ავტორი:

"ევროკავშირის ელჩებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოზე, გამორიცხული არ არის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება" - რას წერს რიკარდ იოზვიაკი

"ევროკავშირის ელჩებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოზე, გამორიცხული არ არის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება" - რას წერს რიკარდ იოზვიაკი

"რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს უფროსის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა საქართველოს შესახებ იმსჯელეს. როგორც იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, მისი ინფორმაციით, გამორიცხული არაა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება.

"ევროკავშირის ელჩებმა გუშინ კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველოს საკითხი, მათ შორის პოტენციური ზომები "უცხოური აგენტების კანონპროექტის" მიღების შემთხვევაში. გამორიცხული არ არის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა", - წერს იოზვიაკი.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">EU ambassadors discussed 🇬🇪 again yesterday, including potential measures in case the foreign agent law is adopted. Suspending visa liberalisation cannot be ruled out. All things on the table.</p>&mdash; Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) <a href="https://twitter.com/RikardJozwiak/status/1788457718346317955?ref_src=twsrc%5Etfw">May 9, 2024</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>