მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეთერ ჭკადუა - ეპატაჟური და ეკლექტური
ეთერ ჭკადუა - ეპატაჟური და ეკლექტური

თეთრ სუფ­რა­ზე უხ­ვად კა­რა­ლი­ო­კი და ადე­სა, ხვან­ჭკა­რას ბოთ­ლი, მდიდ­რულ მშვი­დო­ბის­ფე­რი­ან სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ქალი, სკამ­ზე კი ამე­რი­კუ­ლი ია­რა­ღი "ემ 4"... პერ­სო­ნა­ჟის მრავ­ლის­მე­ტყვე­ლი გა­მო­ხედ­ვა, სა­დაც ვნე­ბა და სი­ძულ­ვი­ლი ერ­თნა­ი­რად იხა­ტე­ბა და სურ­ვი­ლი, ბო­ლომ­დე და­ი­ცა­ლოს სას­მი­სი...

2008 წლის ნა­ხა­ტი "სნა­ი­პე­რი".

ნა­ხა­ტებ­ზე გა­მო­სა­ხულ პერ­სო­ნა­ჟებ­ში თა­ვად ავ­ტორს ამო­ი­კი­თხავთ: ის ერ­თგან საბ­ჭო­თა პი­ო­ნე­რის ალის­ფე­რი ყელ­სახ­ვე­ვით, ამორ­ძა­ლის შუ­ბი­თა და პა­პი­რო­სით, მე­ო­რე­გან არა სა­ხე­დარ­ზე, არა­მედ ზებ­რა­ზე შე­მომ­ჯდა­რი ქმრის მო­ღა­ლა­ტე ცო­ლის, სხვა­გან კი გარ­და­სა­ხუ­ლი სა­ლო­მე­ას სა­ხით გვევ­ლი­ნე­ბა... მისი ხე­ლოვ­ნე­ბა ირე­ა­ლურ­სა და სი­ნამ­დვი­ლეს შო­რის ბეწ­ვის ხიდს გა­დის. არ ერი­დე­ბა ეპა­ტა­ჟუ­რო­ბას, სკან­და­ლუ­რო­ბას, შოკს, გა­ო­ცე­ბა­ზე მეტს, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა მნახ­ველს შეძრწუ­ნე­ბა, ზი­ზღი და აგ­რე­სი­აც კი გა­უ­ჩი­ნოს... ყვე­ლა­ზე დიდ ფე­მი­ნისტსაც კი შე­შურ­დე­ბა მისი გამ­ბე­და­ო­ბის, დი­ნე­ბის სა­პი­რის­პი­როდ ცურ­ვის და იდე­ე­ბის, რომ­ლე­ბიც სა­თა­ვეს თა­ნაბ­რად იღე­ბენ ქარ­თუ­ლი და კოს­მო­პო­ლი­ტუ­რი ფეს­ვე­ბი­დან.

ნიუ-იორ­კე­ლი ესე­ის­ტი და კრი­ტი­კო­სი ლილი ვეი ეთერ ჭკა­დუ­ას ახა­ლი ამა­ზო­ნი­ის მსოფ­ლიო ქალ­ბა­ტონს უწო­დებს, მის შე­მოქ­მე­დე­ბას კი ზოგ­ჯერ შემ­ზა­რა­ვი და სა­ში­ში თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს ახალ ტალ­ღად მო­იხ­სე­ნი­ებს, სა­დაც ერ­თდრო­უ­ლად იჩენს თავს გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ოპ­ტი­მიზ­მიც და სა­სო­წარ­კვე­თაც, ბრძო­ლის ჟინი და თეთ­რი ბა­ი­რა­ღიც, სიყ­ვა­რუ­ლი, ხან­და­ხან და­უ­ო­კე­ბე­ლი ვნე­ბის სა­ხით და სიკ­ვდი­ლის სა­რე­ცე­ლიც.

საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბულ მო­მა­ვალ მხატ­ვარს კარ­გად ახ­სოვს დე­დის, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი სოპ­რა­ნოს ზუ­რაბ სოტ­კი­ლა­ვას ბი­ძაშ­ვი­ლის, სი­ტყვე­ბი: "თუ გინ­და ბევ­რი იმოგ­ზა­უ­რო, ცნო­ბი­ლი უნდა გახ­დე". იმ­პულსმა აზრი გა­უ­ჩი­ნა, აზ­რმა იდე­ამ­დე მი­იყ­ვა­ნა, იდე­ამ კი სწო­რედ იმ გზა­ზე და­ა­ყე­ნა, რო­მელ­ზეც თით­ქმის სამი ათე­უ­ლი წე­ლია და­დის: "მა­შინ მახ­სოვს, სა­დღაც წარ­მოდ­გე­ნა­ში გა­მი­ელ­ვა ოკე­ა­ნემ, მზემ და დიდ­მა გემ­მა...… რო­გორ აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დი ამ გემ­ზე, აზ­რა­დაც არ მომ­სვლია.. ამე­რი­კა­ში რომ მოვ­ხვდი 1988 წელს, მერე და­ვი­წყე ამ გემ­ზე ფიქ­რი.."., - იხ­სე­ნებს მხატ­ვა­რი. ბავ­შვო­ბა­ში და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი სა­კუ­თარ ალ­ტერ ეგო­სა და გა­რე­მოს შო­რის დე­ტა­ლებ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და: ადა­მი­ა­ნებს სხვა თვა­ლით აკ­ვირ­დე­ბო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ტა­ბუ­და­დე­ბულ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი გარ­შე­მომ­ყო­ფებ­თან გა­უ­გებ­რო­ბით მთავ­რდე­ბო­და...

მერე იყო თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია, ფერ­წე­რი­სა და მო­დის დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტე­ბი... 1988 წელს ემიგ­რი­რე­ბა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და მოგ­ზა­უ­რო­ბა მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სი წე­სი­თა და რი­გით მი­დი­ო­და მის ცხოვ­რე­ბა­ში. ია­პო­ნი­ა­ში რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი ისევ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ჩა­მო­ვი­და. პირ­ვე­ლი­ვე წარ­მა­ტე­ბულ­მა გა­მო­ფე­ნამ ჩი­კა­გო­ში ქარ­თველ მხატ­ვარს მე­ტის კე­თე­ბის სურ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნა: "ნიუ-იორკში ორი თვით ჩა­მო­ვე­დი, მაგ­რამ აქა­ურ­მა ცხოვ­რე­ბამ ისე ჩა­მით­რია, უკან, ახალ­შექ­მნილ ოჯახ­ში, ვე­ღარ დავ­ბრუნ­დი... ნიუ-იორკში ყვე­ლა­ზე უფრო ბუ­ნებ­რი­ვად ვგრძნობ­დი თავს. თუმ­ცა, მარ­ტო რომ აღ­მოვ­ჩნდი, პრობ­ლე­მე­ბიც მეტი გა­მიჩ­ნდა, მაგ­რამ ვგრძნობ­დი, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა გახ­და ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის.. სირ­თუ­ლე ყო­ველ­თვის იყო და არის ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ ამის არა­სო­დეს მე­ში­ნო­და, და ეს იყო ის, რაც მაძ­ლევ­და თვით­დამ­კვიდ­რე­ბის და გა­დარ­ჩე­ნის იმ­პულსს. ნიჭ­მა და ამ ნი­ჭით სა­ფა­სუ­რად მო­ცე­მულ­მა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბამ, გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა მაქ­სი­მა­ლუ­რად, ხელი შე­უ­წყო ჩემს თვით­გა­დარ­ჩე­ნას".

ამე­რი­კამ იმი­თაც მო­ხიბ­ლა, რომ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზა მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ეხ­სნა: კა­ლი­ფორ­ნი­ი­სა და ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პროგ­რა­მე­ბი, გა­მო­ფე­ნე­ბი შვე­დეთ­ში, ავ­სტრი­ა­ში, პო­ლო­ნეთ­ში, იტა­ლი­ა­ში... პო­ლოკ-კრას­ნე­რის, ნიუ-იორ­კის ხე­ლოვ­ნე­ბის ფონ­დე­ბის ჯილ­დო­ე­ბი.

ამ­ჟა­მად ნიუ-იორკსა და ია­მა­კა­ზე ცხოვ­რობს. თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქა­ლა­ქის ზამ­თრის დღე­ებს კინგსტო­ნის ლაჟ­ვარ­დო­ვან სა­ნა­პი­რო­ებს არ­ჩევს: პალ­მე­ბის, ლურ­ჯი სივ­რცე­ე­ბის და კუნ­ძუ­ლო­ვა­ნი თე­მა­ტი­კის გა­რე­მოც­ვა­ში ახალ იდე­ებს ეძებს. სა­ო­ცა­რი ის არის, რომ ნა­ხა­ტებ­ში ლაღი და რე­გის რიტ­მებ­ზე აცეკ­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ცენ­ტრში ქარ­თვე­ლი ქალი დგას, ხან­ჯლით, ყან­წით, ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი სუფ­რით... ის ხან მთვრა­ლი მწყემ­სია, ხა­ნაც ცხვირ­ზე თო­კგა­მობ­მუ­ლი უც­ნო­ბი ჩიტი... იმ­პულ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ეთერ ჭკა­დუ­ას ნა­მუ­შევ­რებ­ში იკი­თხე­ბა, ერ­თნა­ი­რად აღელ­ვებთ კავ­კა­სი­ე­ლებს, დენდ და სნობ ევ­რო­პელ კრი­ტი­კო­სებს და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ამე­რი­კე­ლებს:

"გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ენით გად­მო­ცე­მუ­ლი ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბი ელე­მენ­ტი მა­ყუ­რებ­ლის თვალ­ში ხში­რად სკან­და­ლუ­რი, სენ­სა­ცი­უ­რი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს... ამას მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბის გა­სარ­თო­ბად ვი­ყე­ნებ... კარ­გი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში ამა თუ იმ ეპო­ქის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მე­ტა­ფო­რაა... ძლი­ე­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი აუ­დი­ტო­რი­ას აჩ­ვე­ნებს ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის მრა­ვალ­ნა­ირ სა­შუ­ა­ლე­ბას... თუ მის გულ­ში და სულ­ში შე­აღ­წია ჩემ­მა სათ­ქმელ­მა, ესე იგი ჩემი საქ­მე წარ­მა­ტე­ბით შე­ვას­რუ­ლე..".

რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ის ხომ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ელ­ჩია უცხო­ეთ­ში:

"ქარ­თუ­ლი ნივ­თე­ბი ალ­ბათ ჩემი ნოს­ტალ­გი­ის გამო ხვდე­ბა ჩემს ნა­ხა­ტებ­ში, ვცდი­ლობ აქ­ცენ­ტი ვი­ზუ­ა­ლუ­რად ამ ნივ­თებ­ზე გა­ვა­კე­თო, რომ ვაჩ­ვე­ნო უცხო­ელ მა­ყუ­რე­ბელს, სა­ი­დან მოვ­დი­ვარ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად... ხან­და­ხან პა­ტა­რა ტექსტს მი­ვა­წერ რო­მე­ლი­მე ქარ­თულ ამ­ბავ­ზე, ლე­გენ­და­ზე, ტრა­დი­ცი­ა­ზე, ნივთზე", - ამ­გვა­რად მოგ­ვი­თხრობს ეთე­რი ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რი­ას არა­ლე­გალ ემიგ­რანტ კო­კა­ზე, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ომის მერე ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის პრო­ფე­სო­რი­სა და არ­ქი­ტექ­ტო­რის დიპ­ლო­მით ბრუკ­ლინ­ში ერთ-ერთ სამ­შე­ნებ­ლო ფირ­მა­ში მუ­შა­ო­ბას უბ­რა­ლო მუ­შად იწყებს. ნა­ხატ­ში ამო­ი­კი­თხავთ მხატ­ვრის სათ­ქმელს: ამე­რი­კელ­მა ბოს­მა სიმ­პა­ტი­უ­რი ქარ­თვე­ლი მუ­შის და­უფ­ლე­ბის სურ­ვი­ლის სა­ნაც­ვლოდ დანა მი­ი­ღო, ემო­ცი­ურ ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნილ­მა და­ნა­შა­ულ­მა კი კოკა 23 წლით ამე­რი­კულ ცი­ხე­ში გა­ამ­წე­სა... კი­დევ და კი­დევ ის­ტო­რი­ე­ბი ქალღმერთ და­ლი­ზე, პა­ტივ­გა­ბა­ხე­ბულ ცოლ­ზე, ეთერ ჭკა­დუ­ას უცხო­ელ­თა გა­სა­ო­ცად ამ­ბე­ბი არას­დროს გა­მო­ე­ლე­ვა...

რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ცხოვ­რე­ბა­ში ზოგ­ჯერ სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ყრუ კე­დელს ეხეთ­ქე­ბა, ხე­ლახ­ლა დგე­ბა და ბრძო­ლას ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბამ­დე მი­საღ­წე­ვად იწყებს. და მა­ინც, რა­ტომ არის მისი ნა­ხა­ტე­ბის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი თა­ვად ეთერ ჭკა­დუა:

"დიახ, ჩემი მსგავ­სი ქალი არის ჩემს ნა­ხა­ტებ­ში. მე მას, რო­გორც მსა­ხი­ობს, ისე ვი­ყე­ნებ ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ის და ემო­ცი­ის მო­სა­ყო­ლად... ეს იყო 12 წლის წინ: მა­შინ ახ­ლად­გაც­ნო­ბი­ლი ცნო­ბილ­მა არტ-დი­ლერ­მა გიან ენზო სპე­რო­ნემ შე­მომ­თა­ვა­ზა იდეა და ისე­თი ნა­ხა­ტე­ბი შე­მიკ­ვე­თა, სა­დაც უშუ­ა­ლოდ ჩემი პერ­სო­ნა­ჟით მო­მე­ყო­ლა ამ­ბე­ბი, ემო­ცი­ე­ბი... ვფიქ­რობ, ამით ჩემს ნა­ხა­ტებს ინ­დენ­ტი­ფი­კა­ცია ჰქო­ნო­და უდაბ­ნო­სა­ვით უსას­რუ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­ყა­როს­თან.... ახლა ჩემს ნა­ხა­ტებს ად­ვი­ლად ცნო­ბენ... ასე­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი ავ­თენ­ტურს, ბუ­ნებ­რივს, ნად­ვილს ემ­სგავ­სე­ბა. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ეს პერ­სო­ნა­ჟი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის და ანა­ლი­ზის, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ემო­ცი­ე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის ნა­ზა­ვია... რო­გორც მწე­რა­ლი და რე­ჟი­სო­რი, ვი­გო­ნებ პერ­სო­ნაჟს, ვაძ­ლევ სხე­უ­ლის ენას, და ვქმნი მის გარ­შე­მო სი­ტუ­ა­ცი­ას, ხან­და­ხან ეს ქალი ძა­ლი­ან მგავს, ხან­და­ხან ნაკ­ლე­ბად.. ამ ქა­ლით მე ჩემს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ზე ვყვე­ბი".

თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა კი ეთე­რის­თვის მსოფ­ლიო მე­გა­პო­ლის­ზე გა­დის: ნიუ-იორ­კი მთე­ლი თა­ვი­სი გრან­დი­ო­ზუ­ლო­ბი­თა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით ახ­ლო­ბე­ლი სივ­რცე გახ­და. თა­ვად ამ­ბობს, რომ ეს ქა­ლა­ქი ზოგს თრგუ­ნავს და სა­სო­წარ­კვე­თამ­დე მიჰ­ყავს, ზოგს კი ენერ­გი­ას აძ­ლევს. ეთე­რი­სე­უ­ლი ნიუ-იორ­კი არის "კოს­მო­პო­ლი­ტუ­რი, ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, სწრა­ფი და ეკ­ლე­კტუ­რი".

ნიუ-იორ­კის ხმა­ურს და წა­მებ­ში გათ­ვლილ გრა­ფიკს ხში­რად თავს კინგსტონ­ში აღ­წევს, სა­დაც ყო­ველ­თვის ეგუ­ლე­ბა მე­გობ­რე­ბი, მზით დამ­წვა­რი სხე­უ­ლე­ბი და გუ­ლე­ბი, და რა თქმა უნდა, სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლოს­ნო:

"მუ­შა­ო­ბის დროს მჭირ­დე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რი ფო­კუ­სი. ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ვიყო ჩემს სა­ხე­ლოს­ნო­ში მარ­ტო... ყა­ვას ორ დღე­ში ერთხელ, დი­ლა­ო­ბით ვწრუ­პავ, ვვარ­ჯი­შობ, ან იო­გას ვა­კე­თებ. სი­გა­რეტს მუ­შა­ო­ბა­ში იშ­ვი­ა­თად ვა­ბო­ლებ და ვაკ­ვირ­დე­ბი ნა­ხატს შო­რი­დან... მუ­სი­კას იშ­ვი­ა­თად ვუს­მენ, როცა ვმუ­შა­ობ... სა­ღა­მოს ახა­ლი ამ­ბე­ბი. ვმუ­შა­ობ ღა­მის პირ­ველ სა­ა­თამ­დე,.. ამის მერე ხან­და­ხან გავ­დი­ვარ მუ­სი­კის მო­სას­მე­ნად, მე­გობ­რებ­თან, რომ მოვ­ცილ­დე სა­მუ­შაო ად­გილს რა­ღაც დრო­ით..".

ამ­ბობს, რომ ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლით სამ­ჯერ უყ­ვარ­და... ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, მისი აზ­რით, გო­ნე­ბის­თვის სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბაა. სიყ­ვა­რულ­ში მიჯ­ნურ­საც "სივ­რცეს აძ­ლევს", თა­ვად კი, რო­გორც ნიუ-იორკში ამ­ბო­ბენ, "საქ­მე­ზეა ჯვარ­და­წე­რი­ლი". შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბა­შიც მე­გო­ბა­რია და სა­კუ­თარ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ამ­გვა­რად უფრთხილ­დე­ბა.

ფიქ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ზეც ისე­თი­ვე ეკ­ლექ­ტუ­რია, რო­გორც მისი ნა­ხა­ტე­ბი: მშობ­ლი­უ­რი ქვე­ყა­ნა სძულს და უყ­ვარს კი­დეც:

"თან მიყ­ვარს და­სავ­ლეთს ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო, თან ვერ ვი­ტან... მაგ­რამ უფრო მიყ­ვარს, რად­გან 23 წე­ლია, შორს ვარ და მე­ნატ­რე­ბა ყვე­ლა მისი ქუჩა და ხე... ხან ვდარ­დობ, რომ დღეს­დღე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­პი­რის­პი­რე პო­ლი­ტი­კურ აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში ურ­თი­ერ­თსი­ძულ­ვი­ლია, თან ვფიქ­რობ რომ ეს პრო­ცე­სი გარ­და­უ­ვა­ლია, და ვი­თა­რე­ბას პო­ზი­ტი­უ­რად ვუ­ყუ­რებ. ძვე­ლი ერი ვართ, ნუ­ლი­დან და­ვი­წყეთ და­სავ­ლე­თის­მაგ­ვა­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის შექ­მნა, ამას დრო დას­ჭირ­დე­ბა და იმე­დი მაქვს, ჩვენს შემ­დეგ თა­ო­ბას იმის გა­გე­ბას და­ვუ­ტო­ვებთ, რომ სხვა­დას­ხა აზ­როვ­ნე­ბის მა­ტა­რე­ბელ ადა­მი­ა­ნებს შო­რის ერთ ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია".

ეთე­რის­თვის აუხ­დე­ნელ ოც­ნე­ბად რჩე­ბა სხვა­დას­ხვა ხე­ლო­ვა­ნე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა, რომ­ლე­ბიც ჯაზს, რეგ­გის, კუნ­ძუ­ლო­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბის კულ­ტუ­რას გა­აც­ნო­ბენ ქარ­თვე­ლებს... პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით კი უნდა, რომ მისი ნა­ხა­ტე­ბი ცნო­ბი­ლი სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ე­ბის ნა­წი­ლი გახ­დეს და თვითმყო­ფა­დი სი­ტყვა თქვას მსოფ­ლიო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში...

ათა­სო­ბით კი­ლო­მეტ­რე­ბი­დან უგ­ზავ­ნის შე­ტყო­ბი­ნე­ბას ქარ­თველ ქალ­ბა­ტო­ნებს: უნდა, რომ შე­ა­ზი­ზღოს სი­გა­რე­ტი, შე­აყ­ვა­როს იოგა და ნაკ­ლე­ბად იფიქ­რონ პო­ლი­ტი­კა­ზე... ეთე­რი ამ­ბობს, რომ ქარ­თველ ქალ­ზე ნაზი და თბი­ლი არა­ვი­ნაა...

მალ­ხაზ ჭკა­დუა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ეთერ ჭკადუა - ეპატაჟური და ეკლექტური

ეთერ ჭკადუა - ეპატაჟური და ეკლექტური

თეთრ სუფრაზე უხვად კარალიოკი და ადესა, ხვანჭკარას ბოთლი, მდიდრულ მშვიდობისფერიან სამოსში გამოწყობილი ქართველი ქალი, სკამზე კი ამერიკული იარაღი "ემ 4"... პერსონაჟის მრავლისმეტყველი გამოხედვა, სადაც ვნება და სიძულვილი ერთნაირად იხატება და სურვილი, ბოლომდე დაიცალოს სასმისი...

2008 წლის ნახატი "სნაიპერი".

ნახატებზე გამოსახულ პერსონაჟებში თავად ავტორს ამოიკითხავთ: ის ერთგან საბჭოთა პიონერის ალისფერი ყელსახვევით, ამორძალის შუბითა და პაპიროსით, მეორეგან არა სახედარზე, არამედ ზებრაზე შემომჯდარი ქმრის მოღალატე ცოლის, სხვაგან კი გარდასახული სალომეას სახით გვევლინება... მისი ხელოვნება ირეალურსა და სინამდვილეს შორის ბეწვის ხიდს გადის. არ ერიდება ეპატაჟურობას, სკანდალურობას, შოკს, გაოცებაზე მეტს, რომელმაც შეიძლება მნახველს შეძრწუნება, ზიზღი და აგრესიაც კი გაუჩინოს... ყველაზე დიდ ფემინისტსაც კი შეშურდება მისი გამბედაობის, დინების საპირისპიროდ ცურვის და იდეების, რომლებიც სათავეს თანაბრად იღებენ ქართული და კოსმოპოლიტური ფესვებიდან.

ნიუ-იორკელი ესეისტი და კრიტიკოსი ლილი ვეი ეთერ ჭკადუას ახალი ამაზონიის მსოფლიო ქალბატონს უწოდებს, მის შემოქმედებას კი ზოგჯერ შემზარავი და საშიში თანამედროვე სამყაროს ახალ ტალღად მოიხსენიებს, სადაც ერთდროულად იჩენს თავს გამოუსწორებელი ოპტიმიზმიც და სასოწარკვეთაც, ბრძოლის ჟინი და თეთრი ბაირაღიც, სიყვარული, ხანდახან დაუოკებელი ვნების სახით და სიკვდილის სარეცელიც.

საბჭოთა საქართველოში დაბადებულ მომავალ მხატვარს კარგად ახსოვს დედის, ცნობილი ქართველი სოპრანოს ზურაბ სოტკილავას ბიძაშვილის, სიტყვები: "თუ გინდა ბევრი იმოგზაურო, ცნობილი უნდა გახდე". იმპულსმა აზრი გაუჩინა, აზრმა იდეამდე მიიყვანა, იდეამ კი სწორედ იმ გზაზე დააყენა, რომელზეც თითქმის სამი ათეული წელია დადის: "მაშინ მახსოვს, სადღაც წარმოდგენაში გამიელვა ოკეანემ, მზემ და დიდმა გემმა...… როგორ აღმოვჩნდებოდი ამ გემზე, აზრადაც არ მომსვლია.. ამერიკაში რომ მოვხვდი 1988 წელს, მერე დავიწყე ამ გემზე ფიქრი.."., - იხსენებს მხატვარი. ბავშვობაში დაწყებული კონფლიქტი საკუთარ ალტერ ეგოსა და გარემოს შორის დეტალებში შეინიშნებოდა: ადამიანებს სხვა თვალით აკვირდებოდა, საზოგადოებისთვის ტაბუდადებულ თემებზე საუბარი გარშემომყოფებთან გაუგებრობით მთავრდებოდა...

მერე იყო თბილისის სამხატვრო აკადემია, ფერწერისა და მოდის დიზაინის ფაკულტეტები... 1988 წელს ემიგრირება შეერთებულ შტატებში, ამერიკელი მეცნიერის დიდი სიყვარული და მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, თითქოს ყველაფერი თავისი წესითა და რიგით მიდიოდა მის ცხოვრებაში. იაპონიაში რამდენიმე წლიანი ცხოვრების შემდეგ წყვილი ისევ შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა. პირველივე წარმატებულმა გამოფენამ ჩიკაგოში ქართველ მხატვარს მეტის კეთების სურვილი გაუჩინა: "ნიუ-იორკში ორი თვით ჩამოვედი, მაგრამ აქაურმა ცხოვრებამ ისე ჩამითრია, უკან, ახალშექმნილ ოჯახში, ვეღარ დავბრუნდი... ნიუ-იორკში ყველაზე უფრო ბუნებრივად ვგრძნობდი თავს. თუმცა, მარტო რომ აღმოვჩნდი, პრობლემებიც მეტი გამიჩნდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ თავისუფლება აუცილებელი პირობა გახდა ჩემი შემოქმედებისთვის.. სირთულე ყოველთვის იყო და არის ცხოვრებაში, მაგრამ ამის არასოდეს მეშინოდა, და ეს იყო ის, რაც მაძლევდა თვითდამკვიდრების და გადარჩენის იმპულსს. ნიჭმა და ამ ნიჭით საფასურად მოცემულმა პასუხისმგებლობამ, გამომეყენებინა მაქსიმალურად, ხელი შეუწყო ჩემს თვითგადარჩენას".

ამერიკამ იმითაც მოხიბლა, რომ შემოქმედებითი გზა მრავალი მიმართულებით გაეხსნა: კალიფორნიისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროგრამები, გამოფენები შვედეთში, ავსტრიაში, პოლონეთში, იტალიაში... პოლოკ-კრასნერის, ნიუ-იორკის ხელოვნების ფონდების ჯილდოები.

ამჟამად ნიუ-იორკსა და იამაკაზე ცხოვრობს. თავისუფლების ქალაქის ზამთრის დღეებს კინგსტონის ლაჟვარდოვან სანაპიროებს არჩევს: პალმების, ლურჯი სივრცეების და კუნძულოვანი თემატიკის გარემოცვაში ახალ იდეებს ეძებს. საოცარი ის არის, რომ ნახატებში ლაღი და რეგის რიტმებზე აცეკვებული პერსონაჟების ცენტრში ქართველი ქალი დგას, ხანჯლით, ყანწით, ტრადიციული ქართული სუფრით... ის ხან მთვრალი მწყემსია, ხანაც ცხვირზე თოკგამობმული უცნობი ჩიტი... იმპულსები, რომლებიც ეთერ ჭკადუას ნამუშევრებში იკითხება, ერთნაირად აღელვებთ კავკასიელებს, დენდ და სნობ ევროპელ კრიტიკოსებს და თავისუფლებისმოყვარე ამერიკელებს:

"განსხვავებული ენით გადმოცემული ძალიან ნაცნობი ელემენტი მაყურებლის თვალში ხშირად სკანდალური, სენსაციური შეიძლება აღმოჩნდეს... ამას მაყურებლის ყურადღების გასართობად ვიყენებ... კარგი ხელოვნების ნიმუში ამა თუ იმ ეპოქის ფსიქოლოგიური მდგომარეობის მეტაფორაა... ძლიერი ხელოვნების ნიმუშები აუდიტორიას აჩვენებს ემოციის გამოხატვის მრავალნაირ საშუალებას... თუ მის გულში და სულში შეაღწია ჩემმა სათქმელმა, ესე იგი ჩემი საქმე წარმატებით შევასრულე..".

როგორც თავად ამბობს, ის ხომ ქართული კულტურის ელჩია უცხოეთში:

"ქართული ნივთები ალბათ ჩემი ნოსტალგიის გამო ხვდება ჩემს ნახატებში, ვცდილობ აქცენტი ვიზუალურად ამ ნივთებზე გავაკეთო, რომ ვაჩვენო უცხოელ მაყურებელს, საიდან მოვდივარ გეოგრაფიულად და ფსიქოლოგიურად... ხანდახან პატარა ტექსტს მივაწერ რომელიმე ქართულ ამბავზე, ლეგენდაზე, ტრადიციაზე, ნივთზე", - ამგვარად მოგვითხრობს ეთერი ტრაგიკული ისტორიას არალეგალ ემიგრანტ კოკაზე, რომელიც აფხაზეთისა და სამოქალაქო ომის მერე ფიზიკა-მათემატიკის პროფესორისა და არქიტექტორის დიპლომით ბრუკლინში ერთ-ერთ სამშენებლო ფირმაში მუშაობას უბრალო მუშად იწყებს. ნახატში ამოიკითხავთ მხატვრის სათქმელს: ამერიკელმა ბოსმა სიმპატიური ქართველი მუშის დაუფლების სურვილის სანაცვლოდ დანა მიიღო, ემოციურ ნიადაგზე ჩადენილმა დანაშაულმა კი კოკა 23 წლით ამერიკულ ციხეში გაამწესა... კიდევ და კიდევ ისტორიები ქალღმერთ დალიზე, პატივგაბახებულ ცოლზე, ეთერ ჭკადუას უცხოელთა გასაოცად ამბები არასდროს გამოელევა...

როგორც თავად ამბობს, ცხოვრებაში ზოგჯერ სტერეოტიპების ყრუ კედელს ეხეთქება, ხელახლა დგება და ბრძოლას ადამიანების ცნობიერებამდე მისაღწევად იწყებს. და მაინც, რატომ არის მისი ნახატების მთავარი პერსონაჟი თავად ეთერ ჭკადუა:

"დიახ, ჩემი მსგავსი ქალი არის ჩემს ნახატებში. მე მას, როგორც მსახიობს, ისე ვიყენებ ამა თუ იმ სიტუაციის და ემოციის მოსაყოლად... ეს იყო 12 წლის წინ: მაშინ ახლადგაცნობილი ცნობილმა არტ-დილერმა გიან ენზო სპერონემ შემომთავაზა იდეა და ისეთი ნახატები შემიკვეთა, სადაც უშუალოდ ჩემი პერსონაჟით მომეყოლა ამბები, ემოციები... ვფიქრობ, ამით ჩემს ნახატებს ინდენტიფიკაცია ჰქონოდა უდაბნოსავით უსასრულო ხელოვნების სამყაროსთან.... ახლა ჩემს ნახატებს ადვილად ცნობენ... ასეთი ნამუშევრები ავთენტურს, ბუნებრივს, ნადვილს ემსგავსება. უმეტეს შემთხვევაში ეს პერსონაჟი ფსიქოლოგიურად ჩემი დაკვირვებების და ანალიზის, სხვა ადამიანების ემოციების შთაბეჭდილებების ნაზავია... როგორც მწერალი და რეჟისორი, ვიგონებ პერსონაჟს, ვაძლევ სხეულის ენას, და ვქმნი მის გარშემო სიტუაციას, ხანდახან ეს ქალი ძალიან მგავს, ხანდახან ნაკლებად.. ამ ქალით მე ჩემს თანამედროვეობაზე ვყვები".

თანამედროვეობა კი ეთერისთვის მსოფლიო მეგაპოლისზე გადის: ნიუ-იორკი მთელი თავისი გრანდიოზულობითა და მრავალფეროვნებით ახლობელი სივრცე გახდა. თავად ამბობს, რომ ეს ქალაქი ზოგს თრგუნავს და სასოწარკვეთამდე მიჰყავს, ზოგს კი ენერგიას აძლევს. ეთერისეული ნიუ-იორკი არის "კოსმოპოლიტური, ინტერნაციონალური, ძალიან საინტერესო, სწრაფი და ეკლეკტური".

ნიუ-იორკის ხმაურს და წამებში გათვლილ გრაფიკს ხშირად თავს კინგსტონში აღწევს, სადაც ყოველთვის ეგულება მეგობრები, მზით დამწვარი სხეულები და გულები, და რა თქმა უნდა, საკუთარი სახელოსნო:

"მუშაობის დროს მჭირდება აბსოლუტური ფოკუსი. ამისთვის აუცილებელია, რომ ვიყო ჩემს სახელოსნოში მარტო... ყავას ორ დღეში ერთხელ, დილაობით ვწრუპავ, ვვარჯიშობ, ან იოგას ვაკეთებ. სიგარეტს მუშაობაში იშვიათად ვაბოლებ და ვაკვირდები ნახატს შორიდან... მუსიკას იშვიათად ვუსმენ, როცა ვმუშაობ... საღამოს ახალი ამბები. ვმუშაობ ღამის პირველ საათამდე,.. ამის მერე ხანდახან გავდივარ მუსიკის მოსასმენად, მეგობრებთან, რომ მოვცილდე სამუშაო ადგილს რაღაც დროით..".

ამბობს, რომ ნამდვილი სიყვარულით სამჯერ უყვარდა... ეჭვიანობა, მისი აზრით, გონებისთვის საშიში დაავადებაა. სიყვარულში მიჯნურსაც "სივრცეს აძლევს", თავად კი, როგორც ნიუ-იორკში ამბობენ, "საქმეზეა ჯვარდაწერილი". შეყვარებულობაშიც მეგობარია და საკუთარ თავისუფლებას ამგვარად უფრთხილდება.

ფიქრები საქართველოზეც ისეთივე ეკლექტურია, როგორც მისი ნახატები: მშობლიური ქვეყანა სძულს და უყვარს კიდეც:

"თან მიყვარს დასავლეთს ჩამორჩენილი საქართველო, თან ვერ ვიტან... მაგრამ უფრო მიყვარს, რადგან 23 წელია, შორს ვარ და მენატრება ყველა მისი ქუჩა და ხე... ხან ვდარდობ, რომ დღესდღეობით საქართველოში მოპირისპირე პოლიტიკურ აზრის მქონე ადამიანებში ურთიერთსიძულვილია, თან ვფიქრობ რომ ეს პროცესი გარდაუვალია, და ვითარებას პოზიტიურად ვუყურებ. ძველი ერი ვართ, ნულიდან დავიწყეთ დასავლეთისმაგვარი დემოკრატიული აზროვნების შექმნა, ამას დრო დასჭირდება და იმედი მაქვს, ჩვენს შემდეგ თაობას იმის გაგებას დავუტოვებთ, რომ სხვადასხა აზროვნების მატარებელ ადამიანებს შორის ერთ ქვეყანაში მშვიდობიანი თანაარსებობა სავსებით შესაძლებელია".

ეთერისთვის აუხდენელ ოცნებად რჩება სხვადასხვა ხელოვანების ჩამოყვანა, რომლებიც ჯაზს, რეგგის, კუნძულოვანი ქვეყნების კულტურას გააცნობენ ქართველებს... პროფესიული თვალსაზრისით კი უნდა, რომ მისი ნახატები ცნობილი საგამოფენო სივრცეების ნაწილი გახდეს და თვითმყოფადი სიტყვა თქვას მსოფლიო ხელოვნებაში...

ათასობით კილომეტრებიდან უგზავნის შეტყობინებას ქართველ ქალბატონებს: უნდა, რომ შეაზიზღოს სიგარეტი, შეაყვაროს იოგა და ნაკლებად იფიქრონ პოლიტიკაზე... ეთერი ამბობს, რომ ქართველ ქალზე ნაზი და თბილი არავინაა...

მალხაზ ჭკადუა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება