ავტორი:

"არც იოცნებონ, გადატრიალება, შევარდნა, გამოვარდნა - გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი" - გომელაური

"არც იოცნებონ, გადატრიალება, შევარდნა, გამოვარდნა - გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი" - გომელაური

არც იოცნებონ... საუბრები, გადატრიალება, შევარდნა, გამოვარდნა... გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ჟურნალისტებს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე დაიწყება გამოძიება და დადგინდება ავთენტურობა.

“სამწუხაროა, რაც მოვისმინეთ. თუ ჩვენი ქვემდებარე იქნება, ჩვენ დავიწყებთ ამ საკითხზე მოკვლევას ან თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები - გამოძიებას. ავთენტიკურობა დასადგენია. არ მინდა პირდაპირ მტკიცებულების ფორმაში ვთქვა, რომ ეს ასეა ნამდვილად. რასაც ვისმენდით, საშინელებაა. ჩვენ პირდაპირ ეთერებში ვნახეთ, რას აკეთებდნენ, აქედან გამომდინარე ზუსტი ინფორმაციაა. პირველი შემთხვევა არაა, სამწუხაროდ. არც იოცნებონ... საუბრები, გადატრიალება, შევარდნა, გამოვარდნა... გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება გუშინ შსს-ის ბრიფინგზე გავრცელებულ კადრებს, სადაც ნაჩვენებია საზღვარგარეთის ქვეყნებში აქციების დარბევა, გომელაურის თქმით, ამის ფონზე, საუბარი ჩვენ მიერ ძალის გადამეტებაზე, სასაცილოა.

„იმ ღამეს, როდესაც პარლამენტის კარებს ახალგაზრდები უტევდნენ, დაწვეს, დაამტვრიეს კამერები, ცეცხლი დაანთეს და ა.შ. ერთი პოლიციელიც არ გამოსულა, არ მომხდარიყო შეტაკება, ეს ბავშვები არ დაშავებულიყვნენ, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. მეორე დილით ვნახეთ ელჩების, სხვა ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებები, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. ნამდვილად სასაცილოა! როცა მათივე ქვეყნებში წყლის ჭავლი კი არა, საპოლიციო ძალები და რეზინის ტყვიებია გამოყენებული, რაც ვამბობ, რომ კანონიერია, ამაზე ჩვენ მაქსიმალურად თავი შევიკავეთ. ამის ფონზე, საუბარი, რომ ჩვენ გადამეტებული ძალა გამოვიყენეთ, სასაცილოა", - განაცხადა გომელაურმა.