ავტორი:

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთის ფედერაციის დროშა დახიეს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთის ფედერაციის დროშა დახიეს

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, კერძოდ, 9 აპრილის ქუჩაზე, რუსეთის ფედერაციის დროშა დახიეს.

მათი განცხადებით, ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე, რომელიც, მათივე განმარტებით, რუსული კანონია.

მანამდე კი, აქციის მონაწილეები გვერდითა შესასვლელში ჭიშკარს ეჯაჯგურებოდნენ, მუშტებს ურტყამდნენ და ამ ფორმით გამოხატავდნენ კანონპროექტის მიმართ პროტესტს.

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს გარშემო არიან განლაგებულები, ეზოში კი სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.

ისმის შეძახილები: „არა რუსეთს“, „კი ევროპას“!