ავტორი:

"6 წლის ქალიშვილი დარჩა" -  ცხინვალელი სამხედრო, რომელიც რუსების მხარეს იბრძოდა, ომში დაიღუპა

"6 წლის ქალიშვილი დარჩა" -  ცხინვალელი სამხედრო, რომელიც რუსების მხარეს იბრძოდა, ომში დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომში ცხინვალელი სამხედრო დაიღუპა. ზელიმ ხარებოვი ზაპოროჟიეს რეგიონის დასახლებულ პუნქტ რობოტინოში რუსების მხარეს იბრძოდა. ინფორმაციას ჟურნალისტი არზუ მამედოვა ავრცელებს.

  • აღსანიშნავია, რომ ზელიმი 42 წლის იყო. მას 6 წლის ქალიშვილი დარჩა.

უკრაინის სამხრეთ რეგიონში, ზაპოროჟიეს მიმართულებით ინტენსიური შეტაკებებია. გასული წლის კონტრშეტევაზე უკრაინამ რობოტონი დაიბრუნა, თუმცა მოგვიანებით რუსი სამხედროები ისევ დაბრუნდნენ და შეტაკებები დღემდე გრძელდება.

ავტორი: ანრი კურტანიძე