ავტორი:

"ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ჩამიტარებია თუ არა კონცერტი რუსეთში, მიმღერია თუ არა რუსებისთვის გეტყვიან "არა-ს"! 1982 წლის შემდეგ ფეხი არ დამიდგამს მათ სცენაზე" - თამრიკო ჭოხონელიძე

"ვისაც არ უნდა ჰკითხოთ,  ჩამიტარებია თუ არა კონცერტი რუსეთში, მიმღერია თუ არა რუსებისთვის გეტყვიან "არა-ს"! 1982 წლის შემდეგ ფეხი არ დამიდგამს მათ სცენაზე" - თამრიკო ჭოხონელიძე

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ერთ-ერთი ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის წლების წინ რუსეთში გამართულ კონცერტში მონაწილეობდა.

  • ჭოხონელიძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მისთვის შეურაცხმყოფელია. მისივე თქმით, 1982 წლის შემდეგ რუსეთში არ ყოფილა.

"დიდი ხანია მავანნი ცდილობენ ხან რა დამაბრალონ, ხან რა... მაგრამ ეს არ მწყინს, რადგან ჩემს სიმართლეში ეჭვი არ მეპარება, არც მე და არც საზოგადოებას. მაგრამ არის საკითხი, რომელსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებდი, რადგან ეს ჩემი ღირსების შეურაცხმყოფელი და ჩემი უფლებების დამრღვევი ქმედებაა.

მსურს, მივმართო „პოსტვის", რომლის ეთერშიც გავიდა ეს ცილისმწამებლური სიუჟეტი: სად არის ჟურნალისტური ღირსება?! პიროვნული თავმოყვარეობა?! არ გრცხვენიათ?! ვისაც არ უნდა ჰკითხოთ (მათ შორის ჩემგან განსხვავებულ აზრზე და პოზიციაზე მდგომ ადამიანსაც) რამდენად ვარ დაკავშირებული რუსეთთან, ჩამიტარებია თუ არა კონცერტი რუსეთში, მიმღერია თუ არა რუსებისთვის - დარწმუნებული ვარ გეტყვიან „არა-ს"!

დიახ, ყველა გეტყვით, რომ კარგად ახსოვთ ჩემი საპროტესტო გამოსვლები და კომენტარები რუსეთში კონცერტების ჩატარებასთან დაკავშირებით. მე ერთ-ერთი ვიყავი, ვინც ეს ხმამაღლა და არაერთხელ გააპროტესტა.

1982 წლის შემდეგ ფეხი არ დამიდგამს რუსეთის სცენაზე, თქვენ კი ამბობთ, რომ 2012 წელს მოსკოვში კონცერტში მივიღე მონაწილეობა. რატომ არ დაიხმარეთ კადრი, სადაც მე ვმღეროდი რუსებისთვის? - იმიტომ, რომ ვერსად ვერ მოიძიებდით! არ არსებობს ბუნებაში მსგავსი კადრი. ცოტა მაინც არ იგრძენით უხერხულობა, როცა ასეთ ცილს მწამებდით? რა თქმა უნდა, არა! ამიტომ მოგმართავთ, მყისიერად გაასწოროთ ეს ინფორმაცია და თქვენს მაყურებელს მიაწოდოთ სწორი ფაქტები, მომიხადოთ საჯაროდ ბოდიში ან სხვა გზას არ მიტოვებთ იმის გარდა, რომ მივმართო სასამართლოს!" - წერს ჭოხონელიძე.

წაიკითხეთ ასევე: