ავტორი:

აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში ნაგვის ურნა შეაგდეს, იქიდან კი მათი მისამართით ბოთლები და სხვა ნივთები ისროლეს

აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში ნაგვის ურნა შეაგდეს, იქიდან კი მათი მისამართით ბოთლები და სხვა ნივთები ისროლეს

საქართველოს პარლამენტთან, კერძოდ, ჩიტაძის ქუჩაზე დაპირისპირების ცალკეულ შემთხვევებს კვლავ აქვს ადგილი.

რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში ნაგვის ურნა შეაგდეს, იქიდან კი მათი მისამართით ბოთლები და სხვა ნივთები ისროლეს. ამ ფაქტს აქციის მონაწილეების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა.

პერიოდულად პარლამენტის შენობის ეზოდან ისევ უშვებენ წყლის ჭავლს და მხუთავ აირს.

მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები ჩიტაძის ქუჩაზე კვლავ რჩებიან.

იხილეთ ასევე: