თბილისში, მეტროსადგურ "სამგორთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუქნიშანზე, ქვეითს გადასვლისას სატვირთო მანქანა დაეჯახა.
დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. "ინტერპრესნიუსი“ დამატებით დეტალებს არკვევს.