ავტორი:

"უკრაინელებმა ბელგოროდი დაბომბეს, დაშავებულია 8 ადამიანი" - გუბერნატორი

"უკრაინელებმა ბელგოროდი დაბომბეს, დაშავებულია 8 ადამიანი" - გუბერნატორი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდში საცხოვრებელ კორპუსებსა და ავტომობილებს დაარტყა, დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, - ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამზე“ წერს.

მისი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, ბელგოროდში დაზიანდა 19 კორპუსის 34 საცხოვრებელი ბინა, ერთი კერძო სახლი და 37 მანქანა. ადგილზე მუშაობენ ოპერატიული სამსახურები, სამშენებლო ორგანიზაციების, ადმინისტრაციების და მმართველი კომპანიების სპეციალისტები.

მანამდე, ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის რაიონში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Vampire-ს 15 ჭურვი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.