ავტორი:

გადაშენების პირას მყოფი 44 ფუტიანი ვეშაპი, სავარაუდოდ, მასიურმა საკრუიზო გემმა მოკლა

გადაშენების პირას მყოფი 44 ფუტიანი ვეშაპი, სავარაუდოდ, მასიურმა საკრუიზო გემმა მოკლა

მასიური საკრუიზო გემი გადაშენების პირას მყოფ ვეშაპს დაეჯახა. საზღვაო ექსპერტების თქმით, ლაინერი მკვდარ ძუძუმწოვარს რამდენიმე საათის განმავლობაში მიათრევდა. 44 ფუტის ზრდასრული მდედრი ვეშაპი ბრუკლინის პორტში იპოვეს. ვარაუდობდნენ, რომ ვეშაპი გემის დაჯახებამდე მკვდარი იყო, თუმცა, რობ დიჯოვანი, ატლანტიკური საზღვაო კონსერვაციის საზოგადოების დამფუძნებელი და მთავარი მეცნიერი ამბობს, რომ "მისი სიკვდილი გემთან ურთიერთქმედებამ გამოიწვია“.

ტრაგიკული მოვლენა, სამწუხაროდ, იშვიათი არაა, მაგრამ ამ გზით დაღუპული ვეშაპების ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია, რადგან მათი უმეტესობა დაჯახების შემდეგ ოკეანის ფსკერზე იძირება.

  • სეივალი ზღვის ძუძუმწოვარი უკბილო ვეშაპების ქვერიგს განეკუთვნება .მისი სხეულის სიგრძე 18,8 მ აღწევს. აქვს მუქი ზურგი, ნაცრისფერი გვერდები, წვრილი თეთრი ლაქები, მუცელი ზოგის ნაცრისფერია, ზოგის კი თეთრი. ზურგის ფარფლი მოზრდილია. სეივალი კოსმოპოლიტია — გავრცელებულია არქტიკიდან ანტარქტიკამდე. იკვებება კიბოსნაირებით, თავფეხიანი მოლუსკებით. იგი რეწვის ობიექტია, რის გამოც მისი რაოდენობა თანდათან მცირდება.

წყარო: nypost