ავტორი:

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს.

რამდენიმე მოქალაქე ამბობს, რომ რეზინის ტყვია მოხვდათ და სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანება მიიღეს.

“გირჩი- მეტი თავისუფლების” მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო-კადრებიდანაც ჩანს, რომ დაშავდა პარტიის წევრი, ცოტნე კობერიძე. მათი ინფორმაციით, კობერიძეს რეზინის ტყვია მუცლისა და ხელის არეში მოხვდა.

აქციაზე ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვია თვალში მოხვდა. კადრებში ჩანს, რომ თვალის არე მას სისხლიანი აქვს.

24 წლის ახალგაზრდა სასწრაფო დახმარებამ კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა.

როგორც „ნიუ-ჰოსპიტალსმა“ "ინტერპრესნიუსს“ აცნობა, აქციის მონაწილეს გამოკვლევები უტარდება.

კლინიკაში აქციიდან კიდევ ერთი დაშავებულია გადაყვანილი, სასუნთქი გზების დაზიანებით.

დაშავებულებს ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები სამედიცინო დახმარებას უწევენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რეზინის ტყვიების გამოყენების ფაქტს არ ადასტურებს. უწყებაში მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

იხილეთ ასევე: