ავტორი:

აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მყოფ მომიტინგეებს შეუერთდნენ - დემონსტრანტები სკანდირებენ -  "საქართველო",  "არა რუსულ კანონს!"

აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მყოფ მომიტინგეებს შეუერთდნენ - დემონსტრანტები სკანდირებენ -  "საქართველო",  "არა რუსულ კანონს!"

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოედანზე მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. სრულად პარალიზებულია გმირთა მოედანი.

დემონსტრანტები მოსულებს ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

დემონსტრანტები სკანდირებენ - "საქართველო", "არა რუსულ კანონს!".

აქციის მონაწილეები წრეს ურტყამენ გმირთა მოედანს.

აქციის მონაწილეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.