ავტორი:

"ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლის შეწყვეტას" - ბათუმში სტუდენტები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას მართავენ

"ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლის შეწყვეტას" - ბათუმში სტუდენტები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას მართავენ

"ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლის შეწყვეტას, სანამ ხელისუფლება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს უკან არ გაიწვევს", - ამის შესახებ ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტებმა განაცხადეს.

ახალგაზრდები საპროტესტო აქციას მართავენ და “ქართულ ოცნებას” მიმართავენ, რომ დედაქალაქში თანამოაზრეების მიმართ შეწყდეს ძალადობრივი ქმედებები.

ბათუმელი სტუდენტები ამბობენ, რომ მათი ნაწილი თბილისში გაემგზავრა, რათა საპროტესტო აქციას შეუერთდეს.