ავტორი:

დევიდ ბოუი მართალი იყო - მარსზე "ობობები" არიან: რა უნდა ვიცოდეთ წითელ პლანეტაზე წარმოქმნილი უცნაური ფენომენის შესახებ

დევიდ ბოუი მართალი იყო - მარსზე "ობობები" არიან: რა უნდა ვიცოდეთ წითელ პლანეტაზე წარმოქმნილი უცნაური ფენომენის შესახებ

1970-იან წლებში დევიდ ბოუიმ თავისი ალბომი The Rise and Fall of Ziggy Stardust and the Spiders from Mars გამოუშვა, როკ -ვარსკვლავს მაშინ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მისი ალბომის სახელწოდება აღწერდა რეალურ ფენომენს ჩვენს მეზობელ წითელ პლანეტაზე. ე.წ "ობობები" მარსის ზედაპირზე უცნაური წარმონაქმნებია, რომლებიც მხოლოდ პლანეტის სამხრეთ პოლარულ რეგიონში გვხვდება და მზის სისტემაში ანალოგი არ გააჩნიათ.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ გადაღებული ფოტოები წარმოუდგენელი სიზუსტით აჩვენებს უცნაურ წარმონაქმნებს. ამ ფენომენის სამეცნიერო სახელწოდება - "araneiforms" - ლათინურად სიტყვასიტყვით ნიშნავს "ობობას ფორმას".

"მარსის ობობები" პირველად 20 წელზე მეტი ხნის წინ შენიშნეს, თუმცა მისი წარმოშობა აქამდე გაურკვეველი იყო. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ისინი გაყინული ნახშირბადის პირდაპირი სუბლიმაციის შედეგად წარმოიქმნებიან:

  • როდესაც გაზაფხულის მზე ეცემა პლანეტის ზედაპირზე გაყინული ნახშირორჟანგის (CO2) ფენებს, მზის შუქი CO2 ყინულის მყარ ფენას გაზად აქცევს. გაზის ამომავალი ნაკადები, დატვირთული მუქი მტვრით, იშლება სამი ფუტის (ერთი მეტრის) სისქის ყინულის ფენებში, სანამ უკან დაეცემა და ზედაპირზე დადგება. სწორედ ასე წარმოიქმნება „ობობის ფორმის“ ლაქა.

მარსის ატმოსფერო ძალიან განსხვავდება დედამიწისგან: ის ძირითადად ნახშირბადისგან შედგება. პლანეტა ასევე გაცილებით შორს არის მზიდან, ვიდრე დედამიწა, ამიტომ გაცილებით ცივია. როდესაც ზამთარი მოდის, ატმოსფეროდან ნახშირორჟანგი იყინება პლანეტის ზედაპირზე, განსაკუთრებით მაღალ განედებში.