მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისხლიანი ოქრო" აფრიკიდან - როგორ მოაქვს "ვაგნერს" კრემლისთვის მილიარდები?
"სისხლიანი ოქრო" აფრიკიდან - როგორ მოაქვს "ვაგნერს" კრემლისთვის მილიარდები?

აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში მო­პო­ვე­ბულ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე გა­თეთ­რე­ბულ­მა ოქ­რომ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს ომის წარ­მო­ე­ბის­თვის მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რი მო­უ­ტა­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფის, The Blood Gold-ის ("სის­ხლი­ა­ნი ოქ­როს“) აფ­რი­კულ-ევ­რო­პუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დარ­გის ექ­სპერ­ტი, ჯე­სი­კა ბერ­ლი­ნი ავ­რცე­ლებს.

მკვლე­ვა­რე­ბი დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რენ "PMC Wagner"-ის და­ფი­ნან­სე­ბის მე­თოდს; "სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრან­გუ­ლი რა­დი­ოს" (RFI) ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ვაგ­ნე­რი“ აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბი­დან ფი­ნანსდე­ბა.

ამ­ჟა­მად მა­ლი­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1000 რუსი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მებ­რძო­ლი იმ­ყო­ფე­ბა. ისი­ნი ჯი­ჰა­დის­ტურ ჯგუ­ფებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად და მმარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ხუნ­ტას და­სა­ცა­ვად თვე­ში, ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით, 10,8 მი­ლი­ონ დო­ლარს იღე­ბენ.

"ვაგ­ნე­რის" და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბი მა­ლი­ში

ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში (CAR) ვაგ­ნე­რის ჯგუფ­მა მი­ი­ღო ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბი ქვეყ­ნის უმ­სხვი­ლე­სი მა­ღა­როს, ნდა­სი­მას ათ­ვი­სე­ბა­ზე. ამ მა­ღა­რო­დან ოქ­როს წლი­უ­რი წარ­მო­ე­ბა 290 მი­ლი­ონ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, სუ­დან­ში "ვაგ­ნე­რი" ოქ­როს დიდ ქარ­ხა­ნას აკონ­ტრო­ლებს, რო­მე­ლიც ყი­დუ­ლობს და ახორ­ცი­ე­ლებს ნედ­ლი ოქ­როს ექ­სპორ­ტს.

სუ­და­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2021 წელს ქვე­ყა­ნა­ში მი­ნი­მუმ 32,7 ტონა ოქრო და­ი­კარ­გა. ამ დე­ფი­ცი­ტის მთა­ვა­რი წყა­რო, რო­გორც ამ­ბო­ბენ, არის ოქ­როს კონ­ტრა­ბან­და, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს PMC Wagner-ი.

წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
1

აფრიკის გულმხურვალე პატრიოტებო,საქართველოდან ვის გააქვს მილიარდები არ გაღელვებთ,რატომ ამას არ აშუქებთ ?

მარიამი
5

რატომ წავიდნენ ფრანგები და დაუტოვეს ღორ და ყაჩაღ რუსებს აფრიკა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"სისხლიანი ოქრო" აფრიკიდან - როგორ მოაქვს "ვაგნერს" კრემლისთვის მილიარდები?

"სისხლიანი ოქრო" აფრიკიდან - როგორ მოაქვს "ვაგნერს" კრემლისთვის მილიარდები?

აფრიკის ქვეყნებში მოპოვებულმა და საერთაშორისო ბაზრებზე გათეთრებულმა ოქრომ რუსეთის სახელმწიფოს ომის წარმოებისთვის მილიარდობით დოლარი მოუტანა. ინფორმაციას ანალიტიკური ცენტრის მკვლევართა ჯგუფის, The Blood Gold-ის ("სისხლიანი ოქროს“) აფრიკულ-ევროპული ურთიერთობების დარგის ექსპერტი, ჯესიკა ბერლინი ავრცელებს.

მკვლევარები დეტალურად აღწერენ "PMC Wagner"-ის დაფინანსების მეთოდს; "საერთაშორისო ფრანგული რადიოს" (RFI) ინფორმაციით, "ვაგნერი“ აფრიკის ქვეყნებიდან ფინანსდება.

ამჟამად მალიში დაახლოებით 1000 რუსი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება. ისინი ჯიჰადისტურ ჯგუფებთან საბრძოლველად და მმართველი სამხედრო ხუნტას დასაცავად თვეში, ნაღდი ფულის სახით, 10,8 მილიონ დოლარს იღებენ.

"ვაგნერის" დაქირავებულები მალიში

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (CAR) ვაგნერის ჯგუფმა მიიღო ექსკლუზიური უფლებები ქვეყნის უმსხვილესი მაღაროს, ნდასიმას ათვისებაზე. ამ მაღაროდან ოქროს წლიური წარმოება 290 მილიონ დოლარად არის შეფასებული. გარდა ამისა, სუდანში "ვაგნერი" ოქროს დიდ ქარხანას აკონტროლებს, რომელიც ყიდულობს და ახორციელებს ნედლი ოქროს ექსპორტს.

სუდანის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყანაში მინიმუმ 32,7 ტონა ოქრო დაიკარგა. ამ დეფიციტის მთავარი წყარო, როგორც ამბობენ, არის ოქროს კონტრაბანდა, რომელსაც ახორციელებს PMC Wagner-ი.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: