მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს. არასდროს მიფიქრია საქართველოდან წასვლაზე... ჩემი უფლებები რომც დაირღვეს, მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ..." - ჯეიჰუნ მუჰამედალის გზა ჟურნალისტიკაში, პრობლემები და გამარჯვებები
"აქ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს. არასდროს მიფიქრია საქართველოდან წასვლაზე...  ჩემი უფლებები რომც დაირღვეს, მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ..." -  ჯეიჰუნ მუჰამედალის გზა ჟურნალისტიკაში, პრობლემები და გამარჯვებები

"რო­გორც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, ახლა მეც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე ვარ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ცალ­სა­ხა არ­ჩე­ვა­ნია ევ­რო­პა, ჩვე­ნი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბაც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას უჭერს მხარს, აც­ნო­ბი­ე­რებს რა, რომ ეს ჩვე­ნი უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლია, წინ ევ­რო­პის­კენ, გი­ლო­ცავთ“, - ამ პა­თო­სით ვი­წყებთ სა­უ­ბარს ჟურ­ნა­ლისტ ჯე­იჰუნ მუ­ჰა­მე­და­ლის­თან სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ. მისი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა 5 წლის წინ "რუს­თა­ვი-2“-დან და­ი­წყო და ახლა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარ­ში“ გრძელ­დე­ბა. ამ­ბობს, რომ თავი ამ პრო­ფე­სი­ა­ში იპო­ვა, აბედ­ნი­ე­რებს და მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, რო­მე­ლიც "ხი­დია ხალ­ხსა და რე­ა­ლო­ბას შო­რის“. ჯე­იჰუ­ნის მე­ო­რე საქ­მი­ა­ნო­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა - 2020 წლი­დან ქვე­მო ქარ­თლში, კერ­ძოდ, მარ­ნე­ულ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია სიმ­ბო­ლუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბით - "წი­თე­ლი ხიდი“, რომ­ლის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც ქარ­თველ მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ჯე­იჰუ­ნიც არის. რო­გორც მე­უბ­ნე­ბა, "ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნი აზე­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე, გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე ზრუნ­ვაა. გვინ­და, ადა­მი­ა­ნებ­მა ერ­თმა­ნე­თის კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ მეტი გა­ი­გონ, ორი­ვე ერმა ერ­თმა­ნე­თის თვალ­სა­წი­ე­რი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და­ი­ნა­ხოს“.

ambebi.ge უფრო ახ­ლოს გა­გაც­ნობთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბულ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ჟურ­ნა­ლისტს, რო­მელ­მაც აქამ­დე არც თუ იოლი გზა გა­მო­ი­ა­რა.

  • "აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე უფრო მიყ­ვარს ქარ­თვე­ლე­ბი“

- რუს­თავ­ში და­ვი­ბა­დე. 5 წლის ვი­ყა­ვი, როცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, თუ - სა­უ­ბე­დუ­როდ, მშობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. მე და დედა სოლ­მა­ზი სა­ცხოვ­რებ­ლად რუს­თა­ვი­დან მარ­ნე­ულ­ში გა­და­ვე­დით და იქ და­ი­წყო სირ­თუ­ლე­ე­ბით სავ­სე ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა. დედა - ბა­ქო­დან ჩა­მო­ვი­და, აქ გა­თხოვ­და და მერე უკან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მე­ო­რე კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა დე­დას მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და ჩვე­ნი ყოფა უფრო დამ­ძიმ­და, თავი ძლივს გაგ­ვქონ­და.

ასეთ მძი­მე პე­რი­ოდ­ში ქარ­თვე­ლე­ბის ოჯა­ხი დაგ­ვიდ­გა გვერ­დით - დე­დის ოპე­რა­ცი­ის, მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი მათ და­ფა­რეს, ჩემ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბაც აი­ღეს თავ­ზე, მხარ­ში ამოგ­ვიდ­გნენ და გვმფარ­ვე­ლობ­დნენ. ეს იყო სას­წა­უ­ლი... ასე­თი რა­ღაც ტყუ­ი­ლად არ ხდე­ბა, ვამ­ბობ ხოლ­მე, ღმერ­თს ვუყ­ვარ­ვარ. იმ ოჯახ­თან დღემ­დე იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ის ქალ­ბა­ტო­ნი შვი­ლად მი­მიჩ­ნევს და მეც მე­ო­რე დე­დად ვთვლი. ალ­ბათ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უფრო მიყ­ვარს ქარ­თვე­ლე­ბი, იმ პე­რი­ოდ­ში ჩა­ი­სა­ხა ეს დიდი სიყ­ვა­რუ­ლი. დედა ახლა კარ­გა­დაა, ღმერ­თის შე­წევ­ნი­თა და ქარ­თვე­ლე­ბის გვერ­დში დგო­მით. მად­ლო­ბა უფალს, რო­მელ­მაც მძი­მე ცხოვ­რე­ბით ადა­მი­ა­ნო­ბა მას­წავ­ლა, ზრუ­ნავ­და ჩემ­ზე და არას­დროს მი­ვუ­ტო­ვე­ბი­ვარ. 2003 წლის შემ­დეგ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ნელ-ნელა შე­იც­ვა­ლა. დე­და­ჩემს პენ­სია მო­ე­მა­ტა, ცოტა ხან­ში სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის სტა­ტუ­სიც მი­ვი­ღეთ... სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე და დე­დას ვეხ­მა­რე­ბო­დი.

  • "მას და­ვუ­ჯე­რე და სამი სპე­ცი­ა­ლო­ბი­დან ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ავირ­ჩიე“

- რად­გან ქარ­თუ­ლი ენა კარ­გად არ ვი­ცო­დი და ქარ­თუ­ლი სკო­ლა არ მქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ეროვ­ნულ გა­მოც­დებს ვერ გა­ვუმკლავ­დი. მო­ვინ­დო­მე, ვიბ­რძო­ლე და მე­სა­მე წელს მა­ინც ჩა­ვა­ბა­რე, ცოტა დაგ­ვი­ა­ნე­ბით, მაგ­რამ რა უჭირს, სწავ­ლამ ასა­კი არ იცის. ყვე­ლა­ფერს ჩე­მით ვცდი­ლობ­დი... მი­მაჩ­ნია, რომ ენის არ­ცოდ­ნა ბევრ რა­მე­ში დამ­ხევ­და უკან, წინ ვერ წა­ვი­დო­დი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რომ ჩა­ვა­ბა­რე, ენა მა­შინ უფრო დავ­ხვე­წე. არ ვიცი, ახლა რამ­დე­ნად სუფ­თა ქარ­თუ­ლით ვლა­პა­რა­კობ, მაგ­რამ, ვცდი­ლობ და იმა­ზე უკეთ შე­მიძ­ლია, ვიდ­რე მა­შინ. მე­ო­თხე კლა­სამ­დე წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, მერე დე­დას პრობ­ლე­მე­ბის და სხვა დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გამო, სწავ­ლა­ში ცო­ტას მო­ვი­კოჭ­ლებ­დი. დად­გა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის დროც... ერთი სა­სუ­ლი­ე­რო პირი მე­გო­ბა­რი მყავ­და, რომ­ლის რჩე­ვებ­საც ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დი. მას­თან მი­ვე­დი და შევ­ჩივ­ლე - ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რე და სპე­ცი­ა­ლო­ბის არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე ვარ, ვერ გა­და­მი­წყვე­ტია ფი­ლო­სო­ფო­სი გავ­ხდე, იუ­რის­ტი, თუ ჟურ­ნა­ლის­ტი-მეთ­ქი. მი­თხრა, შენი ბუ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თავს სად უფრო ხე­და­ვო. ვუ­თხა­რი, რომ ხალ­ხთან კო­მუ­ნი­კა­ცია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ტრი­ა­ლი მინ­დო­და. სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა მი­თხრა, შვი­ლო, ფი­ლო­სო­ფო­სი რომ გახ­დე, ცა­რი­ე­ლი ტვი­ნი უნდა იყო, სა­მარ­თალმცოდ­ნე თუ იქ­ნე­ბი, ღვთის წი­ნა­შე ბევრ შეც­დო­მას და­უშ­ვებ და უსა­მარ­თლო­ბის ჩა­დე­ნაც მო­გი­წევს, აი, ჟურ­ნა­ლის­ტი თუ გახ­დე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და შენც ბედ­ნი­ე­რად იგ­რძნობ თავ­სო. და­ვუ­ჯე­რე, და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ავირ­ჩიე. დღეს მარ­თლაც ბედ­ნი­ე­რი ვარ, ეს პრო­ფე­სია რომ ავირ­ჩიე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, წერა არ მიყ­ვარ­და და არც ახლა მიყ­ვარს, უფრო ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი­კა მი­ტა­ცებ­და. ვიდ­რე ჟურ­ნა­ლის­ტად და­ვი­წყებ­დი მუ­შა­ო­ბას, ვი­დე­ობ­ლო­გებს ვა­კე­თებ­დი ჩემ­თვის და ჩე­მე­ბუ­რად...

  • "მა­ნამ­დე "რუს­თა­ვი-2“ ჩემ­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი ოც­ნე­ბა იყო“

- ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში“, "მო­ამ­ბე­ში“ ვი­მუ­შა­ვე თარ­ჯიმ­ნად. იმა­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ჟურ­ნა­ლის­ტად გა­დას­ვლა და სტა­ჟი­რე­ბის გავ­ლა მინ­დო­და, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, არა­ვინ ამიყ­ვა­ნა. ამა­ზე ძა­ლი­ან დამ­წყდა გული... სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე თუ ვლა­პა­რა­კობთ, კი უნდა ავეყ­ვა­ნე ვინ­მეს ქარ­თუ­ლის მცოდ­ნე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი, იქაც ხომ უნდა იყოს ერთი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ვარ­სკვლა­ვი (იცი­ნის)? პირ­ვე­ლად მანდ და მა­შინ წა­ვა­წყდი უსა­მარ­თლო­ბას. მათ ბევ­რი პრობ­ლე­მა მო­ი­გო­ნეს თა­ვის გა­სა­სა­მარ­თლებ­ლად. მად­ლო­ბე­ლი ვარ ნიკა გვა­რა­მი­ა­სი, რო­მელ­მაც უარი არ მი­თხრა და­საქ­მე­ბა­ზე. ერ­თმა­ნე­თი პრე­ზი­დენ­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­ვი­ცა­ნით, სა­დაც ნი­კას სა­ჯა­რო ლექ­ცია ჰქონ­და. მა­ნამ­დე "რუს­თა­ვი-2“ ჩემ­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი ოც­ნე­ბა იყო. 2018 წე­ლია, წა­ვე­დი, და­ვეს­წა­რი ლექ­ცი­ას, მერე მი­ვე­დი, გა­ვე­ცა­ნი ნი­კას, ერ­თად ფო­ტოც გა­და­ვი­ღეთ და მას მერე გაგ­რძელ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ჯერ სტა­ჟი­ო­რად მი­მი­ღეს, მერე გა­მიშ­ვეს სი­უ­ჟე­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად და ამის მერე მა­ლე­ვე ამიყ­ვა­ნეს ჟურ­ნა­ლის­ტად. ეს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სტა­ჟი­რე­ბა იყო... მახ­სოვს პირ­ვე­ლი სი­უ­ჟე­ტი საკ­მა­ოდ მძი­მე თე­მა­ზე მქონ­და - სმი­ტე­ბის ოჯახ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, ხა­დას ხე­ო­ბა­ში რომ და­ხო­ცეს. ეს ამე­რი­კუ­ლი ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მარ­ნე­ულ­ში ცხოვ­რობ­და და საქ­მი­ა­ნობ­და.

მას შემ­დეგ დღემ­დე ამ გუნდთან ვარ და ახლა "მთა­ვარ­ში“ ვაგ­რძე­ლებ მათ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას. აქ ყვე­ლა­ფე­რი მაქვს, რაც კი ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა - ვი­პო­ვე დიდი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი, ვნა­ხე კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ამ ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი ვარ და სამ­სა­ხურ­ში წას­ვლა მი­ხა­რია. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს პრო­ფე­სია, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ხი­დია ხალ­ხსა და რე­ა­ლო­ბას შო­რის. მე­დი­ა­ტო­რის როლი კი ძალ­ზე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო, თან სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია ჩემ­თვის...

  • "და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა­დაც მცნეს, თუმ­ცა დღემ­დე პა­სუ­ხი არა­ვის უგია“

პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჯე­იჰუნს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაც შეხ­ვედ­რია და და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო დღე­ე­ბიც ჰქო­ნია. "როცა ადა­მი­ანს და­ნა­შა­ულ­ში ამ­ხელ, არ მოს­წონს, რო­გორც ჩანს, დის­კომ­ფორ­ტი შე­ვუქ­მე­ნი ზო­გი­ერ­თებს, ისი­ნი მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ და ფი­ზი­კუ­რა­დაც გა­მის­წორ­დნენ“, - მე­უბ­ნე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი.

2020 წლის 29 სექ­ტემ­ბერს, მარ­ნე­ულ­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­თან, ჯე­იჰუნ მუ­ჰა­მე­და­ლის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას გა­უს­წორ­დნენ. ჟურ­ნა­ლის­ტმა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო თა­ვის, ხე­ლი­სა და მუც­ლის არე­ში. და­პი­რის­პი­რე­ბა მარ­ნე­უ­ლის ცენ­ტრში, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ი­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო ოფი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. ოპო­ზი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი მშვი­დო­ბი­ან აქ­ცი­ას ატა­რებ­დნენ და აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ იმ ფაქტს, რომ მათი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე არ მი­იწ­ვი­ეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ფი­ზი­კურ შეხ­ლა-შე­მოხ­ლა­ში გა­და­ი­ზარ­და. სწო­რედ ამ დროს და­შავ­და ჯე­იჰუნ მუ­ჰა­მე­და­ლიც. რო­გორც "მთა­ვა­რი“ არ­ხის ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობს, მას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შტაბ­თან ათამ­დე ადა­მი­ა­ნი გა­უს­წორ­და.

  • ნა­ხეთ რა ჰყვე­ბო­და ჯე­იჰუ­ნი იმ­ჟა­მად:

მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით და­ი­წყო (სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე, ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით და 154-ე - ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტზე). საქ­მე დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია, მე­ტიც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მარ­ნე­უ­ლის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ ამი­რან გი­ორ­გა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნია და ცე­მის ინ­სცე­ნი­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა­დაც მცნეს, თუმ­ცა ამის გარ­და საქ­მე წინ არ წა­სუ­ლა, ცე­მის ფაქ­ტზე არა­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დამ­დგა­რა, და­კა­ვე­ბა­ზე ხომ ზედ­მე­ტია ლა­პა­რა­კი. ისი­ნი ოპო­ზი­ცი­ას ეს­ხმოდ­ნენ თავს და მე ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბას ვას­რუ­ლებ­დი - ვა­შუ­ქებ­დი, რა­მაც ისი­ნი ძა­ლი­ან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. მა­ნამ­დე, რამ­დე­ნი­მე დღით ადრე იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა, როცა ბოლ­ნი­სის საკ­რე­ბუ­ლოს "ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი ვუ­გარ ისა­ე­ვი თა­ვის მოჭ­რით მე­მუქ­რე­ბო­და (წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ის აქ­ცი­ას ვა­შუ­ქებ­დი), გა­და­ღე­ბას, კი­თხვე­ბის დას­მას და მათი არას­წო­რი ქმე­დე­ბის გა­შუ­ქე­ბას მიშ­ლი­და. "ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­ტა­ნე, თუმ­ცა არც ამას მოჰ­ყო­ლია რე­ა­გი­რე­ბა, ეს ადა­მი­ა­ნი დღე­საც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა“, - ამ­ბობს ჯე­იჰუ­ნი.

მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 2020 წლის 16 სექ­ტემ­ბერს, დმა­ნის­ში, სო­ფელ ნა­ხი­დურ­ში, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ოპო­ზი­ცი­ის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, "მთა­ვა­რი არ­ხის“ გა­დამ­ღებ ჯგუფს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ნა­ხი­დურ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას ხვდე­ბო­და "ძალა ერ­თო­ბა­ში­ას“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლი. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ­მა, ვუ­გარ ისა­ევ­მა მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა (თა­ვის მოჭ­რით და­ე­მუქ­რა) "მთა­ვა­რის არ­ხის" ჟურ­ნა­ლისტს. 19 სექ­ტემ­ბერს, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან, ჯე­უ­ჰუნ მუ­ჰა­მე­და­ლის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია გა­მარ­თეს სტუ­დენ­ტებ­მა და უწყე­ბას საქ­მის დრო­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, გა­მო­ძი­ე­ბა სა­თა­ნა­დოდ არ წარ­მარ­თუ­ლა და დე­პუ­ტატს სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ და­კის­რე­ბია.

  • "პრობ­ლე­მა ისაა, რომ რე­გი­ონ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა დღემ­დე რუ­სულ, თურ­ქულ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ არ­ხებს უყუ­რებს“

- მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, არ მე­ში­ნია, მთე­ლი ძა­ლე­ბით ვაგ­რძე­ლებ ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას, ვინც სამ­ხე­ლია, ვამ­ხელ და არა­ფერ­ზე დავ­ხუ­ჭავ თვალს. რომ ვთქვა, ჩვენს რე­გი­ონ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მე­დი­ას ზღუ­დავს, მის პო­ლი­ტი­კა­ში ერე­ვა და საქ­მი­ა­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს, არ იქ­ნე­ბა მარ­თა­ლი. რე­გი­ონ­ში სამი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა გა­იხ­სნა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას ასა­ხა­ვენ, თარ­გმნი­ან ქარ­თულ ნი­უ­სებს და სხვა. დღეს რე­გი­ონ­ში, რო­გორც ძვე­ლად, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ვა­კუ­უ­მი აღარ გვაქვს, თუმ­ცა სა­მი­ვე მე­დია სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ფი­ნანსდე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბის მხრი­ვაც სა­გან­გა­შო არა­ფე­რი ხდე­ბა, მათ რომ ვინ­მე ავიწ­რო­ებ­დეს, ამის გა­შუ­ქე­ბას "მთა­ვარ­ში“ ვინ და­მას­წრებ­და? პრობ­ლე­მა ისაა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა დღემ­დე რუ­სულ, თურ­ქულ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ არ­ხებს უყუ­რებს, ამის მი­ზე­ზი კი ცენ­ტრა­ლუ­რი მე­დი­ის მი­უწ­ვდომ­ლო­ბა და ენის ბა­რი­ე­რია. ვერ ვი­ტყო­დი, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ თემს უჭირს ქარ­თვე­ლებ­თან ინ­ტეგ­რა­ცია, ჩემი აზ­რით, ინ­ტეგ­რა­ცი­ის სურ­ვი­ლი ჩვე­ნი თე­მის ახალ­გაზ­რდე­ბი­დან უფრო მე­ტია და, რა თქმა უნდა, და­ინ­ტე­რე­სე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა იყოს ორ­მხრი­ვი. ჩემს მა­გა­ლით­ზე გე­ტყვით, რომ ისე გა­მო­დის, თით­ქოს ყო­ველ­თვის ვი­ღა­ცას "ვე­ტე­ნე­ბი“. როცა შენი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ეთ­ნი­კუ­რად ან რე­ლი­გი­უ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, აქ და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლია, როცა შენ, სა­ხელ­მწი­ფო ამ ადა­მი­ანს არ პატ­რო­ნობ, არ იცავ, ბუ­ნებ­რი­ვია, ის სხვა­გან ეძებს გზებს, ნუ­გეშს და სხვა ქვეყ­ნის გავ­ლე­ნის ქვეშ ხვდე­ბა, რი­თაც შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფო ზა­რალ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო ამ კუ­თხი­თაც უნდა იყოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, ყვე­ლა თა­ნას­წო­რი უნდა იყოს, არ უნდა გავ­რი­ყოთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ჩვე­ნე­ბი ჩვე­ნი­ა­ნად უნდა მი­ვი­ღოთ, რად­გან აქ ყვე­ლას ერთი სამ­შობ­ლო გვაქვს. არას­დროს მი­ფიქ­რია სა­ქარ­თვე­ლო­დან სად­მე წას­ვლა­ზე, პი­რი­ქით, ჩემი უფ­ლე­ბე­ბი რომც და­ირ­ღვეს, ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ მის და­სა­ცა­ვად. სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ უნდა შე­იც­ვა­ლოს. რა­ტომ უნდა ვი­ფიქ­რო სხვა ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლა­ზე, რად­გან ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ვარ? მე ვიცი, აქ ქარ­თვე­ლებს ვუყ­ვარ­ვარ და ეს მი­ორ­მა­გებს სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი სიყ­ვა­რულ­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

  • ორი ეთ­ნო­სის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი მე­ო­რე "წი­თე­ლი ხიდი“

- დღეს ერ­თდრო­უ­ლად ორ საქ­მეს ვა­კე­თებ - ჟურ­ნა­ლის­ტო­ბის გარ­და, ქარ­თველ უნი­ვერ­სი­ტე­ტელ მე­გობ­რებ­თან ერ­თად, გა­დავ­წყვი­ტეთ, ჩვე­ნი იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ერ­თო საქ­მი­ა­ნო­ბით გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა და 2020 წელს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "წი­თე­ლი ხიდი“ შევ­ქმე­ნით. სიმ­ბო­ლუ­რად და­ვარ­ქვით ეს სა­ხე­ლი. წი­თე­ლი ხიდი გა­რეთ ორ ქვე­ყა­ნას - სა­ქარ­თვე­ლოს და აზერ­ბა­ი­ჯანს აკავ­ში­რებს, ქვეყ­ნის შიგ­ნით კი, ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია ორი ეთ­ნო­სის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხი­დია. ის ქარ­თვე­ლე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის უკეთ გაც­ნო­ბა-და­ახ­ლო­ე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე, გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე ზრუნ­ვაა. გვინ­და, ადა­მი­ა­ნებ­მა ერ­თმა­ნე­თის კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ მეტი გა­ი­გონ, ორი­ვე ერმა ერ­თმა­ნე­თის თვალ­სა­წი­ე­რი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და­ი­ნა­ხოს.

ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია ქარ­თვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­იქ­მნა და ამა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს: კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, ფონდმა "იავ­ნა­ნამ", რუ­რუ­ას ფონდმა... თა­ვი­დან ოფი­სიც კი არ გვქონ­და და ყვე­ლა მხარ­ში ამოგ­ვიდ­გა - ზოგ­მა ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­ი­ღო, ზოგ­მა ინ­ვენ­ტა­რი გვი­ყი­და და სა­ბო­ლო­ოდ, დავ­ფუძნ­დით. ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­ე­რო აფი­ნან­სებს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს ავუხ­სე­ნით, თუ რამ­ხე­ლა რე­სურ­სი გა­მოყ­ვეს ქარ­თვე­ლებ­მა მათი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

  • "და­ვი­ნა­ხე, მო­მე­წო­ნა, გა­ვე­კი­დე და "და­ვი­ჭი­რე“

- ერთ დღეს, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ვე­დი და შემ­თხვე­ვით გა­ვი­ცა­ნი, და­ვი­ნა­ხე, მო­მე­წო­ნა, მა­შინ­ვე გა­ვე­კი­დე და "და­ვი­ჭი­რე“ (იცი­ნის). დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გრძნო­ბებ­ში გა­მო­ვუ­ტყდი... თა­ვი­დან ვერა, მაგ­რამ შემ­დეგ მა­ინც და­ვი­თან­ხმე და ჩემი გახ­და. ხომ იცით, რო­გო­რე­ბი არი­ან კავ­კა­სი­ე­ლი გო­გო­ნე­ბი - ძნე­ლად და­სა­ყო­ლი­ე­ბელ­ნი (იცი­ნის)...მე და ლე­კუ­ნა (ჯა­ფოშ­ვი­ლი) სამი წე­ლია, რაც დავ­ქორ­წინ­დით. ჩემი მე­უღ­ლე ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლია. ჩვე­ნი გეგ­მე­ბი გვაქვს რო­გორც კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე, ვფიქ­რობთ, ფი­ნან­სუ­რად მოვძლი­ერ­დეთ და შვი­ლე­ბიც ვი­ყო­ლი­ოთ. ლე­კუ­ნა პე­და­გო­გია, ორ სკო­ლა­ში მუ­შა­ობს მას­წავ­ლებ­ლად ინ­კლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუ­თხით, ჟეს­ტუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტია. ასე­ვე არის "საზ­მა­უს" თა­ნამ­შრო­მე­ლიც - ის გო­გოა, ეკ­რა­ნის კუ­თხე­ში რომ მოს­ჩანს და ინ­ფორ­მა­ცი­ას ჟეს­ტე­ბის ენა­ზე გად­მოს­ცემს. ლე­კოც ჩემ­თან მყავს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში. ძა­ლი­ან გვინ­და, გან­ვი­თარ­დეს და გაძ­ლი­ერ­დეს ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია. უბ­რა­ლოდ, არ მიყ­ვარს შო­რე­უ­ლი გეგ­მე­ბის და­სახ­ვა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუნუ
7

ნაცსექტის ჩვეულებრივი აქტივისტია

თამაზი
14

გამაგიჟებს ეს ხალხი. ხომ არ შეიძლება, ადამიანს თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვს, მტერი და ცუდი ადამიანი ეძახო?

ნაცების პოლიტიკას არ ვემხრობი, მაგრამ ყველა ნაცი ცუდი ადამიანი ნამდვილად არ მგონია. ეს ადამიანი სადაც მიიღეს, იქ მივიდა. ქონდა სურვილი, პირველ არხზე ემუშავა, მაგრამ არ გაიკარეს. იქ რომ დაეწყო მუშაობა, კარგი იქნებოდა და მთავარზე რომ დაიწყო, ცუდი კაცია?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"აქ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს. არასდროს მიფიქრია საქართველოდან წასვლაზე... ჩემი უფლებები რომც დაირღვეს, მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ..." - ჯეიჰუნ მუჰამედალის გზა ჟურნალისტიკაში, პრობლემები და გამარჯვებები

"აქ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს. არასდროს მიფიქრია საქართველოდან წასვლაზე...  ჩემი უფლებები რომც დაირღვეს, მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ..." -  ჯეიჰუნ მუჰამედალის გზა ჟურნალისტიკაში, პრობლემები და გამარჯვებები

"როგორც მთელი საქართველო, ახლა მეც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ვარ კონცენტრირებული. ჩვენი ქვეყნის ცალსახა არჩევანია ევროპა, ჩვენი ეთნიკური უმცირესობის უმრავლესობაც ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, აცნობიერებს რა, რომ ეს ჩვენი უკეთესი მომავალია, წინ ევროპისკენ, გილოცავთ“, - ამ პათოსით ვიწყებთ საუბარს ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალისთან საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. მისი პროფესიული საქმიანობა 5 წლის წინ "რუსთავი-2“-დან დაიწყო და ახლა ტელეკომპანია "მთავარში“ გრძელდება. ამბობს, რომ თავი ამ პროფესიაში იპოვა, აბედნიერებს და მისთვის მნიშვნელოვანია ჟურნალისტიკა, რომელიც "ხიდია ხალხსა და რეალობას შორის“. ჯეიჰუნის მეორე საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციას უკავშირდება - 2020 წლიდან ქვემო ქართლში, კერძოდ, მარნეულში ფუნქციონირებს არასამთავრობო ორგანიზაცია სიმბოლური სახელწოდებით - "წითელი ხიდი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ქართველ მეგობრებთან ერთად, ჯეიჰუნიც არის. როგორც მეუბნება, "ორგანიზაციის მიზანი აზებაიჯანელი ახალგაზრდების განათლებაზე, განვითარებასა და ინტეგრაციაზე ზრუნვაა. გვინდა, ადამიანებმა ერთმანეთის კულტურის შესახებ მეტი გაიგონ, ორივე ერმა ერთმანეთის თვალსაწიერი და შესაძლებლობები დაინახოს“.

ambebi.ge უფრო ახლოს გაგაცნობთ საქართველოზე შეყვარებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელმაც აქამდე არც თუ იოლი გზა გამოიარა.

  • "აქედან გამომდინარე უფრო მიყვარს ქართველები“

- რუსთავში დავიბადე. 5 წლის ვიყავი, როცა, საბედნიეროდ, თუ - საუბედუროდ, მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მე და დედა სოლმაზი საცხოვრებლად რუსთავიდან მარნეულში გადავედით და იქ დაიწყო სირთულეებით სავსე ჩვენი ცხოვრება. დედა - ბაქოდან ჩამოვიდა, აქ გათხოვდა და მერე უკან აღარ დაბრუნებულა. მეორე კლასში ვიყავი, როცა დედას მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა, თავი ძლივს გაგვქონდა.

ასეთ მძიმე პერიოდში ქართველების ოჯახი დაგვიდგა გვერდით - დედის ოპერაციის, მკურნალობის ხარჯები მათ დაფარეს, ჩემზე მეურვეობაც აიღეს თავზე, მხარში ამოგვიდგნენ და გვმფარველობდნენ. ეს იყო სასწაული... ასეთი რაღაც ტყუილად არ ხდება, ვამბობ ხოლმე, ღმერთს ვუყვარვარ. იმ ოჯახთან დღემდე იდეალური ურთიერთობა გვაქვს, ის ქალბატონი შვილად მიმიჩნევს და მეც მეორე დედად ვთვლი. ალბათ, აქედან გამომდინარე, უფრო მიყვარს ქართველები, იმ პერიოდში ჩაისახა ეს დიდი სიყვარული. დედა ახლა კარგადაა, ღმერთის შეწევნითა და ქართველების გვერდში დგომით. მადლობა უფალს, რომელმაც მძიმე ცხოვრებით ადამიანობა მასწავლა, ზრუნავდა ჩემზე და არასდროს მივუტოვებივარ. 2003 წლის შემდეგ ჩვენი ცხოვრება ნელ-ნელა შეიცვალა. დედაჩემს პენსია მოემატა, ცოტა ხანში სოციალურად დაუცველების სტატუსიც მივიღეთ... სკოლის დამთავრებისთანავე მუშაობა დავიწყე და დედას ვეხმარებოდი.

  • "მას დავუჯერე და სამი სპეციალობიდან ჟურნალისტიკა ავირჩიე“

- რადგან ქართული ენა კარგად არ ვიცოდი და ქართული სკოლა არ მქონდა დამთავრებული, ეროვნულ გამოცდებს ვერ გავუმკლავდი. მოვინდომე, ვიბრძოლე და მესამე წელს მაინც ჩავაბარე, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ რა უჭირს, სწავლამ ასაკი არ იცის. ყველაფერს ჩემით ვცდილობდი... მიმაჩნია, რომ ენის არცოდნა ბევრ რამეში დამხევდა უკან, წინ ვერ წავიდოდი. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ენა მაშინ უფრო დავხვეწე. არ ვიცი, ახლა რამდენად სუფთა ქართულით ვლაპარაკობ, მაგრამ, ვცდილობ და იმაზე უკეთ შემიძლია, ვიდრე მაშინ. მეოთხე კლასამდე წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, მერე დედას პრობლემების და სხვა დაბრკოლებების გამო, სწავლაში ცოტას მოვიკოჭლებდი. დადგა პროფესიის არჩევის დროც... ერთი სასულიერო პირი მეგობარი მყავდა, რომლის რჩევებსაც ვითვალისწინებდი. მასთან მივედი და შევჩივლე - ეროვნული გამოცდები ჩავაბარე და სპეციალობის არჩევანის წინაშე ვარ, ვერ გადამიწყვეტია ფილოსოფოსი გავხდე, იურისტი, თუ ჟურნალისტი-მეთქი. მითხრა, შენი ბუნების გათვალისწინებით, თავს სად უფრო ხედავო. ვუთხარი, რომ ხალხთან კომუნიკაცია, საზოგადოებაში ტრიალი მინდოდა. სასულიერო პირმა მითხრა, შვილო, ფილოსოფოსი რომ გახდე, ცარიელი ტვინი უნდა იყო, სამართალმცოდნე თუ იქნები, ღვთის წინაშე ბევრ შეცდომას დაუშვებ და უსამართლობის ჩადენაც მოგიწევს, აი, ჟურნალისტი თუ გახდები, ყველაფერი კარგად იქნება და შენც ბედნიერად იგრძნობ თავსო. დავუჯერე, და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკა ავირჩიე. დღეს მართლაც ბედნიერი ვარ, ეს პროფესია რომ ავირჩიე. სიმართლე გითხრათ, წერა არ მიყვარდა და არც ახლა მიყვარს, უფრო ტელეჟურნალისტიკა მიტაცებდა. ვიდრე ჟურნალისტად დავიწყებდი მუშაობას, ვიდეობლოგებს ვაკეთებდი ჩემთვის და ჩემებურად...

  • "მანამდე "რუსთავი-2“ ჩემთვის მიუწვდომელი ოცნება იყო“

- ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მრავალფეროვანი პროექტის ფარგლებში "საზოგადოებრივ მაუწყებელში“, "მოამბეში“ ვიმუშავე თარჯიმნად. იმავე ტელევიზიაში ჟურნალისტად გადასვლა და სტაჟირების გავლა მინდოდა, თუმცა, სამწუხაროდ, არავინ ამიყვანა. ამაზე ძალიან დამწყდა გული... სამართლიანობაზე თუ ვლაპარაკობთ, კი უნდა ავეყვანე ვინმეს ქართულის მცოდნე აზერბაიჯანელი, იქაც ხომ უნდა იყოს ერთი აზერბაიჯანელი ვარსკვლავი (იცინის)? პირველად მანდ და მაშინ წავაწყდი უსამართლობას. მათ ბევრი პრობლემა მოიგონეს თავის გასასამართლებლად. მადლობელი ვარ ნიკა გვარამიასი, რომელმაც უარი არ მითხრა დასაქმებაზე. ერთმანეთი პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში გავიცანით, სადაც ნიკას საჯარო ლექცია ჰქონდა. მანამდე "რუსთავი-2“ ჩემთვის მიუწვდომელი ოცნება იყო. 2018 წელია, წავედი, დავესწარი ლექციას, მერე მივედი, გავეცანი ნიკას, ერთად ფოტოც გადავიღეთ და მას მერე გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. ტელევიზიაში ჯერ სტაჟიორად მიმიღეს, მერე გამიშვეს სიუჟეტის მოსამზადებლად და ამის მერე მალევე ამიყვანეს ჟურნალისტად. ეს მოკლევადიანი სტაჟირება იყო... მახსოვს პირველი სიუჟეტი საკმაოდ მძიმე თემაზე მქონდა - სმიტების ოჯახზე ვმუშაობდი, ხადას ხეობაში რომ დახოცეს. ეს ამერიკული ოჯახი საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდა და საქმიანობდა.

მას შემდეგ დღემდე ამ გუნდთან ვარ და ახლა "მთავარში“ ვაგრძელებ მათთან ერთად ცხოვრებას. აქ ყველაფერი მაქვს, რაც კი ადამიანს სჭირდება - ვიპოვე დიდი სითბო და სიყვარული, ვნახე კეთილგანწყობილი ადამიანები, ამ ოჯახის სრულფასოვანი წევრი ვარ და სამსახურში წასვლა მიხარია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროფესია, ჟურნალისტიკა ხიდია ხალხსა და რეალობას შორის. მედიატორის როლი კი ძალზე საპასუხისმგებლო, თან სასიამოვნო პროცესია ჩემთვის...

  • "დაზარალებულადაც მცნეს, თუმცა დღემდე პასუხი არავის უგია“

პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ჯეიჰუნს წინააღმდეგობაც შეხვედრია და და არასასიამოვნო დღეებიც ჰქონია. "როცა ადამიანს დანაშაულში ამხელ, არ მოსწონს, როგორც ჩანს, დისკომფორტი შევუქმენი ზოგიერთებს, ისინი მემუქრებოდნენ და ფიზიკურადაც გამისწორდნენ“, - მეუბნება ჟურნალისტი.

2020 წლის 29 სექტემბერს, მარნეულში, "ქართული ოცნების“ ოფისთან, ჯეიჰუნ მუჰამედალის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გაუსწორდნენ. ჟურნალისტმა დაზიანებები მიიღო თავის, ხელისა და მუცლის არეში. დაპირისპირება მარნეულის ცენტრში, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და "ქართული ოცნების“ საარჩევნო ოფისის ტერიტორიაზე მოხდა. ოპოზიციის განცხადებით, ისინი მშვიდობიან აქციას ატარებდნენ და აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ მათი წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე არ მიიწვიეს.

მოგვიანებით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. სწორედ ამ დროს დაშავდა ჯეიჰუნ მუჰამედალიც. როგორც "მთავარი“ არხის ჟურნალისტი ამბობს, მას "ქართული ოცნების" შტაბთან ათამდე ადამიანი გაუსწორდა.

  • ნახეთ რა ჰყვებოდა ჯეიჰუნი იმჟამად:

მომხდარის გამოძიება ორი მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით და 154-ე - ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე). საქმე დღემდე გამოუძიებელია, მეტიც, მოგვიანებით, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ ჟურნალისტი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია და ცემის ინსცენირებაში დაადანაშაულა.

"სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, დაზარალებულადაც მცნეს, თუმცა ამის გარდა საქმე წინ არ წასულა, ცემის ფაქტზე არავის პასუხისმგებლობა დამდგარა, დაკავებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ისინი ოპოზიციას ესხმოდნენ თავს და მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი - ვაშუქებდი, რამაც ისინი ძალიან გააღიზიანა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე იყო ასეთი შემთხვევა, როცა ბოლნისის საკრებულოს "ოცნების“ დეპუტატი ვუგარ ისაევი თავის მოჭრით მემუქრებოდა (წინასაარჩევნო კამპანიის დროს ასევე ოპოზიციის აქციას ვაშუქებდი), გადაღებას, კითხვების დასმას და მათი არასწორი ქმედების გაშუქებას მიშლიდა. "ოცნების“ დეპუტატის წინააღმდეგ საჩივარი შევიტანე, თუმცა არც ამას მოჰყოლია რეაგირება, ეს ადამიანი დღესაც თანამდებობაზეა“, - ამბობს ჯეიჰუნი.

მკითხველს შევახსენებთ, რომ 2020 წლის 16 სექტემბერს, დმანისში, სოფელ ნახიდურში, მოსახლეობასთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, "მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს "ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ნახიდურში მოსახლეობას ხვდებოდა "ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი, კახა ოქრიაშვილი. "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვუგარ ისაევმა მუქარის შემცველი სიტყვებით მიმართა (თავის მოჭრით დაემუქრა) "მთავარის არხის" ჟურნალისტს. 19 სექტემბერს, გენერალურ პროკურატურასთან, ჯეუჰუნ მუჰამედალის მხარდამჭერი აქცია გამართეს სტუდენტებმა და უწყებას საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდეს. სამწუხაროდ, გამოძიება სათანადოდ არ წარმართულა და დეპუტატს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.

  • "პრობლემა ისაა, რომ რეგიონში მოსახლეობა დღემდე რუსულ, თურქულ და აზერბაიჯანულ არხებს უყურებს“

- მიუხედავად ყველაფრისა, არ მეშინია, მთელი ძალებით ვაგრძელებ ჩემს საყვარელ საქმიანობას, ვინც სამხელია, ვამხელ და არაფერზე დავხუჭავ თვალს. რომ ვთქვა, ჩვენს რეგიონში ხელისუფლება მედიას ზღუდავს, მის პოლიტიკაში ერევა და საქმიანობის საშუალებას არ აძლევს, არ იქნება მართალი. რეგიონში სამი აზერბაიჯანულენოვანი მედიასაშუალება გაიხსნა, რომლებიც საქართველოს და ქართულ რეალობას ასახავენ, თარგმნიან ქართულ ნიუსებს და სხვა. დღეს რეგიონში, როგორც ძველად, ინფორმაციული ვაკუუმი აღარ გვაქვს, თუმცა სამივე მედია სხვა ქვეყნებიდან ფინანსდება. ჟურნალისტების უფლებების მხრივაც საგანგაშო არაფერი ხდება, მათ რომ ვინმე ავიწროებდეს, ამის გაშუქებას "მთავარში“ ვინ დამასწრებდა? პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობა დღემდე რუსულ, თურქულ და აზერბაიჯანულ არხებს უყურებს, ამის მიზეზი კი ცენტრალური მედიის მიუწვდომლობა და ენის ბარიერია. ვერ ვიტყოდი, რომ აზერბაიჯანულ თემს უჭირს ქართველებთან ინტეგრაცია, ჩემი აზრით, ინტეგრაციის სურვილი ჩვენი თემის ახალგაზრდებიდან უფრო მეტია და, რა თქმა უნდა, დაინტერესება და ურთიერთობა უნდა იყოს ორმხრივი. ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ ისე გამოდის, თითქოს ყოველთვის ვიღაცას "ვეტენები“. როცა შენი თანამემამულე ეთნიკურად ან რელიგიურად განსხვავებულია, აქ დაბადებული და გაზრდილია, როცა შენ, სახელმწიფო ამ ადამიანს არ პატრონობ, არ იცავ, ბუნებრივია, ის სხვაგან ეძებს გზებს, ნუგეშს და სხვა ქვეყნის გავლენის ქვეშ ხვდება, რითაც შემდეგ სახელმწიფო ზარალდება. საქართველო ამ კუთხითაც უნდა იყოს მრავალფეროვანი, ყველა თანასწორი უნდა იყოს, არ უნდა გავრიყოთ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენები ჩვენიანად უნდა მივიღოთ, რადგან აქ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს. არასდროს მიფიქრია საქართველოდან სადმე წასვლაზე, პირიქით, ჩემი უფლებები რომც დაირღვეს, ბოლომდე ვიბრძოლებ მის დასაცავად. სახელმწიფო პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების მიმართ უნდა შეიცვალოს. რატომ უნდა ვიფიქრო სხვა ქვეყანაში წასვლაზე, რადგან ეთნიკურად აზერბაიჯანელი ვარ? მე ვიცი, აქ ქართველებს ვუყვარვარ და ეს მიორმაგებს საქართველოსადმი სიყვარულსა და პასუხისმგებლობას.

  • ორი ეთნოსის დამაკავშირებელი მეორე "წითელი ხიდი“

- დღეს ერთდროულად ორ საქმეს ვაკეთებ - ჟურნალისტობის გარდა, ქართველ უნივერსიტეტელ მეგობრებთან ერთად, გადავწყვიტეთ, ჩვენი იდეალური ურთიერთობა საერთო საქმიანობით გაგვეგრძელებინა და 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია "წითელი ხიდი“ შევქმენით. სიმბოლურად დავარქვით ეს სახელი. წითელი ხიდი გარეთ ორ ქვეყანას - საქართველოს და აზერბაიჯანს აკავშირებს, ქვეყნის შიგნით კი, ჩვენი ორგანიზაცია ორი ეთნოსის დამაკავშირებელი ხიდია. ის ქართველებისა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელების უკეთ გაცნობა-დაახლოებას ემსახურება. ჩვენი მიზანი ახალგაზრდების განათლებაზე, განვითარებასა და ინტეგრაციაზე ზრუნვაა. გვინდა, ადამიანებმა ერთმანეთის კულტურის შესახებ მეტი გაიგონ, ორივე ერმა ერთმანეთის თვალსაწიერი და შესაძლებლობები დაინახოს.

ჩვენი ორგანიზაცია ქართველების დახმარებით შეიქმნა და ამაში წვლილი შეიტანეს: კავკასიის უნივერსიტეტმა, საქართველოს უნივერსიტეტმა, ფონდმა "იავნანამ", რურუას ფონდმა... თავიდან ოფისიც კი არ გვქონდა და ყველა მხარში ამოგვიდგა - ზოგმა ფულადი დახმარება გაიღო, ზოგმა ინვენტარი გვიყიდა და საბოლოოდ, დავფუძნდით. ჩვენს ორგანიზაციას გაერო აფინანსებს. აზერბაიჯანელებს ავუხსენით, თუ რამხელა რესურსი გამოყვეს ქართველებმა მათი განვითარებისთვის.

  • "დავინახე, მომეწონა, გავეკიდე და "დავიჭირე“

- ერთ დღეს, ილიას უნივერსიტეტში მივედი და შემთხვევით გავიცანი, დავინახე, მომეწონა, მაშინვე გავეკიდე და "დავიჭირე“ (იცინის). დროთა განმავლობაში გრძნობებში გამოვუტყდი... თავიდან ვერა, მაგრამ შემდეგ მაინც დავითანხმე და ჩემი გახდა. ხომ იცით, როგორები არიან კავკასიელი გოგონები - ძნელად დასაყოლიებელნი (იცინის)...მე და ლეკუნა (ჯაფოშვილი) სამი წელია, რაც დავქორწინდით. ჩემი მეუღლე ნახევრად ქართველია. ჩვენი გეგმები გვაქვს როგორც კარიერული თვალსაზრისით, ასევე, ვფიქრობთ, ფინანსურად მოვძლიერდეთ და შვილებიც ვიყოლიოთ. ლეკუნა პედაგოგია, ორ სკოლაში მუშაობს მასწავლებლად ინკლუზიური განათლების კუთხით, ჟესტური ენის სპეციალისტია. ასევე არის "საზმაუს" თანამშრომელიც - ის გოგოა, ეკრანის კუთხეში რომ მოსჩანს და ინფორმაციას ჟესტების ენაზე გადმოსცემს. ლეკოც ჩემთან მყავს, არასამთავრობო ორგანიზაციაში. ძალიან გვინდა, განვითარდეს და გაძლიერდეს ჩვენი ორგანიზაცია. უბრალოდ, არ მიყვარს შორეული გეგმების დასახვა.

იხილეთ ასევე: