ავტორი:

"თუ გრძნეული არ ხარ, შეუძლებელია ამხელა აუდიტორია ასე აიყვანო...მიყვარხარ, ყვიროდნენ ირგვლივ, პირდაპირ შეგიძლიათ დამიძახოთ ქოცი" - რას წერს ხატია სიჭინავა ბიძინა ივანიშვილზე

"თუ გრძნეული არ ხარ, შეუძლებელია ამხელა აუდიტორია ასე აიყვანო...მიყვარხარ, ყვიროდნენ ირგვლივ, პირდაპირ შეგიძლიათ დამიძახოთ ქოცი" - რას წერს ხატია სიჭინავა ბიძინა ივანიშვილზე

მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც აქციის მონაწილეებსა და სპორტსმენ რამაზ ნოზაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა აღბეჭდილი. კადრებში ჩანს, რომ ნოზაძე მეუღლესთან, ხატია სიჭინავსთან ერთად იმყოფებოდა.

"ნუ გვაწუხებთ, ბიჭო..." - ეუბნება ერთ-ერთ აქტივისტს ნოზაძე, რომელსაც სავარაუდოდ, აქციის გამო, ავტომობილით გადაადგილებაში შეეშალა ხელი.

  • ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე "ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერები არიან. წყვილი ორი დღის წინ მთავრობის მიერ დაგეგმილ აქციაზეც იმყოფებოდა, რის შემდეგაც სიჭინავამ სოციალურ ქსელში დაწერა:

"მართალი გითხრათ, პირველად ვნახე ასე ახლოს ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ 20 წლისა მის არხზე ვმუშაობდი და კაიზერ სოზესავით ვეძებდით ყველა თანამშრომელი, თითქმის ყოველ კვირა დარიცხული ბონუსებისთვის. ბოლოს, ლამის თამუნა გომართელი მეგონა გადაცმული, ისე მაინტერესებდა ვინ იყო, თამუნაც იქ მუშაობდა.

დღეს როცა ვუსმენდი, მივხვდი, რომ თუ გრძნეული არ ხარ, შეუძლებელია ამხელა აუდიტორია ასე აიყვანო წლების განმავლობაში. მე ვისმენდი მართლა შეძახილებს მისი მისამართით - მიყვარხარ, ყვიროდნენ ირგვლივ. მოკლედ, ის მინდოდა მეთქვა, არ იწვალოთ, პირდაპირ შეგიძლიათ დამიძახოთ ქოცი. ბრავო, ძალიან მაგარი მესიჯები იყო.

ნახეთ ვიდეო: