ავტორი:

"სამართლიანი გაძევებაა, მაგრამ ამან ჩვენზე საშინლად იმოქმედა" - გიორგი მამარდაშვილის შეცდომა, წითელი ბარათი "ბარსასთან" და ფანების გამოხმაურება (ვიდეო)

"სამართლიანი გაძევებაა, მაგრამ ამან ჩვენზე საშინლად იმოქმედა" - გიორგი მამარდაშვილის შეცდომა, წითელი ბარათი "ბარსასთან" და ფანების გამოხმაურება (ვიდეო)

ლა ლიგის 33-ე ტურის დასკვნით მატჩში "ვალენსია“ გასვლაზე "ბარსელონასთან“ 2:4 დამარცხდა.

მატჩში "ვალენსიას" ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა წითელი ბარათი მიიღო. გიორგისთვის ეს პირველი წითელი ბარათია.

ყველაფერი პირველ ტაიმში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოხდა, როდესაც ქართველმა მცველის მიერ უკან გაკეთებული პასის მიღებისას შეცდომა დაუშვა, საჯარიმოს გარეთ ბურთი ხელზე მოხვდა და მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ, გააძევა.

წითელი ბარათის მიღებამდე გიორგის Flashscore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 9.2 ქულა ჰქონდა.

"გუშინდელი მატჩის საკვანძო მომენტი უდავოა, მამარდაშვილის გაძევებაა. სამართლიანი გაძევება, მაგრამ ამან ჩვენზე საშინლად იმოქმედა".

"ეს შეცდომა საბედისწერო აღმოჩნდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა გვეშველება თუ "მამარდას" გაყიდიან? ის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია".

"ახლა ხომ ზუსტად ხედავთ ჩვენი მეკარის მნიშვნელობას, მის გარეშე გუნდი შეკრული აღარაა", - წერენ "ვალენსიას" ფანები. მატჩის შესახებ უფრო მეტი დეტალი წაიკითხეთ sportall.ge-ზე