ავტორი:

ცნობილი უცხოური გამოცემები საქართველოში მიმდინარე პროცესებს კვლავაც ფართოდ აშუქებენ - "პოლიციის ძალადობამ შოკში ჩააგდო საქართველო"

ცნობილი უცხოური გამოცემები საქართველოში მიმდინარე პროცესებს კვლავაც ფართოდ აშუქებენ - "პოლიციის ძალადობამ შოკში ჩააგდო საქართველო"

გუშინდელ აქციაზე მომხდარ ამბებს უცხოური მედია კიდევ ერთხელ ეხმაურება. BBC, Sky News, AFP ("ფრანს-პრესი), Associated Press, The Guardian და სხვა გამოცემები აქტიურად აშუქებენ მიმდინარე მოვლენებს.

"ოთხშაბათს, საკამათო კანონპროექტის გასაპროტესტებლად ქუჩაში ათიათასობით ქართველი გავიდა. საქართველოს პარლამენტმა ბრიუსელის გაფრთხილების მიუხედავად, რომ კანონის მიღება თბილისის მრავალწლიან ევროპულ მისწრაფებებს საფრთხეს შეუქმნიდა, ის მეორე მოსმენით მაინც მიიღო", - წერს France24.

ურსულა ფონ დერ ლაიენის X-ზე გამოქვეყნებული მიმართვა კი არაერთმა უცხოურმა გამოცემამ დაბეჭდა:

"საქართველოში არსებულ ვითარებას დიდი შეშფოთებით ვადევნებ თვალს და თბილისის ქუჩებში ძალადობას ვგმობ", - წერდა ევროკომისიის პრეზიდენტი. ევროკავშირის ლიდერმა დასძინა, რომ საქართველო ახლა გზაჯვარედინზე იმყოფება და ჩვენს ქვეყანას ევროპის გზაზე დარჩენისკენ მოუწოდა.

I am following the situation in Georgia with great concern and condemn the violence on the streets of Tbilisi.

The Georgian people want a European future for their country.

Georgia is at a crossroads. It should stay the course on the road to Europe.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) May 1, 2024

ოთხშაბათის ღამის დაპირისპირებას Guardian-იც გამოეხმაურა:

"პოლიციის ძალადობამ შოკში ჩააგდო საქართველო, სადაც დამკვირვებლები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეების მიმართ "არაპროპორციული ძალა" გამოიყენეს."

AFP-ს აქციის ერთ-ერთი მონაწილის, 20 წლის ტატო გაჩეჩილაძის კომენტარი აქვს მოყვანილი:

"მათი ძალადობა უშედეგოა, პროტესტი კიდევ უფრო გამძაფრდება, რადგან ჩვენი ხელისუფლებისადმი ბრაზი კიდევ უფრო მატულობს. საქართველო ევროპას ეკუთვნის, რუსულ კანონებს და პრორუსულ მთავრობას არ შევეგუებით".

"მუდმივად მზარდი საპროტესტო აქციები დედაქალაქ თბილისის ქუჩებში თითქმის ერთი თვეა იმართება, ოთხშაბათს საღამოს, ყველაზე მასშტაბურ ანტისამთავრობო აქციაში, ათიათასობით ადამიანმა ქალაქის ცენტრი გადაკეტა",- წერს Sky News.

Associated Press-ს კი ჯოზეფ ბორელის X-ზე გამოქვეყნებული პოსტი მოჰყავს: "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს." მან დასძინა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება მიუღებელია.

წაიკითხეთ ასევე:

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა