ავტორი:

"ასე გეწყინათ, ამ "შტერული" სიმღერის საუნდტრეკად და სლოგანად გამოყენების უფლება რომ არ მივეცი ნაცებს?!" - ირმა სოხაძე ლევან ბერძენიშვილს

"ასე გეწყინათ, ამ "შტერული" სიმღერის საუნდტრეკად და სლოგანად გამოყენების უფლება რომ არ მივეცი ნაცებს?!" - ირმა სოხაძე ლევან ბერძენიშვილს

"ახალგაზრდობას შეუძლია იმღეროს შტერული სიმღერა და აქციოს საქართველოს ჰიმნად! ირმა სოხაძის ტექსტზეც კი!" - ამის შესახებ ფილოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმას კი არ აქვს მნიშვნელობა ტექსტი რა შინაარსისაა, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კონკრეტული იდეის გარშემო არსებობს ერთობა და რასაც გვინდა, იმას მივანიჭებთ სიწმინდეს, მათ შორის ამ სიმღერასაც.

"ზოგს გაუკვირდა, რა არის ამ სიმღერაში ასეთიო, არაფერი არ არის. მთავარია ერთმანეთის სიყვარული, ახალგაზრდობამ ეს გააკეთა" - თქვა ბერძენიშვილმა.

მის ამ კომენტარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ირმა სოხაძე, სიმღერა "გაიღიმეს" ავტორი:

"დიახ, ბატონო ლევან! ეს თქვენ თქვით, მე არ მითქვამს! ასე გეწყინათ, ამ "შტერული" სიმღერის, კერძოდ კი სიტყვების "ზღაპრის ბოლო კეთილია" - ნაცებს საუნდტრეკად და სლოგანად გამოყენების უფლება რომ არ მივეცი?! არ მეგონა, ეს ფაქტი ასე თუ გაგამწარებდათ ისე, ხალხს და მით უფრო, ახალგაზრდებს, არაფერი ეშლებათ, ბატონო ლევან!" - დაწერა სოხაძემ.

წაიკითხეთ ასევე: