ავტორი:

გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეები გვირაბის გადაკეტვას ცდილობენ - ადგილზე ვითარება დაძაბულია

გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეები გვირაბის გადაკეტვას ცდილობენ - ადგილზე ვითარება დაძაბულია

გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეები ამჯერად გვირაბის გადაკეტვას ცდილობენ, რომელიც გმირთა მოედანს მერაბ კოსტავას ქუჩასთან აკავშირებს.

“მჭიდროდ და ერთად ვიაროთ, არ გავიფანტოთ, ნელი სვლით, ერთად გადავკეტოთ გვირაბი. სიმჭიდროვე შევინარჩუნოთ!”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქტივისტები აქციაზე სახელწოდებით “პიკეტირება - ხმაური თავისუფლებისთვის!”, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარეობს, 18:00 საათიდან მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები გზების გადაკეტვას შეკრების წუთიდან ცდილობდნენ, მაგრამ სამართალდამცველებმა მათ ხელი არაერთხელ შეუშალეს. ამის შემდეგ აქტივისტებმა გმირთა მოედნის მიმდებარე ქუჩები რიგრიგობით გადაკეტეს, საბოლოოდ კი მიწისზედა სავალი ნაწილის გადაკეტვა სრულად მოახერხეს