ავტორი:

ტრაგედია სოფელ კავთისხევში: ადიდებულმა მდინარემ ავტომობილი გაიტაცა - არის მსხვერპლი

ტრაგედია სოფელ კავთისხევში: ადიდებულმა მდინარემ ავტომობილი გაიტაცა - არის მსხვერპლი

კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ. შემთხვევა სოფელ კავთისხევის სიახლოვეს მოხდა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა "ნისანის" მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილით მდინარე კავთურას კალაპოტში შევიდა, რა დროსაც ადიდებულმა მდინარემ მანქანა გაიტაცა.

  • ავტომობილში მყოფთაგან ერთმა გამოსვლა შეძლო, ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს, მესამეს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ეძებენ.

"კავთურაა ადიდებული. ეს ბიჭები მანქანით ყოფილან და მდინარეში შესულან. როგორც გავიგე ძლიერმა დინებამ მანქანა გაიტაცა და ისე დაჭეჭყა, რომ გადმოსვლის შანსი თითქმის არ ჰქონდათ. დიდი ტრაგედიაა ჩვენი სოფლისთვის." - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი "ტვ მონიტორინგთან" საუბრისას.