მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს" - ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთზე
"დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს" - ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთზე

ჩი­ნეთ­თან პარტნი­ო­რო­ბა და მის­გან ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ რუ­სე­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ის­ტო­რი­აა, - ამის შე­სა­ხებ კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ხა­ვი­ერ კო­ლო­მი­ნამ თბი­ლის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ჩი­ნეთ­თან და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა უნდა იყოს.

“ამა­ზე თბი­ლის­ში ჩემი ვი­ზი­ტე­ბის დროს ხში­რად გვი­ლა­პა­რა­კია. გე­ოს­ტრა­ტე­გი­უ­ლი შე­ჯიბ­რის სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ, ეს ნა­თე­ლია. რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის სი­ტუ­ა­ცი­ებს არ ვა­და­რებთ ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ შეშ­ფო­თე­ბე­ბი გვაქვს იმ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლებ­საც ჩი­ნე­თი წარ­მო­ად­გენს. ამ მხრივ, გვჯე­რა, რომ ჩვენს პარტნი­ო­რებ­სა და ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებ­საც კი შე­უძ­ლი­ათ უფრო დახ­ვე­წი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­დეთ ჩი­ნეთ­თან, ვი­ნა­ი­დან, ჩი­ნეთს გარ­კვე­ულ დო­ნემ­დე შე­უძ­ლია პარტნი­ო­რი იყოს, შე­უძ­ლია გლო­ბა­ლუ­რი აქ­ტო­რი იყოს, რო­მელ­თა­ნაც ჩარ­თუ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა. ნატო ჩარ­თუ­ლია ჩი­ნეთ­თან, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად უნდა გეს­მო­დეს ის ფაქ­ტი, რომ ის [ჩი­ნე­თი] წარ­მო­ად­გენს უსაფრ­თხო­ე­ბის ამ გა­მოწ­ვე­ვებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი რო­დე­საც საქ­მე კრი­ტი­კულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს ეხე­ბა, რო­მელ­თა შექ­მნაც ზო­გი­ერთ [ჩი­ნურ] ინ­სევსტი­ცი­ას შე­უძ­ლია.

ეს არ ნიშ­ნავს, რომ ჩი­ნეთ­თან პარტნი­ო­რო­ბა არ შე­გიძ­ლია ან ჩი­ნე­თის­გან ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა არ შე­გიძ­ლია. რუ­სე­თი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ის­ტო­რი­აა. ის, რო­გორც იცით, ჩვენ­თვის საფრ­თხეა, დამ­პყრო­ბე­ლია, და რუ­სეთ­ზე ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბა არ შე­იც­ვლე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ეს იყო სა­უბ­რე­ბის ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც ქარ­თველ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან მქონ­და. მათ უნდა იცოდ­ნენ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შექ­მნის რის­კე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კრი­ტი­კულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ში. ამავდრო­უ­ლად, გვეს­მის, იმ სექ­ტო­რებ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ­ლე­ბიც ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს არ ქმნი­ან. ასე რომ, ჯამ­ში და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა უნდა იყოს”, - გა­ნა­ცხა­და კო­ლო­მი­ნამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
0

უკრაინა ხომ აყვვეთ ახლა საქართველოსთვის მოიცალცალეთ მიხედეთ თქვენ თავზედამხობილ ნატოს და უკრანას რომელიც მიწასთან გასწორეთ თქვენი უაზრო რუსეთან ჭიდილის გამო ,ჩვენ ვყვას კარგი პრემიერი და თავად გადაწყვეთს ვისთან იმეგბროს

აჰა
0

ეგრე ვიზამთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს" - ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთზე

"დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს" - ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთზე

ჩინეთთან პარტნიორობა და მისგან ინვესტიციების მიღება შეიძლება, მაგრამ რუსეთი განსხვავებული ისტორიაა, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთთან დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს.

“ამაზე თბილისში ჩემი ვიზიტების დროს ხშირად გვილაპარაკია. გეოსტრატეგიული შეჯიბრის სამყაროში ვცხოვრობთ, ეს ნათელია. რუსეთისა და ჩინეთის სიტუაციებს არ ვადარებთ ერთმანეთს, მაგრამ შეშფოთებები გვაქვს იმ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩინეთი წარმოადგენს. ამ მხრივ, გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებსა და ჩვენს მოკავშირეებსაც კი შეუძლიათ უფრო დახვეწილი ურთიერთობები ჰქონდეთ ჩინეთთან, ვინაიდან, ჩინეთს გარკვეულ დონემდე შეუძლია პარტნიორი იყოს, შეუძლია გლობალური აქტორი იყოს, რომელთანაც ჩართულობა შეიძლება. ნატო ჩართულია ჩინეთთან, მაგრამ ამავდროულად უნდა გესმოდეს ის ფაქტი, რომ ის [ჩინეთი] წარმოადგენს უსაფრთხოების ამ გამოწვევებს, განსაკუთრებით კი როდესაც საქმე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და დამოკიდებულებებს ეხება, რომელთა შექმნაც ზოგიერთ [ჩინურ] ინსევსტიციას შეუძლია.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთთან პარტნიორობა არ შეგიძლია ან ჩინეთისგან ინვესტიციების მიღება არ შეგიძლია. რუსეთი სრულიად განსხვავებული ისტორიაა. ის, როგორც იცით, ჩვენთვის საფრთხეა, დამპყრობელია, და რუსეთზე ჩვენი შეხედულება არ შეიცვლება მანამ, სანამ ომი მიმდინარეობს.

ეს იყო საუბრების ნაწილი, რომლებიც ქართველ ოფიციალურ პირებთან მქონდა. მათ უნდა იცოდნენ დამოკიდებულებების შექმნის რისკები, განსაკუთრებით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში. ამავდროულად, გვესმის, იმ სექტორებში ინვესტიციების საჭიროება, რომლებიც ასეთ დამოკიდებულებებს არ ქმნიან. ასე რომ, ჯამში დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს”, - განაცხადა კოლომინამ.