ავტორი:

"ყველა უნდა გამოვიდეთ... დროა ხალხმა ნორმალურად იცხოვროს, ჩემ დღეში აღარ ჩავარდეს!" - აქციას თამარ ბაჩალიაშვილის მამა შეუერთდა

"ყველა უნდა გამოვიდეთ... დროა ხალხმა ნორმალურად იცხოვროს, ჩემ დღეში აღარ ჩავარდეს!" - აქციას თამარ ბაჩალიაშვილის მამა შეუერთდა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეების აქციას თამარ ბაჩალეიშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალეიშვილიც შეუერთდა:

"ამ მთავრობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი უნამუსობა, ქვეყნის და ერის ღალატი. რა გაუკეთეს ახალგაზრდობას, ხაბეიშვილს... ხავსს ეჭიდავებიან, მაგრამ არაფერი არ უშველით. დროა, ეს მოღალატეები და მკვლელები ქვეყანას მოსცილდნენ... ეს უნამუსოები სისხლიანი პირით კიდევ თავს იმართლებენ... ყველა უნდა გამოვიდეთ... დროა ხალხმა ნორმალურად იცხოვროს, ჩემ დღეში აღარ ჩავარდეს ხალხი!" - ამბობს ჯუმბერ ბაჩალეიშვილი.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა. ამ ვერსიის ოჯახს დღემდე არ სჯერა.