მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემმა მეგობარმა ძლივს გამოსტაცა ძაღლს ბავშვი პირიდან" - რას ჰყვება პიტბულის დაკბენილი, 2 წლის ლაზარეს მამა
"ჩემმა მეგობარმა ძლივს გამოსტაცა ძაღლს ბავშვი პირიდან" - რას ჰყვება პიტბულის დაკბენილი, 2 წლის ლაზარეს მამა

გუ­რი­ა­ში, პიტ­ბუ­ლის მიერ დაკ­ბე­ნილ 2 წლის ლა­ზა­რეს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ოპე­რა­ცია 12 სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. რო­გორც ლა­ზა­რეს მამა, რეზო ნა­კა­ში­ძე ამ­ბობს, ბავ­შვს კი­დევ ერთი ოპე­რა­ცია იან­ვარ­ში, სა­შო­ბაო არ­და­დე­გე­ბის შემ­დეგ ჩა­უ­ტარ­დე­ბა. ამ­ჟა­მად, ლა­ზა­რეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

ლა­ზა­რეს მამა AMBEBI.GE-სთან მომ­ხდარს დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს:

"ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი სა­ბავ­შვო ბა­ღი­დან დაბ­რუნ­და, რო­გორც კი მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და, იმ­წამ­სვე უკბი­ნა ფე­ხის არე­ში. ძაღ­ლიც აღარ ჩან­და, თვალს მო­ე­ფა­რა. ჩვენც მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა უფ­რო­სი შვი­ლის­კენ გვქონ­და მი­მარ­თუ­ლი, კლი­ნი­კა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ აც­რის გა­სა­კე­თებ­ლად. უმ­ცრო­სი ბავ­შვი კი შინ დავ­ტო­ვეთ, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად. რამ­დე­ნი­მე წამ­ში ძაღ­ლი უკან მობ­რუნ­და და ლა­ზა­რე თა­ვის არე­ში დაკბი­ნა. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ძლივს გა­მოს­ტა­ცა ძაღლს ბავ­შვი პი­რი­დან და მო­იყ­ვა­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ბავ­შვს თავ­ზე კა­ნის 80% აღარ ჰქონ­და, ამ ეტაპ­ზე ბავ­შვი კონ­ტაქ­ტუ­რია, და­ე­ხუ­რა სკალ­პის 80%, რო­მე­ლიც აი­ღეს ზურ­გის მხრი­დან, დარ­ჩე­ნი­ლია მცი­რე­დი ნა­წი­ლი თა­ვის ქა­ლის არე­ში, კი­დევ ერთი ოპე­რა­ცია შო­ბის შემ­დეგ ჩა­ტარ­დე­ბა".

2 წლის ლა­ზა­რეს ოჯა­ხი, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს მო­უ­წო­დებს, არას­წო­რი და გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

"გუ­შინ, თით­ქმის 13 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ოპე­რა­ცია. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ოპე­რა­ცია დას­რულ­და, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და.

დღეს ასე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ძაღ­ლი არის მე­ზობ­ლის, ესეც არას­წო­რია. წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს, ვინ არის ძაღ­ლის პატ­რო­ნი და ვინ გა­მო­უშ­ვა ქუ­ჩა­ში. ძაღ­ლი ამ ეტაპ­ზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. ვე­ლო­დე­ბით 10 დღის გას­ვლას", - ამ­ბობს ლა­ზა­რეს მამა.

რეზო ნა­კა­ში­ძე ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მისი შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად თუნ­დაც 1 ლარი გა­ი­ღო, მად­ლო­ბას უხ­დის.

"გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც თუნ­დაც მცი­რე­დი გა­ი­ღო, სა­კუ­თარ ოჯა­ხებს მო­აკ­ლეს და ჩვენ დაგ­ვიდ­გნენ გვერ­დით. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც გულ­წრფე­ლად ჩა­ერ­თო ამ ტრა­გი­კულ ამ­ბავ­ში.

ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა სა­ჭი­რო ოპე­რა­ცია ფი­ნანსდე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა აღარ არის სა­ჭი­რო. ის თან­ხა კი, რაც შეგ­როვ­და, ლა­ზა­რეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას მოხ­მარ­დე­ბა, დარ­ჩე­ნილ ფი­ნან­სებს კი იმ ადა­მი­ა­ნებს გა­და­ვუ­რი­ცხავთ, ვი­საც ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა,“ - ამ­ბობს ლა­ზა­რეს მამა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
1

დასცინით ძველ დროს, უფლებას არ აძლევდნენ ალიკაპის გარეშე გამოგეყვანა ძაღლი

akaki
4

აგრესიისკენ მიდრეკილი ძაღლები საერთოდ უნდა აიკრძალოს, რომ მოსახლეობამ იყოლიოს, როგორც აბსტრაქტული საფრთხის შემცველი.

ადამიანის ფასად მილიონი ძაღლი არ ღირს!

- ეს მეძაღლეების გასაგონად.

ვერავინ გათვლის პატრონი როგორ გაზრდის ან ძაღლს რა მოუფრენს, მაშინ ვეფხვები და მგლები ვიყოლიოთ და გაგვიკვირდეს მერე რომ ვინმეს შეჭამენ?

რა გახდა ამ დამპალი პიდბულების გაქრობა თავის პატრონებიანად.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ჩემმა მეგობარმა ძლივს გამოსტაცა ძაღლს ბავშვი პირიდან" - რას ჰყვება პიტბულის დაკბენილი, 2 წლის ლაზარეს მამა

"ჩემმა მეგობარმა ძლივს გამოსტაცა ძაღლს ბავშვი პირიდან" - რას ჰყვება პიტბულის დაკბენილი, 2 წლის ლაზარეს მამა

გურიაში, პიტბულის მიერ დაკბენილ 2 წლის ლაზარეს ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც ლაზარეს მამა, რეზო ნაკაშიძე ამბობს, ბავშვს კიდევ ერთი ოპერაცია იანვარში, საშობაო არდადეგების შემდეგ ჩაუტარდება. ამჟამად, ლაზარეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ლაზარეს მამა AMBEBI.GE-სთან მომხდარს დეტალურად იხსენებს:

"ჩემი უფროსი შვილი საბავშვო ბაღიდან დაბრუნდა, როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა, იმწამსვე უკბინა ფეხის არეში. ძაღლიც აღარ ჩანდა, თვალს მოეფარა. ჩვენც მთელი ყურადღება უფროსი შვილისკენ გვქონდა მიმართული, კლინიკაში გადავიყვანეთ აცრის გასაკეთებლად. უმცროსი ბავშვი კი შინ დავტოვეთ, ოჯახის წევრებთან ერთად. რამდენიმე წამში ძაღლი უკან მობრუნდა და ლაზარე თავის არეში დაკბინა. ჩემმა მეგობარმა ძლივს გამოსტაცა ძაღლს ბავშვი პირიდან და მოიყვანა საავადმყოფოში. ბავშვს თავზე კანის 80% აღარ ჰქონდა, ამ ეტაპზე ბავშვი კონტაქტურია, დაეხურა სკალპის 80%, რომელიც აიღეს ზურგის მხრიდან, დარჩენილია მცირედი ნაწილი თავის ქალის არეში, კიდევ ერთი ოპერაცია შობის შემდეგ ჩატარდება".

2 წლის ლაზარეს ოჯახი, მედიასაშუალებებს მოუწოდებს, არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

"გუშინ, თითქმის 13 საათის განმავლობაში მიმდინარეობა ოპერაცია. ამ დროის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია დასრულდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძაღლი არის მეზობლის, ესეც არასწორია. წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ არის ძაღლის პატრონი და ვინ გამოუშვა ქუჩაში. ძაღლი ამ ეტაპზე მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ველოდებით 10 დღის გასვლას", - ამბობს ლაზარეს მამა.

რეზო ნაკაშიძე ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი შვილის გადასარჩენად თუნდაც 1 ლარი გაიღო, მადლობას უხდის.

"გულწრფელი მადლობა ყველას, ვინც თუნდაც მცირედი გაიღო, საკუთარ ოჯახებს მოაკლეს და ჩვენ დაგვიდგნენ გვერდით. მადლობა ყველას, ვინც გულწრფელად ჩაერთო ამ ტრაგიკულ ამბავში.

ამ ეტაპზე ყველა საჭირო ოპერაცია ფინანსდება და საზოგადოების დახმარება აღარ არის საჭირო. ის თანხა კი, რაც შეგროვდა, ლაზარეს რეაბილიტაციას მოხმარდება, დარჩენილ ფინანსებს კი იმ ადამიანებს გადავურიცხავთ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება,“ - ამბობს ლაზარეს მამა.

იხილეთ ასევე:

ავტორი: თიკო გურაშვილი