პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებულ აფხაზეთში "აფხაზური ეროვნების აღდგენის შესახებ კანონს“ მხარი დაუჭირეს
ოკუპირებულ აფხაზეთში "აფხაზური ეროვნების აღდგენის შესახებ კანონს“ მხარი დაუჭირეს

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­ლა­ტის წევ­რებ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რეს "სა­მო­ქა­ლა­ქო მდგო­მა­რე­ო­ბის აქ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ე.წ. ცვლი­ლე­ბებს, რო­მე­ლიც "აფხა­ზუ­რი ეროვ­ნე­ბის აღ­დგე­ნის“ უფ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ინ­ფორ­მა­ცი­ას Apsnypress-ი ავ­რცე­ლებს.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის დე ფაქ­ტო სტრუქ­ტუ­რა აცხა­დებს, რომ ამ ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა "დიდი ხნის დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია“.

"აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­ლა­ტის წევ­რე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ ეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქტი გახ­დე­ბა სტი­მუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუდ­მი­ვად მცხოვ­რებ პი­რებს, რომ­ლე­ბიც არი­ან ეთ­ნი­კუ­რად აფხა­ზე­ბი და იმ პირ­თა პირ­და­პი­რი შთა­მო­მავ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც XIX–XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად და­კარ­გეს აფხა­ზუ­რი ეროვ­ნე­ბა, აფხა­ზუ­რი ეროვ­ნე­ბა და გვა­რი აღიდ­გი­ნონ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ე.წ. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­ლა­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ე.წ "კა­ნო­ნი“ აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო "პარ­ლა­მენ­ტმა“ 7 დე­კემ­ბერს მი­ი­ღო. კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის ნა­წი­ლი და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის "ოპო­ზი­ცია“. ე.წ. "ოპო­ზი­ცია“ ცვლი­ლე­ბებს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის“ სა­ზი­ა­ნოდ მი­იჩ­ნევს, რად­გან თვლის, რომ ეს გა­ლის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ე.წ. "აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა“ მა­სობ­რი­ვად მი­ი­ღონ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
0

სომხები მანდ რა ეროვნებას თამაშობენ? ალბათ აფხაზურად გადაიკეთებენ გვარებს, რა მშვენიერი იქნება მოსასმენად- სარქისბაია, მკრტჩიანბაია, სააკბაია და ა.შ.

ჭრრრრრრრრ.
0

კატამ თხარა, თხარაო და ................................................

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში "აფხაზური ეროვნების აღდგენის შესახებ კანონს“ მხარი დაუჭირეს

ოკუპირებულ აფხაზეთში "აფხაზური ეროვნების აღდგენის შესახებ კანონს“ მხარი დაუჭირეს

ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრებმა მხარი დაუჭირეს "სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ“ კანონში ე.წ. ცვლილებებს, რომელიც "აფხაზური ეროვნების აღდგენის“ უფლებას ითვალისწინებს.

ინფორმაციას Apsnypress-ი ავრცელებს.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო სტრუქტურა აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მიღება "დიდი ხნის დაგვიანებულია“.

"აფხაზეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს საკანონმდებლო აქტი გახდება სტიმული ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და შესაძლებლობას მისცემს აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირებს, რომლებიც არიან ეთნიკურად აფხაზები და იმ პირთა პირდაპირი შთამომავლები, რომლებმაც XIX–XX საუკუნეების ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაკარგეს აფხაზური ეროვნება, აფხაზური ეროვნება და გვარი აღიდგინონ“, - აღნიშნულია ე.წ. საზოგადოებრივი პალატის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ე.წ "კანონი“ აფხაზეთის დე ფაქტო "პარლამენტმა“ 7 დეკემბერს მიიღო. კანონში შეტანილი ცვლილებების წინააღმდეგი იყო სამოქალაქო სექტორის ნაწილი და ოკუპირებული რეგიონის "ოპოზიცია“. ე.წ. "ოპოზიცია“ ცვლილებებს ოკუპირებული რეგიონის "დამოუკიდებლობისთვის“ საზიანოდ მიიჩნევს, რადგან თვლის, რომ ეს გალის რაიონის მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, ე.წ. "აფხაზეთის მოქალაქეობა“ მასობრივად მიიღონ.