საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"15 წლისანი ვიყავით, როცა შეგვიყვარდა ერთმანეთი... მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
"15 წლისანი ვიყავით, როცა შეგვიყვარდა ერთმანეთი... მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში" - ინტერვიუ  ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქა­ლია, რო­მელ­მაც ძი­უ­დო­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტთა ნაკ­რე­ბის წევ­რმა, 25 წლის ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა უნ­გრე­თის დე­და­ქა­ლაქ ბუ­და­პეშ­ტში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის 57 კგ. წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის ფი­ნალ­ში ია­პო­ნე­ლი მომო ტა­მა­ო­კი და­ა­მარ­ცხა.

"და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, რო­დე­საც გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ფი­ნალ­ში ასე მარ­ტი­ვად მო­ვა­ხერ­ხე გა­მარ­ჯვე­ბა და მო­ვი­პო­ვე ის­ტო­რი­უ­ლი მე­და­ლი. პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა ჩემს მწვრთნე­ლებს ფე­დე­რა­ცი­ა­ში, მე­გობ­რებს, მე­უღ­ლეს, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი შრო­მის შე­დე­გია“, - ამ­ბობს ჩემ­პი­ო­ნი ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში.

ცნო­ბი­სათ­ვის: ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი ძი­უ­დო­ის­ტია, რო­მელ­მაც მო­ი­პო­ვა მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი 2019 წელს. ასე­ვე, არის ახალ­გაზ­რდებს შო­რის ორგზის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი (2019, მა­რა­კე­ში, ვან­ტაა, 57 კგ); ახალ­გაზ­რდებს შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი (2016, ვან­ტაა, 57 კგ.) და ახალ­გაზ­რდებს შო­რის ევ­რო­პის თა­სის მფლო­ბე­ლი (2016, ან­ტა­ლია, თურ­ქე­თი, 57 კგ.). ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და ტო­კი­ოს 2020 წლი­სა და პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დებ­ში და ორი­ვე ტურ­ნირ­ში მე-5 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

  • "მივ­ხვდი, რომ ეს გარ­თო­ბა არ იყო, არა­მედ უფრო მეტი"

- ლენ­ტეხ­ში და­ვი­ბა­დე. 8 წლის ასაკ­ში შე­ვე­დი ძი­უ­დო­ზე, რად­გან ძა­ლი­ან ცელ­ქი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, არ ვი­ცო­დი ენერ­გია სად და­მე­ხარ­ჯა, თა­მა­შით არ ვიღ­ლე­ბო­დი. ჩემ­თან ახ­ლოს იყო ძი­უ­დოს დარ­ბა­ზი და მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­დავ­წყვი­ტე ვარ­ჯი­ში და­მე­წყო. თა­ვი­დან გა­სარ­თო­ბად მი­ვე­დი, რა თქმა უნდა, იმა­ზე არც მი­ფიქ­რია, რომ პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე გავ­ყო­ლო­დი ძი­უ­დოს ან ჩემი მო­მა­ვა­ლი მას­ზე ამე­წყო. ძი­უ­დო­ში ასამ­დე ბიჭი ვარ­ჯი­შობ­და და ერ­თა­დერ­თი გო­გო­ნა ვი­ყა­ვი. რამ­დე­ნი­მე წელ­ში მივ­ხვდი, რომ ეს გარ­თო­ბა არ იყო, არა­მედ უფრო მეტი... ბი­ძა­ჩემ­მა მალ­ხაზ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა შე­მა­ტყო, რომ მო­ნა­ცე­მე­ბი მქონ­და და გა­და­წყვი­ტა თბი­ლის­ში წა­მო­ვეყ­ვა­ნე. დედა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო (სამი დედ­მა­მიშ­ვი­ლი მყავს - ერთი ძმა და 2 და), არ უნ­დო­და ჩემი თბი­ლის­ში გაშ­ვე­ბა, ძნე­ლია, მშო­ბელს შვი­ლი მო­ა­ცი­ლო და შორს წა­იყ­ვა­ნო. დე­დას მი­აჩ­ნდა, რომ ძი­უ­დო გო­გოს საქ­მე არ იყო, უნ­დო­და ცეკ­ვა­ზე მევ­ლო ან სხვა სპორ­ტით დავ­კა­ვე­ბუ­ლი­ყა­ვი. მათ შო­რის, ჩემი ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც - ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო. ჩემ­თვის გული რომ აეც­რუ­ე­ბი­ნათ, იმა­საც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სხე­უ­ლი და­მი­მა­ხინჯდე­ბო­და, ვერ გა­ვიზ­რდე­ბო­დი და ა.შ. მამა იმ დროს ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობ­და და იქი­დან მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და, ხელს მი­წყობ­და და ცდი­ლობ­და სპორ­ტის­თვის თავი არ და­მე­ნე­ბე­ბი­ნა. მეც ძა­ლი­ან მი­ჭირ­და ოჯა­ხის და დე­დის და­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ჩემი მიზ­ნე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი მაძ­ლი­ე­რებ­და - იმ­ხა­ნად უკვე მსოფ­ლიო და ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ო­ნო­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი და ამ მიზ­ნებ­თან და ოც­ნე­ბებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი. არა­ვის ვუს­მენ­დი და მა­ინც ჯი­უ­ტად მი­ვი­წევ­დი წინ, მინ­დო­და ამ სპორ­ტში ჩემი სი­ტყვა მეთ­ქვა და სა­ხე­ლი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ეს გა­მო­მი­ვი­და და დღეს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მე­უბ­ნე­ბა, აი, რომ გიშ­ლი­დით, არ გვინ­დო­და ძი­უ­დო­ზე გევ­ლო, მად­ლო­ბა ღმერ­თს, არ დაგ­ვი­ჯე­რე და შენი გა­ი­ტა­ნეო.

  • "მას დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში"

10 წლი­სა წა­მო­ვე­დი ლენ­ტე­ხი­დან, ბი­ძა­ჩემ­მა მი­მიყ­ვა­ნა ჩემს პი­რად მწვრთნელ­თან - კახა მოც­რა­ძეს­თან, რო­მე­ლიც დღემ­დე გვერ­დში მიდ­გას, იმ დღი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ. კახა მას­წავ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და იმის­თვის, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი გავმხდა­რი­ყა­ვი და მარ­თლაც, ეს ორი­ვეს ერ­თად გა­მოგ­ვი­ვი­და. რო­გორც იტყვი­ან, ჩემი თავი ვი­პო­ვე ამ სპორ­ტში. მინ­და გა­მოვ­ყო ჩემი მე­უღ­ლის - თე­მურ ნო­ზა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაც. ჩვენ ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ, 15 წლი­სა­ნი ვი­ყა­ვით, როცა შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, მა­ნამ­დე ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. თე­მუ­რიც სპორ­ტსმე­ნია და ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებ­დით გა­მოც­დი­ლე­ბას, სი­ხა­რულ­საც და მარ­ცხსაც, ვფიქ­რობ, ამა­სო­ბა­ში ჩვენ ერ­თმა­ნე­თი გავ­ზარ­დეთ. მას დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში. შარ­შან დავ­ქორ­წინ­დით, პირ­და­პირ ტა­ტა­მი­ზე მთხო­ვა ხელი.

  • "მათ მინ­და ვუ­თხრა, რომ ჩემი კა­რი­ე­რა ახლა და­ი­წყო..."

- პირ­ვე­ლი ჩემი დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­ვი­და 2015 წელს, როცა ბავ­შვთა ევ­რო­პის ოლიმ­პი­ურ ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ვი­მარ­ჯვე. ამ გა­მარ­ჯვე­ბამ ძა­ლი­ან დიდი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა სა­მო­მავ­ლოდ, ბევ­რი ოქ­როს მე­და­ლი რომ მო­მე­პო­ვე­ბი­ნა. ნელ-ნელა ამას მოჰ­ყვა წარ­მა­ტე­ბა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ჯუ­ნი­ო­რებ­ში, მერე ევ­რო­პა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი მო­ვი­გე, ეს იყო ის­ტო­რი­უ­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი... შემ­დეგ ვი­ას­პა­რე­ზე ოლიმ­პი­ა­და­ზე, თუმ­ცა, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ცუ­დად და­ვამ­თავ­რე - მედ­ლის­თვის ბრძო­ლა­ში დავ­მარ­ცხდი, რა­მაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად დამ­თრგუ­ნა. მა­ინც არ დავ­ნებ­დი, მეც და ჩემ­მა მე­უღ­ლე­მაც ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ, გვერ­დში და­მიდ­გა, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა გა­და­მე­ლა­ხა და წელს ტა­ტა­მი­ზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ისე, რო­გორც შე­მე­ფე­რე­ბო­და. ვი­ყა­ვი სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე, რომ მო­ტი­ვა­ცია და­მე­კარ­გა და ხელი ჩა­მექ­ნია, თან ეს ორ­ჯერ მოხ­და - ოლიმ­პი­ა­და­ზე ორ­ჯერ ვი­ას­პა­რე­ზე, 2020-ში და 2024-ში, ორი­ვე­ჯერ მე­ხუ­თე ად­გილ­ზე დავ­რჩი და ეს მარ­თლაც უმ­ძი­მე­სი სტრე­სი იყო ჩემ­თვის.

ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, სპორ­ტის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბაც მინ­დო­და, ვხე­დავ­დი, ამ­დე­ნი შრო­მა-წვა­ლე­ბა არ მი­ფას­დე­ბო­და, თუმ­ცა თე­მურ­მა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა, ისევ დავ­ბრუ­ნე­ბო­დი ძი­უ­დოს და არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი ისე, რომ ჩემი სი­ტყვა არ მეთ­ქვა, მიზ­ნის­თვის არ მი­მეღ­წია. მეც ვი­ცო­დი, რომ მო­მა­ვალ­ში ვი­ნა­ნებ­დი და გა­და­ვი­ფიქ­რე... ახლა მო­ვი­გე ის­ტო­რი­უ­ლი მე­და­ლი, უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ, რად­გან აქამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გვყო­ლია მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ძი­უ­დო­ის­ტი ქალი. და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, რო­დე­საც გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ფი­ნალ­ში ასე მარ­ტი­ვად მო­ვა­ხერ­ხე გა­მარ­ჯვე­ბა და მო­ვი­პო­ვე ის­ტო­რი­უ­ლი მე­და­ლი. პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა ჩემს მწვრთნე­ლებს ფე­დე­რა­ცი­ა­ში, მე­გობ­რებს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი შრო­მის შე­დე­გია. მინ­და ვახ­სე­ნო, ჩემი ფსი­ქო­ლო­გი ანა არ­ვე­ლა­ძე, რო­მე­ლიც ასე­ვე გვერ­დში მედ­გა და ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად შევ­ძე­ლით. მად­ლო­ბა ჩემს მე­უღ­ლეს, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და. ჩვენ ეს წარ­მა­ტე­ბა ერ­თად შევ­ქმე­ნით. რო­დე­საც გავ­თხოვ­დი, ბევ­რი ცუდი კო­მენ­ტა­რი და­მი­წე­რეს, მორ­ჩა, ამის კა­რი­ე­რა დას­რულ­და, რა დროს გა­თხო­ვე­ბა იყოო, მაგ­რამ მინ­და მათ ვუ­თხრა, რომ ჩემი კა­რი­ე­რა ახლა და­ი­წყო. ამით არ გავ­ჩერ­დე­ბი, რა თქმა უნდა, მი­საღ­წე­ვი კი­დევ ბევ­რია. ახლა მინ­და, სამ წე­ლი­წად­ში ისევ წარვდგე ოლიმ­პი­ა­და­ზე და მო­ვი­პო­ვო უმაღ­ლე­სი სინ­ჯის მე­და­ლი. ის ორი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა გულ­ზე მა­წევს და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვი­მარ­ჯვო.

  • "ჩვენ, ქა­ლებ­მა და­ვამ­სხვრი­ეთ სტე­რე­ო­ტი­პე­ბი..."

- თავ­და­უ­ზო­გავ შრო­მას­თან ერ­თად, სპორ­ტსმე­ნის­თვის დის­ციპ­ლი­ნაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. რე­ჟი­მი და მო­ბი­ლი­ზე­ბა გჭირ­დე­ბა, რომ გახ­დე წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მხო­ლოდ შრო­მა საკ­მა­რი­სი არ არის. ჩვენ, ქა­ლებ­მა და­ვამ­სხვრი­ეთ სტე­რე­ო­ტი­პი, რომ ძი­უ­დო არაა ქა­ლის შე­სა­ფე­რი­სი სპორ­ტი. რო­დე­საც პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და გა­ი­გებ­დნენ, რომ ძი­უ­დო­ზე დავ­დი­ო­დი, ბევ­რი დამ­ცი­ნო­და, ალ­მა­ცე­რად მი­ყუ­რებ­და, რა გინ­და ძი­უ­დო­ზე, ეს რა ქა­ლის საქ­მე­აო. გო­გო­ნებს ბევ­რი ლან­ძღვა და და­მუ­ნა­თე­ბა შეგ­ვხვედ­რია, რომ ტყუ­ი­ლად ვწვა­ლობ­დით, იქ ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევ­დით. მერე, როცა გუნ­დურ­ში ბი­ჭე­ბის და გო­გო­ნე­ბის შე­რე­უ­ლი გუნ­დი და­ა­მა­ტეს, ძა­ლი­ან ბევ­რი ამ­ბობ­და, მორ­ჩა ბი­ჭე­ბის ჩემ­პი­ო­ნო­ბა, ისი­ნი ვე­ღა­რას­დროს მო­ი­პო­ვე­ბენ მე­დალ­სო. თუმ­ცა­ღა ვფიქ­რობ, ამ ბოლო წლებ­ში ჩვენ ბი­ჭებს გვერ­დში ვუდ­გა­ვართ და შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ ჩვენ უკვე ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძალა ვართ და შეგ­ვიძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ქვე­ყა­ნა მარ­ტი­ვად და­ვა­მარ­ცხოთ. დღეს­დღე­ო­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ძი­უ­დო­თი, ბევ­რი გო­გო­ნაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან მი­ხა­რია და მინ­და, ამ პა­ტა­რა გო­გო­ნებს ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო. ახლა არის ახა­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ბა­ტონ­მა და­ვით ქევ­ხიშ­ვილ­მა წა­მო­ი­წყო სპორ­ტსმე­ნი გო­გო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და ვფიქ­რობ, რომ ეს მათ ძა­ლი­ან წა­ად­გე­ბათ. ჩვენს დრო­საც რომ ყო­ფი­ლი­ყო, ბევ­რად კარ­გი შე­დე­გი გვექ­ნე­ბო­და და ის ბევ­რად მალე დად­გე­ბო­და კი­დეც. თუმ­ცა არც ახ­ლაა გვი­ა­ნი, მი­ხა­რია, რომ ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა და ჩვე­ნი სპორ­ტი­დან წას­ვლის შემ­დეგ მოვა თა­ო­ბა, რო­მე­ლიც ჩვენს წარ­მა­ტე­ბას გა­მოჰ­ყვე­ბა, ჩვე­ნი გზის სა­ხე­ლო­ვა­ნი გამ­გრძე­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"15 წლისანი ვიყავით, როცა შეგვიყვარდა ერთმანეთი... მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

"15 წლისანი ვიყავით, როცა შეგვიყვარდა ერთმანეთი... მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში" - ინტერვიუ  ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

ეთერ ლიპარტელიანი ქართული სპორტის ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, 25 წლის ეთერ ლიპარტელიანმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის 57 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა.

"დაუჯერებელი იყო, როდესაც გავაცნობიერე, რომ ფინალში ასე მარტივად მოვახერხე გამარჯვება და მოვიპოვე ისტორიული მედალი. პირველ რიგში, მადლობა ჩემს მწვრთნელებს ფედერაციაში, მეგობრებს, მეუღლეს, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგია“, - ამბობს ჩემპიონი ambebi.ge-სთან საუბარში.

ცნობისათვის: ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მოიპოვა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონის ტიტული 2019 წელს. ასევე, არის ახალგაზრდებს შორის ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი (2019, მარაკეში, ვანტაა, 57 კგ); ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (2016, ვანტაა, 57 კგ.) და ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის მფლობელი (2016, ანტალია, თურქეთი, 57 კგ.). ეთერ ლიპარტელიანი მონაწილეობდა ტოკიოს 2020 წლისა და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადებში და ორივე ტურნირში მე-5 ადგილი დაიკავა.

  • "მივხვდი, რომ ეს გართობა არ იყო, არამედ უფრო მეტი"

- ლენტეხში დავიბადე. 8 წლის ასაკში შევედი ძიუდოზე, რადგან ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, არ ვიცოდი ენერგია სად დამეხარჯა, თამაშით არ ვიღლებოდი. ჩემთან ახლოს იყო ძიუდოს დარბაზი და მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე ვარჯიში დამეწყო. თავიდან გასართობად მივედი, რა თქმა უნდა, იმაზე არც მიფიქრია, რომ პროფესიულ დონეზე გავყოლოდი ძიუდოს ან ჩემი მომავალი მასზე ამეწყო. ძიუდოში ასამდე ბიჭი ვარჯიშობდა და ერთადერთი გოგონა ვიყავი. რამდენიმე წელში მივხვდი, რომ ეს გართობა არ იყო, არამედ უფრო მეტი... ბიძაჩემმა მალხაზ ლიპარტელიანმა შემატყო, რომ მონაცემები მქონდა და გადაწყვიტა თბილისში წამოვეყვანე. დედა წინააღმდეგი იყო (სამი დედმამიშვილი მყავს - ერთი ძმა და 2 და), არ უნდოდა ჩემი თბილისში გაშვება, ძნელია, მშობელს შვილი მოაცილო და შორს წაიყვანო. დედას მიაჩნდა, რომ ძიუდო გოგოს საქმე არ იყო, უნდოდა ცეკვაზე მევლო ან სხვა სპორტით დავკავებულიყავი. მათ შორის, ჩემი ახლობელი ადამიანებიც - ნათესავები, მეზობლები, ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო. ჩემთვის გული რომ აეცრუებინათ, იმასაც მეუბნებოდნენ, რომ სხეული დამიმახინჯდებოდა, ვერ გავიზრდებოდი და ა.შ. მამა იმ დროს ესპანეთში ცხოვრობდა და იქიდან მგულშემატკივრობდა, ხელს მიწყობდა და ცდილობდა სპორტისთვის თავი არ დამენებებინა. მეც ძალიან მიჭირდა ოჯახის და დედის დატოვება, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი მიზნები და ოცნებები მაძლიერებდა - იმხანად უკვე მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ვფიქრობდი და ამ მიზნებთან და ოცნებებთან ერთად ვცხოვრობდი. არავის ვუსმენდი და მაინც ჯიუტად მივიწევდი წინ, მინდოდა ამ სპორტში ჩემი სიტყვა მეთქვა და სახელი დამეტოვებინა. მადლობა ღმერთს, ეს გამომივიდა და დღეს ბევრი ადამიანი მეუბნება, აი, რომ გიშლიდით, არ გვინდოდა ძიუდოზე გევლო, მადლობა ღმერთს, არ დაგვიჯერე და შენი გაიტანეო.

  • "მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში"

10 წლისა წამოვედი ლენტეხიდან, ბიძაჩემმა მიმიყვანა ჩემს პირად მწვრთნელთან - კახა მოცრაძესთან, რომელიც დღემდე გვერდში მიდგას, იმ დღიდან ერთად მოვდივართ. კახა მასწავლებელი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ წარმატებული სპორტსმენი გავმხდარიყავი და მართლაც, ეს ორივეს ერთად გამოგვივიდა. როგორც იტყვიან, ჩემი თავი ვიპოვე ამ სპორტში. მინდა გამოვყო ჩემი მეუღლის - თემურ ნოზაძის დამსახურებაც. ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, 15 წლისანი ვიყავით, როცა შეგვიყვარდა ერთმანეთი, მანამდე ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. თემურიც სპორტსმენია და ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით გამოცდილებას, სიხარულსაც და მარცხსაც, ვფიქრობ, ამასობაში ჩვენ ერთმანეთი გავზარდეთ. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში. შარშან დავქორწინდით, პირდაპირ ტატამიზე მთხოვა ხელი.

  • "მათ მინდა ვუთხრა, რომ ჩემი კარიერა ახლა დაიწყო..."

- პირველი ჩემი დიდი წარმატება მოვიდა 2015 წელს, როცა ბავშვთა ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე გავიმარჯვე. ამ გამარჯვებამ ძალიან დიდი მოტივაცია მომცა სამომავლოდ, ბევრი ოქროს მედალი რომ მომეპოვებინა. ნელ-ნელა ამას მოჰყვა წარმატება ევროპის ჩემპიონატზე, ჯუნიორებში, მერე ევროპა და მსოფლიო ჩემპიონატები მოვიგე, ეს იყო ისტორიული მსოფლიო ჩემპიონატი... შემდეგ ვიასპარეზე ოლიმპიადაზე, თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, ცუდად დავამთავრე - მედლისთვის ბრძოლაში დავმარცხდი, რამაც ფსიქოლოგიურად დამთრგუნა. მაინც არ დავნებდი, მეც და ჩემმა მეუღლემაც ბევრი ვიმუშავეთ, გვერდში დამიდგა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა გადამელახა და წელს ტატამიზე ვყოფილიყავი ისე, როგორც შემეფერებოდა. ვიყავი საშიშროების წინაშე, რომ მოტივაცია დამეკარგა და ხელი ჩამექნია, თან ეს ორჯერ მოხდა - ოლიმპიადაზე ორჯერ ვიასპარეზე, 2020-ში და 2024-ში, ორივეჯერ მეხუთე ადგილზე დავრჩი და ეს მართლაც უმძიმესი სტრესი იყო ჩემთვის.

ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, სპორტისთვის თავის დანებებაც მინდოდა, ვხედავდი, ამდენი შრომა-წვალება არ მიფასდებოდა, თუმცა თემურმა გადამაწყვეტინა, ისევ დავბრუნებოდი ძიუდოს და არ წავსულიყავი ისე, რომ ჩემი სიტყვა არ მეთქვა, მიზნისთვის არ მიმეღწია. მეც ვიცოდი, რომ მომავალში ვინანებდი და გადავიფიქრე... ახლა მოვიგე ისტორიული მედალი, უბედნიერესი ვარ, რადგან აქამდე საქართველოში არ გვყოლია მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოისტი ქალი. დაუჯერებელი იყო, როდესაც გავაცნობიერე, რომ ფინალში ასე მარტივად მოვახერხე გამარჯვება და მოვიპოვე ისტორიული მედალი. პირველ რიგში, მადლობა ჩემს მწვრთნელებს ფედერაციაში, მეგობრებს, ეს ყველაფერი ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგია. მინდა ვახსენო, ჩემი ფსიქოლოგი ანა არველაძე, რომელიც ასევე გვერდში მედგა და ყველაფერი ერთად შევძელით. მადლობა ჩემს მეუღლეს, რომელმაც ძალიან განიცადა. ჩვენ ეს წარმატება ერთად შევქმენით. როდესაც გავთხოვდი, ბევრი ცუდი კომენტარი დამიწერეს, მორჩა, ამის კარიერა დასრულდა, რა დროს გათხოვება იყოო, მაგრამ მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩემი კარიერა ახლა დაიწყო. ამით არ გავჩერდები, რა თქმა უნდა, მისაღწევი კიდევ ბევრია. ახლა მინდა, სამ წელიწადში ისევ წარვდგე ოლიმპიადაზე და მოვიპოვო უმაღლესი სინჯის მედალი. ის ორი წარუმატებლობა გულზე მაწევს და აუცილებლად უნდა გავიმარჯვო.

  • "ჩვენ, ქალებმა დავამსხვრიეთ სტერეოტიპები..."

- თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, სპორტსმენისთვის დისციპლინაა აუცილებელი. რეჟიმი და მობილიზება გჭირდება, რომ გახდე წარმატებული, მხოლოდ შრომა საკმარისი არ არის. ჩვენ, ქალებმა დავამსხვრიეთ სტერეოტიპი, რომ ძიუდო არაა ქალის შესაფერისი სპორტი. როდესაც პატარა ვიყავი და გაიგებდნენ, რომ ძიუდოზე დავდიოდი, ბევრი დამცინოდა, ალმაცერად მიყურებდა, რა გინდა ძიუდოზე, ეს რა ქალის საქმეაო. გოგონებს ბევრი ლანძღვა და დამუნათება შეგვხვედრია, რომ ტყუილად ვწვალობდით, იქ ვერაფერს მივაღწევდით. მერე, როცა გუნდურში ბიჭების და გოგონების შერეული გუნდი დაამატეს, ძალიან ბევრი ამბობდა, მორჩა ბიჭების ჩემპიონობა, ისინი ვეღარასდროს მოიპოვებენ მედალსო. თუმცაღა ვფიქრობ, ამ ბოლო წლებში ჩვენ ბიჭებს გვერდში ვუდგავართ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ უკვე ანგარიშგასაწევი ძალა ვართ და შეგვიძლია ნებისმიერი ქვეყანა მარტივად დავამარცხოთ. დღესდღეობით, განსაკუთრებით ძიუდოთი, ბევრი გოგონაა დაკავებული, ძალიან მიხარია და მინდა, ამ პატარა გოგონებს ბევრი წარმატება ვუსურვო. ახლა არის ახალი პროექტი, რომელიც ბატონმა დავით ქევხიშვილმა წამოიწყო სპორტსმენი გოგონების განვითარებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს მათ ძალიან წაადგებათ. ჩვენს დროსაც რომ ყოფილიყო, ბევრად კარგი შედეგი გვექნებოდა და ის ბევრად მალე დადგებოდა კიდეც. თუმცა არც ახლაა გვიანი, მიხარია, რომ ყველაფერი კეთდება და ჩვენი სპორტიდან წასვლის შემდეგ მოვა თაობა, რომელიც ჩვენს წარმატებას გამოჰყვება, ჩვენი გზის სახელოვანი გამგრძელებელი იქნება.