"ევროვიზია 2024"-ზე საქართველომ 21-ე ადგილზე დაიკავა. კონკურსის ფინალში ჯამში 26 ქვეყანა წარდგა.
საქართველომ ჟიურის ქულები შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო: 7 ქულა - აზერბაიჯანისგან, 2 ქულა - მალტისგან, 2 ქულა - ისრაელისგან, 1 ქულა - ნორვეგიისგან, 3 ქულა კი სომხეთისგან. მაყურებლისგან კი 19 ქულა მიიღო.
კონკურსში გამარჯვება შვეიცარიის წარმომადგენელ ნემოს, ერგო.
ნუცა ბუზალაძე გულშემატკივრებს საკუთარ ემოციებს უზიარებს და ამბობს, რომ მიღწეული შედეგით ბედნიერია.
"სიმართლე, გითხრათ, ძალიან ბედნიერი ვარ, იმ შედეგით, რაც დადო საქართველომ წელს. როცა ამდენწლიანი წარუმატებლობა ჰქონდა საქართველო, ის ფაქტიც, რომ ჩვენ მოვხვდით ფინალში და ჩვენმა დროშამ ამაყად იფრიალა ფინალში, ეს არის ჩვენ ძალიან დიდი გამარჯვება. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ამ სიმღერას "Firefighter“-ს, ბევრმა შეიყვარა და ყველამ აღნიშნა, რომ გვქონდა საუკეთესო გამოსვლები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმ ადამიანებს მინდა მივმართო, ვისაც გაუხარდა ჩვენი ფინალში გასვლა და იყო ამაში ჩართული. ძალიან მიყვარხართ, რომ გვერდში ედექით ჩვენს ქვეყანას და არა მე. ფინალში გვქონდა ყველაზე კარგი გამოსვლა, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. ეს მხოლოდ დასაწყისი და სიახლეებს გაგიზიარებთ." - ამბობს ნუცა.
ასევე იხილეთ: