ქალი, რომელიც ირწმუნება, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტუჩი აქვს, აღიარებს, რომ კიდევ უფრო მეტი ფილერების გაკეთებას გეგმავს, რათა სახე უფრო ახალგაზრდული ჰქონდეს.
26 წლის ბულგარელი ანდრეა ივანოვა ამბობს, რომ მან ცხვირის ორივე მხარეს სახის შემავსებელი პროცედურები გაიკეთა, რათა სიბერის ნაადრევი ნიშნები გაექრო. ის სულ ახლახან გამოცემების პირველ გვერდებზე იმის გამო მოხვდა, რომ მან საშიში "ექსპერიმენტის" ჩატარება გადაწყვიტა და ერთ დღეში ექვსი პროცედურა ჩაიტარა, მიუხედავად ექიმების გაფრთხილებისა, რომ ზედმეტ ფილერებს მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა შეეძლო.
ანდრეას თქმით, მისმა ამჟამინდელმა ქირურგმა რამდენიმე ასეული დოლარის ღირებულების პროცედურის ჩატარება თვითონვე ურჩია, იმ მიზეზით, რომ ნაოჭების გაჩენამდე პრევენციული ზომები მიეღოთ.
"იმის გამო, რომ ტუჩებსა და ლოყებში დიდი რაოდენობით ფილერი მაქვს, ექიმმა მითხრა, რომ აუცილებელი იყო ის სახის სხვა მიდამოებშიც შეგვეყვანა, რადგან შევსებულ მიდამოებში ფილერები გროვდება და დროთა განმავლობაში ნაოჭების გაჩენას იწვევს. ასეთ დელიკატურ ადგილებს დატენიანება და ინექცია სჭირდება, რომ სახე კვლავ ცოცხალი და ახალგაზრდული იყოს",- აცხადებს ანდრეა.
მხოლოდ ტუჩის ფილერებში დახარჯული ათიათასობით დოლარის მიუხედავად, 26 წლის ქალი მიღებული შედეგებით კმაყოფილია: "ცხვირთან ახლოს მდებარე ეს უბნები საკმაოდ საშიშია ინექციის გასაკეთებლად, რადგან აქ სინუსები და მრავალი სისხლძარღვია. თუ ისინი დაიბლოკება, შესაძლოა, სიტუაცია სიცოცხლისთვის საშიში გახდეს. მიუხედავად ამგვარი საშიშროებისა, ამ ზონაში ფილერების შეყვანა ახალგაზრდული სახის შესანარჩუნებლად, ვფიქრობ, რომ აუცილებელია",- ირწმუნება ანდრეა.
ანდრეა ამბობს, რომ უამრავი ინექციის შემდეგ მისთვის ღიმილი გაძნელდა და ბევრი წყლის დალევა უწევს, რადგან "ჰიალურონის მჟავა ღრუბელივით მოქმედებს"... მაგრამ მას ეს არ აბრკოლებს და აცხადებს, რომ ნასოლაბიალურ ზონაში ფილერებს კიდევ გაიკეთებს, რადგან სურს, რომ ტუჩები და ლოყები უფრო მოცულობითი ჰქონდეს.
ანდრეა ბოლოს ჩატარებული პროცედურებით აღფრთოვანებულია, თუმცა აღიარებს, რომ ეს ძალიან მტკივნეული იყო: "მთელი სახე მტკივა, განსაკუთრებით კი ყბა და ნიკაპი. სახის დაბანისას სიფრთხილე მიწევს, ხშირად სახე ტკივილისგან მიფეთქავს კიდეც.."
წყარო: dailymail
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
წაიკითხეთ ასევე: