ავტორი:

გარდაიცვალა "სამეფო კარის თამაშების" მსახიობი, იან გელდერი

გარდაიცვალა "სამეფო კარის თამაშების" მსახიობი, იან გელდერი

გარდაიცვალა "სამეფო კარის თამაშების" მსახიობი, იან გელდერი. ის ლეგენდარულ სერიალში კევან ლანისტერის როლს თამაშობდა.

იან გელდერი 74 წლის იყო. ბრიტანელი მსახიობის კარიერა ათწლეულებს მოიცავდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ფილმებში, როგორებიცაა Torchwood, His Dark Materials, Doctor Who, Snatch, The Bill და ა.შ.

გელდერს სიმსივნე ჰქონდა. ოჯახის განცხადებით, მსახიობი დიაგნოზის დასმიდან 5 თვეში გარდაიცვალა.

გელდერი გამოჩნდა "სამეფო კარის თამაშების" ხუთ ეპიზოდში, კევან ლანისტერის როლში.