ავტორი:

"შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში კონფლიქტი ჯერ შექმნა და ახლა განზრახ ახანგრძლივებს" - შოიგუ

"შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში კონფლიქტი ჯერ შექმნა და ახლა განზრახ ახანგრძლივებს" - შოიგუ

უკრაინაში კონფლიქტი ვაშინგტონმა შექმნა და დღეს მიზანმიმართულად ახანგრძლივებს მას - ეს ნათლად აჩვენებს დასავლეთის სურვილს, შეინარჩუნოს გლობალური დომინირება ნებისმიერი საშუალებით და დააწესოს თავისი დიქტატურა დამოუკიდებელ ქვეყნებზე, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

„შეერთებულმა შტატებმა ჯერ შექმნა და ახლა განზრახ ახანგრძლივებს კონფლიქტს უკრაინაში”, - აღნიშნა შოიგუმ.

მისი თქმით, მსოფლიოში გეოპოლიტიკური წინააღმდეგობები იზრდება, ნადგურდება სტრატეგიული სტაბილურობის ფუნდამენტური საფუძვლები და მცირდება საერთაშორისო ინსტიტუტების როლი.

„ეს ძირითადად განპირობებულია შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების სურვილით, შეინარჩუნონ გლობალური დომინირება ნებისმიერი საშუალებით და დააკისრონ თავიანთი დიქტატურა დამოუკიდებელ ქვეყნებზე. საკუთარი მიზნების მისაღწევად ვაშინგტონი უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებს, მათ შორის პარტნიორებზე, აკისრებს რა მათ მორჩილი შემსრულებლების როლს“, - აღნიშნა შოიგუმ.

მისი მტკიცებით, შეიძლება აშშ-ის მიერ სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩარევის მრავალი მაგალითის მოტანა, მათ შორის იმ რეჟიმების შეცვლით, რომლებიც არ მოსწონთ.

”ეს არის ერაყი, ავღანეთი, ლიბია, სირია”, - აღნიშნა შოიგუმ.