ-მ "პო­ლო­ნი­უ­მი" "რო­სა­ტო­მი­სა­გან" შე­ი­ძი­ნა, რო­მე­ლიც 2006 წლის 21 აგ­ვის­ტოს, დი­ლით, ბა­ლა­კოვ­სკის ბირ­თვუ­ლი ელექტროს­დგუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რად მივ­ლი­ნე­ბულ ФСБ-ს თა­ნამ­შრომ­ლებს კონ­ტე­ი­ნე­რით გა­დას­ცეს. რუ­სე­თი კვლავ უარ­ყოფს ბრალ­დე­ბებს და ეს­პა­ნურ ვერ­სი­ას, ქარ­თუ­ლი კვა­ლის შე­სა­ხებ, სარ­წმუ­ნოდ მი­იჩ­ნევს. რუ­სე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ტა­რი­ელ ონი­ანს კო­ლო­ნი­ა­ში რამ­დენ­ჯერ­მე მი­ა­კი­თხეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­უ­ბა­რი ლიტ­ვი­ნენ­კოს მკვლე­ლო­ბას ეხე­ბო­და.

"პო­ლო­ნი­უ­მი" კი­უ­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს

"პო­ლო­ნი­უ­მი" იშ­ვი­ა­თი რა­დი­ა­ცი­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბაა, რო­მე­ლიც 1898 წელს ცოლ-ქმარ­მა კი­უ­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მა­რია კი­უ­რი სწო­რედ მისი დას­ხი­ვე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. იგი გან­სა­კუთ­რე­ბით შხა­მი­ან ნივ­თი­ე­რე­ბას წარ­მო­ად­გენს. ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რი­სას მკვეთ­რად იც­ვლე­ბა სის­ხლის შე­მად­გენ­ლო­ბა, ირ­ღვე­ვა ღვიძ­ლი­სა და თირკმლე­ბის ფუნ­ქცი­ე­ბი, მო­წამ­ვლა მტან­ჯვე­ლი სიკ­ვდი­ლით მთავ­რდე­ბა.

ნინო ბურ­ჭუ­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ლიტვინენკოს მკვლელობის ვერსიები

ლიტვინენკოს მკვლელობის ვერსიები

"თქვენ შეგიძლიათ მაიძულოთ გაჩუმება, მაგრამ ეს დუმილი ძალიან ძვირი დაგიჯდებათ, თქვენ გამოიჩინეთ ბარბაროსობა და სისასტიკე, რაშიც ყოველთვის გადანაშაულებდნენ კრიტიკოსები, თქვენ ყველას დაანახეთ, რომ პატივს არ სცემთ სიცოცხლეს, თავისუფლებას და ცივილიზებული საზოგადოების სხვა ღირებულებებს, თქვენ შეგიძლიათ აიძულოთ, გაჩუმდეს ერთი ადამიანი, მაგრამ მსოფლიოს პროტესტის ხმა, ბატონო პუტინ, მთელი ცხოვრების მანძილზე ჩაგესმებათ ყურში. დაე, უფალმა მოგიტევოთ, რაც გამიკეთეთ მე, ჩემს რუსეთს და ხალხს."

ალექსანდრ ლიტვინენკო (უკანასკნელი სიტყვები)

2006 წელს 23 ნოემბერს 21.21 საათზე, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საავადმყოფოში გარდაიცვალა ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი ალექსანდრ ლიტვინენკო.

საზოგადოებისთვის ლიტვინენკო ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც 1999 წელს, პირდაპირი ეთერით, თავის ოთხ თანამშრომელთან ერთად  სკანდალური განცხადება გააკეთა, მან აღიარა რომ ФСБ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის მკვლელობას გეგმავდა. მოგვიანებით მისმა განცხადებამ - მოსკოვისა და რიაზანის საცხოვრებელი კორპუსების აფეთქების უკან ФСБ დგასო, რუსეთი შოკში ჩააგდო. 2001 წელს გამოვიდა მისი წიგნი, "ФСБ აფეთქებს რუსეთს".  ლიტვინენკო წერდა, რომ ტერაქტები მოსკოვსა და რიაზანში პუტინს ჩეჩნეთში მეორე საომარი კამპანიის დასაწყებად სჭირდებოდა, წიგნი ბესტსელერად იქცა. ლიტვინენკო იძულებული გახდა, დიდი ბრიტანეთისთვის ეთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. ის ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობდა და ბერეზოვსკის ფონდის დაფინანსებით დამოუკიდებელ გამოძიებას ეწეოდა.

ალექსანდრ ლიტვინენკო სიკვდილამდე ერთი დღით ადრე მისმა მეგობარმა, კინორეჟისორმა ანდრეი ნეკრასოვმა (ავტორი ფილმისა "რუსულის გაკვეთილები") ინახულა. "პალატაში რომ შევედი, თავზარი დამეცა: ჯერ კიდევ ორი-სამი კვირის წინ ჯანმრთელი და ენერგიული ადამიანი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავდა. თმა გასცვენოდა, ძვალტყავად ქცეული მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებდა - ლაპარაკი აღარ შეეძლო. რამდენი უბედურება არ მინახავს რუსეთსა და ჩეჩნეთში, მაგრამ  ეს ყველაზე საშინელი დანაშაული გახლდათ. ეს იყო ადამიანის ნელი და სადისტური მკვლელობა. საშა რამდენიმე საათი ცდილობდა, რამდენიმე სიტყვა ეთქვა.”მერე გაჭირვებით ამოთქვა: "მე მომიხელთეს, მაგრამ ყველას ვერ მოგიხელთებენ", - იხსენებს ნეკრასოვი.

2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში მოკლეს ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც წლების განმავლობაში ჩეჩნეთში რუსულ სისასტიკეს აკრიტიკებდა. ჟურნალისტის მკვლელობამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია რუსეთსა და ევროპაში. საზოგადოება ამაში ხელისუფლების კვალს ხედავდა, ობიექტურ გამოძიებას და  დამკვეთების დასჯას ითხოვდა. ბოლო გამოძიება, რომელსაც ალექსანდრ ლიტვინენკო აწარმოებდა, სწორედ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა იყო.

2006 წლის ოქტომბრის ბოლოს ლიტვინენკოს ლონდონში ტერორიზმისა და საიდუმლო ოპერაციების ექსპერტი, იტალიელი მარიო კარამელა დაუკავშირდა (ისინი ადრე ერთად მუშაობდნენ იტალიაში) - ხელთ ჩამივარდა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომელშიც პოლიტკოვსკაიას მკვლელების გვარებიცაა მითითებულიო. შეხვედრა 1-ელ ნოემბერს, ლონდონში, სუში-ბარში შედგა. რამდენიმე საათის შემდეგ ლიტვინენკომ თავი ცუდად იგრძნო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

11 ნოემბერს საავადმყოფოში მან განაცხადა, - მომწამლესო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს და შეიარაღებული პოლიციელები დაუყენეს მცველებად. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ  პაციენტი, სავარაუდოდ, ძლიერმოქმედი შხამიანი ნივთიერებით (ტალიუმი) იყო მოწამლული.

20 ნოემბერს ლიტვინენკო რეანიმაციაში გადაიყვანეს. ექიმები საგონებელში ჩაცვივდნენ - პაციენტის მდგომარეობა სწრაფად მძიმდებოდა. არადა, ჩვეულებრივ ტალიუმით მოწამვლა მკურნალობას ექვემდებარება. 23 ნოემბერს პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული გახდა,  ღამით ექიმებმა განაცხადეს, რომ ლიტვინენკო გარდაიცვალა, მაგრამ სიკვდილის მიზეზი ვერ დაასახელეს. გაჩნდა ეჭვი, რომ მოწამვლა რადიაციული ხასიათისა იყო. გვამის გაკვეთას ბრიტანეთის ცნობილი სპეციალისტები ესწრებოდნენ. მათ სპეციალური, სკაფანდრის მსგავსი რადიაციისაგან დამცავი კოსტიუმები ეცვათ. გვამის გაკვეთამ სენსაციური შედეგი აჩვენა - გარდაცვლილის ორგანიზმში ძალზე ძლიერმოქმედი რადიაციული ნივთიერების, "პოლონიუმ-210"-ის ის რაოდენობა აღმოჩნდა, რომლის ღირებულება 30 მლნ ევროა. სპეციალისტებმა ლიტვინენკოს მკვლელობა ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულად აღიარეს.

ლიტვინენკოს გარდაცვალების შემდეგ, ინგლისის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კომიტეტი ჩობრა შეიკრიბა საგანგებო თათბირზე, რომელშიც შედიან დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებისა და პოლიციის უმაღლესი ხელმძღვანელები, რამდენიმე მინისტრი (კომიტეტი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იკრიბება). ლიტვინენკოს საქმის გამოძიება დიდი ბრიტანეთის ღირსების საკითხად იქცა.

ალექსანდრ ლიტვინენკოს გარდაცვალებისთანავე მკვლელობის შემკვეთებად პუტინი და რუსეთის ხელისუფლება დასახელდა. ამ ვერსიის სისწორეში ეჭვი არც ლიტვინენკოს მეგობრებს, მათ შორის ბორის ბერეზოვსკის, ეპარებოდათ. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებების უარყოფას ცდილობდა და ამტკიცებდა, რომ ლიტვინენკოს მკვლელობაში ჩეჩნურ კვალს ხედავდა. ლიტვინენკოს ყოფილი კოლეგები რუსეთში აცხადებდნენ, რომ 1996 წელს ჩეჩნეთში მეამბოხეთა ჯგუფის ლიკვიდაციისას ლიტვინენკოს დაევალა ერთ-ერთი ცნობილი "ბოევიკის" ბადრაგირება. როგორც აღმოჩნდა, მან იგი გზაში წამებით მოკლა. ამის გამო ჩეჩნები მას შურისძიებით ემუქრებოდნენ. რუსული ვერსია იმდენად უსუსური იყო, რომ მას სკოტლენდ-იარდი არ დაეთანხმა.

გამოძიებისას ცნობილი გახდა, რომ ლიტვინენკოს 1-ელ ნოემბერს კიდევ ერთი შეხვედრა ჰქონდა სასტუმრო "მილენიუმში" ყოფილ კოლეგებთან - ბიზნესმენ ანდრეი ლუგოვოისთან (ტელეარხ JHN-ს ყოფილი დაცვის უფროსი) და სერგეი კოფტუნთან. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თავად ლიტვინენკომ გაიხსენა, ის სასტუმროს მეოთხე სართულზე ავიდა, სადაც მის კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი უცხო მამაკაცი, რომელმაც მას ჩაი მოუტანა. ლიტვინენკოს უცნაურად მოეჩვენა, რომ ჩაიდანი, რომელსაც ის უნებლიეთ შეეხო, ოდნავ თბილი იყო, მაგრამ როდესაც ჩაი ფინჯანში დაისხა, თითქმის დუღდა (წყალი "პოლონიუმმა" აადუღა). მოგვიანებით, ბრიტანეთის პოლიციამ უცნობის (სავარაუდო მკვლელის) პორტრეტიც მიიღო - ის ჰამბურგიდან ჩამოფრენისას ლონდონის აეროპორტის კამერებმა დააფიქსირეს. ბრიტანეთის პოლიცია რუსეთს ამაოდ სთხოვდა ანდრეი ლუგოვოის გადმოცემას, ორიოდ თვეში ვნებათაღელვა ლიტვინენკოს საქმის გარშემო ჩაცხრა.

2007 წლის თებერვალში ამერიკულმა ტელეარხმა, ნბს-მა, გადაცემაში, რომელიც ლიტვინენკოს საქმეს ეძღვნებოდა, მოიწვია ამერიკის სენატის უშიშროებისა და დაზვერვის კომიტეტის ექსდირექტორი პოლ  ჯოიალი (ის  ერთხანს "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მრჩეველიც იყო), მასთან ერთად ინგლისელი ჟურნალისტი დანიელ მაკრორი. სტუმრებმა ლიტვინენკოს მკვლელობაში კრემლს დასდეს ბრალი, გადაცემიდან ერთ კვირაში პოლ ჯოიალი საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს, ხოლო ინგლისელი ჟუUრნალისტი "მოულოდნელად" გულის შეტევით გარდაიცვალა.

2008 წელს ესპანეთის სამართალდამცავებმა გააკეთეს განცხადება, რომ ლიტვინენკოს საქმეში აღმოჩენილია ახალი დეტალები, რომლებიც ქართულ კვალზე მიუთითებს.(?!)

90-იანი წლების ბოლოს ესპანეთში ფეხი მოიკიდეს რუსეთიდან წასულმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, რომლებმაც ესპანეთში ლეგალური სამშენებლო ბიზნესი წამოიწყეს. გახსნეს იტალიური რესტორნების ქსელი და არალეგალების დასაქმება დაიწყეს. ესპანეთის  პოლიციამ, რომელსაც არ უნდოდა ქვეყანაში კრიმინალური ფულის ინვესტირება მომხდარიყო, დაიწყო სატელეფონო მოსმენები. მიღებული ინფორმაცია მრავალფეროვანი  გამოდგა. 

ესპანეთის სამართალდამცავებს სჭირდებოდათ კონსულტანტი, რომელიც კარგად იცნობდა რუსეთის და ზოგადად პოსტსაბჭოური სივრცის ორგანიზებულ დანაშაულს, ინგლისურმა სპეცსამსახურებმა რეკომენდაცია  ალექსანდრ ლიტვინენკოს გაუწიეს. სწორედ ლიტვინენკოს დახმარებით მოხდა 2006 წლის აგვისტო-სექტემბერში შაქრო კალაშოვის ფულის გათეთრების სქემის გაშიფვრა და სპეცოპერაცია OCCA-ს დაგეგმვა-ჩატარება, OCCA-მ თითქმის გაკოტრების პირამდე მიიყვანა ტარიელ ონიანის დეველოპერული ბიზნესი, რომელიც ასეულობით მლნ დოლარი ღირდა.

რამდენიმე ცნობილმა სამშენებლო ბრენდმა საქმიანობა საერთოდ შეწყვიტა, ზარალი 800 მლნ დოლარს შეადგენდა, გარდა ამისა, სპეცოპერაციის დროს დააკავეს 100 ქართველი არალეგალი მშენებელი,  აგრეთვე ონიანის 12 წლის ქალიშვილი, რომელსაც კარგა ხნით ბავშვთა ე.წ. სახლში მოუწია ყოფნამ. ლიტვინენკოს და ონიანის ინტერესები მანამდე იტალიაში გადაიკვეთა, როდესაც იტალიის პოლიციამ, ლიტვინენკოს დახმარებით დააკავა ტარიელის ბიზნესპარტნიორები, რის გამოც ონიანის ბიზნესი იტალიაშიც ჩავარდა, ხოლო მისი მეგობარი, ვინმე ალექსანდრ ტალიკი დაჭერას ძლივს გადაურჩა. იტალიის პოლიციას ხელთ ჩაუვარდა ტალიკისა და უცნობი პირის სატელეფონო საუბარი: "იმ გარეწარმა ლიტვინენკომ ბრალი დამდო, რომ უკრაინიდან იარაღს მე ვყიდი. ჩვენებს ვთხოვე, გაიგონ მისი მისამართი ლონდონში და საქმეს მიხედონ."

თუ ევროპაში ლიტვინენკოს მკვლელობა დემოკრატიის საწინააღმდეგო აქციად მიიჩნიეს, იტალიაში ეს არავის გაჰკვირვებია. "მაფიის ხელი ყველას მისწვდება", - ამბობდნენ მასზე რომში. ესპანეთის პოლიცია დღემდე ლიტვინენკოს საქმეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ონიანს მიიჩნევს, ორიოდე კვირის წინ ესპანელმა სამართAლდამცავებმა ტარიელ ონიანი ამ საკითხთან დაკავშირებით დაჰკითხეს.

2011 წლის 10 აპრილს ლიტვინენკოს ქვრივმა, მარინა ლიტვინენკომ განაცხადა, რომ მას ხელთ ჩაუვარდა დოკუმენტები, სადაც დასტურდება, რომ მისი მეუღლის სიკვდილამდე ერთი თვით ადრე ФСБ-მ "პოლონიუმი" "როსატომისაგან"  შეიძინა, რომელიც 2006 წლის 21 აგვისტოს, დილით, ბალაკოვსკის ბირთვული ელექტროსდგურის ტერიტორიაზე, სპეციალურად მივლინებულ  ФСБ-ს თანამშრომლებს კონტეინერით გადასცეს. რუსეთი კვლავ უარყოფს ბრალდებებს და ესპანურ ვერსიას, ქართული კვალის შესახებ, სარწმუნოდ მიიჩნევს. რუსეთის პროკურატურის თანამშრომლებმა ტარიელ ონიანს კოლონიაში რამდენჯერმე მიაკითხეს. როგორც ამბობენ, საუბარი ლიტვინენკოს მკვლელობას ეხებოდა.

"პოლონიუმი" კიურებმა აღმოაჩინეს

"პოლონიუმი" იშვიათი რადიაციული ნივთიერებაა, რომელიც 1898 წელს ცოლ-ქმარმა კიურებმა აღმოაჩინეს. მარია კიური სწორედ მისი დასხივებით გარდაიცვალა. იგი განსაკუთრებით შხამიან ნივთიერებას წარმოადგენს. ორგანიზმში მოხვედრისას  მკვეთრად იცვლება სისხლის შემადგენლობა, ირღვევა ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციები, მოწამვლა მტანჯველი სიკვდილით მთავრდება.

ნინო ბურჭულაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ