საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების ამბავი საქართველოს უახლესი ისტორიის ფრაგმენტებით - ლელა ლაშხის "ნეირონები" უკვე გაყიდვაშია
ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების ამბავი საქართველოს უახლესი ისტორიის ფრაგმენტებით - ლელა ლაშხის "ნეირონები" უკვე გაყიდვაშია

საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი ლელა ლაშ­ხი ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის ერთ-ერთი რჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე კარ­გად იც­ნობს მის რამ­დე­ნი­მე რო­მანს, ამ­ჯე­რად კი მკი­თხველს სი­ახ­ლე, რო­მან „ნე­ი­რო­ნის“ სა­ხით შეს­თა­ვა­ზა.

რო­გორც თა­ვად მწე­რა­ლი აღ­ნიშ­ნავს, „ნე­ი­რო­ნი“ რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რო­მა­ნია, ფან­ტას­ტი­კის ელე­მენ­ტე­ბით. მთა­ვა­რი გმი­რის პრო­ტო­ტი­პი ქარ­თვე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და გაგ­რა­ში. ქუ­თა­ის­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ ის მო­ი­ტა­ცეს და იძუ­ლე­ბით და­ქორ­წი­ნე­ბა მო­უ­წია. შემ­დეგ კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქმრის­გან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო. სწო­რედ ამ ის­ტო­რი­ას ეფუძ­ნე­ბა რო­მა­ნი.

ეს ახალ­გაზ­რდა ქა­ლის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით აღ­სავ­სე ცხოვ­რე­ბის ამ­ბა­ვია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ფრაგ­მენ­ტებ­საც იტევს. ძა­ლა­დო­ბი­სა და მა­ხინ­ჯი ტრა­დი­ცი­ე­ბის მსხვერ­პლი ქალი მსხვერ­პლის რო­ლი­დან გა­მო­დის და მი­დის ყვე­ლა­სა და ყვე­ლაფ­რის­გან, რა­მაც მისი ტრა­გი­კუ­ლი ყოფა გა­ნა­პი­რო­ბა. თუმ­ცა პი­როვ­ნე­ბის ტრანსფორ­მა­ცია ყო­ველ­თვის როდი ნიშ­ნავს წარ­სუ­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნას. ამის­თვის მთა­ვარ­მა გმირ­მა ნე­ი­რო­ნის ექ­სპე­რი­მენ­ტი და კი­დევ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით მო­ფე­ნი­ლი გრძე­ლი გზა უნდა გა­ი­ა­როს.

რო­მან­ში ფან­ტას­ტი­კის ელე­მენ­ტე­ბი სწო­რედ „ნე­ი­რო­ნის“ სა­ხით შე­მო­დის. ეს არის გარ­კვე­უ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი, რო­მელ­შიც მო­ხა­ლი­სე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ექ­სპე­რი­მენ­ტის მი­ზა­ნი სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოც­დაა.

რო­მა­ნის ავ­ტო­რი, ლელა ლაშ­ხი საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს. იგი მწე­რა­ლი, დრა­მის რე­ჟი­სო­რი და ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტია. არის პა­რი­ზის ჟურ­ნა­ლის­ტთა სახ­ლის წევ­რი. 2014 წელს მისი თა­ნა­ავ­ტო­რო­ბი­თა და და თა­ნა­რე­ჟი­სო­რო­ბით პა­რი­ზის ან­ტუ­ა­ნის თე­ატ­რში და­იდ­გა სპექ­ტაკ­ლი Cours, cours encore (მიდი, მიდი, გა­ი­ქე­ცი).

ლელა ლაშ­ხის რო­მა­ნი „პა­ლიტ­რა L-მა“ გა­მოს­ცა და მისი შე­ძე­ნა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების ამბავი საქართველოს უახლესი ისტორიის ფრაგმენტებით - ლელა ლაშხის "ნეირონები" უკვე გაყიდვაშია

ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების ამბავი საქართველოს უახლესი ისტორიის ფრაგმენტებით - ლელა ლაშხის "ნეირონები" უკვე გაყიდვაშია

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალი ლელა ლაშხი ქართველი მკითხველის ერთ-ერთი რჩეული ქართველი ავტორია. საზოგადოება უკვე კარგად იცნობს მის რამდენიმე რომანს, ამჯერად კი მკითხველს სიახლე, რომან „ნეირონის“ სახით შესთავაზა.

როგორც თავად მწერალი აღნიშნავს, „ნეირონი“ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული რომანია, ფანტასტიკის ელემენტებით. მთავარი გმირის პროტოტიპი ქართველი ქალია, რომელიც დაიბადა და გაიზარდა გაგრაში. ქუთაისში გადასვლის შემდეგ ის მოიტაცეს და იძულებით დაქორწინება მოუწია. შემდეგ კი წლების განმავლობაში ქმრისგან ძალადობის მსხვერპლი იყო. სწორედ ამ ისტორიას ეფუძნება რომანი.

ეს ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების ამბავია, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ფრაგმენტებსაც იტევს. ძალადობისა და მახინჯი ტრადიციების მსხვერპლი ქალი მსხვერპლის როლიდან გამოდის და მიდის ყველასა და ყველაფრისგან, რამაც მისი ტრაგიკული ყოფა განაპირობა. თუმცა პიროვნების ტრანსფორმაცია ყოველთვის როდი ნიშნავს წარსულისგან გათავისუფლებასა და საკუთარი თავის პოვნას. ამისთვის მთავარმა გმირმა ნეირონის ექსპერიმენტი და კიდევ წინააღმდეგობებით მოფენილი გრძელი გზა უნდა გაიაროს.

რომანში ფანტასტიკის ელემენტები სწორედ „ნეირონის“ სახით შემოდის. ეს არის გარკვეული ექსპერიმენტი, რომელშიც მოხალისეები მონაწილეობენ. ექსპერიმენტის მიზანი საკუთარი შესაძლებლობების გამოცდაა.

რომანის ავტორი, ლელა ლაშხი საფრანგეთში ცხოვრობს. იგი მწერალი, დრამის რეჟისორი და ფოტოჟურნალისტია. არის პარიზის ჟურნალისტთა სახლის წევრი. 2014 წელს მისი თანაავტორობითა და და თანარეჟისორობით პარიზის ანტუანის თეატრში დაიდგა სპექტაკლი Cours, cours encore (მიდი, მიდი, გაიქეცი).

ლელა ლაშხის რომანი „პალიტრა L-მა“ გამოსცა და მისი შეძენა წიგნის მაღაზიებში უკვე შესაძლებელია.

R