ავტორი:

"საქართველოს შს სამინისტროს ვებგვერდი გათიშულია" -  Anonymous-ის განცხადება

"საქართველოს შს სამინისტროს ვებგვერდი გათიშულია" -  Anonymous-ის განცხადება

ჰაკერთა ჯგუფი Anonymous სოციალური ქსელის X-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გათიშულია საქართველო შს სამინისტროს ვებგვერდი Police.ge.

ამ წუთებში ვებგვერდზე შესვლა მართლაც შეუძლებელია.

ცნობისთვის, მანამე ჰაკერებმა მმართველი პარტიისა და POSTV-ის ვებგვერდები გათიშეს.

"რუსეთის მიერ კონტროლირებად საქართველოს მარიონეტ მთავრობას: ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, თქვენ გადაწყვიტეთ ჩვენი მოთხოვნის უგულებელყოფა - შეგეწყვიტათ საპოლიციო სისასტიკე დემონსტრანტების წინააღმდეგ, გააგრძელეთ მათი დევნა და ზიანის მიყენება. მოქალაქეების წინააღმდეგ თქვენი არაჰუმანური ქმედებების გამო, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი მთავრობის ყველა ვებ-საშუალების დაზიანებას და გატეხას. ეს გაფრთხილება არ არის; ეს დაპირებაა. სანამ სამართალი არ გაიმარჯვებს, დაჰაკვა და პროტესტი მის ადგილს დაიკავებს. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მიზანი თქვენს ვირტუალურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გაამართლებს.

არ დაგავიწყდეთ: საქართველო რუსეთი არ არის და არასდროს იქნება!“ - ნათქვამია ჰაკერული ჯგუფის Anonymous-ის განცხადებაში.