ავტორი:

უახლესო ფოტოები "ევროვიზიის" სცენიდან: ნუცა ბუზალაძემ პირველი რეპეტიცია გაიარა - რას წერს მომღერალი?

უახლესო ფოტოები "ევროვიზიის" სცენიდან: ნუცა ბუზალაძემ პირველი რეპეტიცია გაიარა - რას წერს მომღერალი?

ნუცა ბუზალაძემ ევროვიზიის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარა. ფოტოები მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წარწერით:

"ევროვიზიის პირველი რეპეტიციის შეგრძნება: დაუვიწყარი!" - წერს ნუცა.

ნუცა ბუზალაძე საქართველოს "ევროვიზიის“ კონკურსზე სიმღერით Firefighter წარადგენს. კომპოზიციისა და მასზე გადაღებული კლიპის პრემიერა ორი საათის წინ კონკურსის Youtube არხზე გაიმართა.

სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორები ჩრდილოეთ მაკედონიელი კომპოზიტორი და პროდიუსერი დარკო დიმიტროვი და მუსიკოსი ადა სატკა არიან. ნუცამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ "ევროვიზიისთვის" მუშაობის15-წლიანი გამოცდილება აქვთ.

კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი - შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი - ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი - ნესტან სინჯიკაშვილია.

"ევროვიზია 2024“ შვედეთის ქალაქ მალმოში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება. ნუცა საქართველოს სახელით ნახევარფინალში 9 მაისს იმღერებს.

"ჩემთვის ყოველთვის მთავარია, საქმეში მაქსიმუმი ჩავდო... შემდეგ უკვე ვეღარ ვაკონტროლებ იმას, რომ სიმღერა ზოგ ადამიანს მოსწონს, ზოგს კი - არა. ჩემთვის მთავარია ჩემსავე წინა ნაშრომს ვაჯობო და დავინახო, რომ კიდევ უფრო გავიზარდე და უფრო მაგარი რაღაც გავაკეთე. ასეა "ევროვიზიის" სიმღერაც. ძალიან ველოდებოდი ხალხის რეაქციას და მიხარია, რომ დიდწილად მოეწონათ. პრემიერის დროს ყველა გაგიჟდა, ამბობდნენ, ასეთი კლიპი საქართველოში ჯერ არ გადაუღიათო და სიმღერაც ძალიან მოეწონათ, რითაც ბედნიერი ვარ" - ამბობდა ნუცა ცოტა ხნის წინ AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

წაიკითხეთ ასევე: