საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ შევხედავთ იმას, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, მგონი, სამოთხეში ვცხოვრობთ, თუმცა უცნაური ის არის, რომ ამ სამოთხიდან ხალხი გარბის" - ექსპერტი
"თუ შევხედავთ იმას, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, მგონი, სამოთხეში ვცხოვრობთ, თუმცა უცნაური ის არის, რომ ამ სამოთხიდან ხალხი გარბის" - ექსპერტი

თუ მთლი­ა­ნო­ბა­ში შევ­ხე­დავთ იმას, რა­ზეც პრე­მი­ერ­მა ისა­უბ­რა, მგო­ნი, სა­მო­თხე­ში ვცხოვ­რობთ, თუმ­ცა უც­ნა­უ­რი ის არის, რომ ამ სა­მო­თხი­დან ხალ­ხი გარ­ბის, - ასე შე­ა­ფა­სა პო­ლი­ტო­ლოგ­მა, ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წლი­უ­რი ან­გა­რი­ში.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ დიდი სატ­რა­ბა­ხო არა­ფე­რი აქვს.

"კონ­კრე­ტუ­ლად რომ ვი­სა­უბ­როთ, რას იზამ­დნენ 2008 წელს, აი­ცი­ლებ­დნენ თუ არა თა­ვი­დან ომს, აქ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია პა­სუ­ხი - რუ­სე­თი არა­ვის არა­ფერს ეკი­თხე­ბა და ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა ასე მარ­ტი­ვი არ არის. მე­ო­რე, თუ მტერს ყვე­ლა­ფერს და­უთ­მობ და ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა ხარ, მა­შინ სუ­ლე­ლი ვინ არის, რომ ომი და­ი­წყოს, რა­ტომ და­ი­წყებს ომს? ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დღეს გა­ცი­ლე­ბით დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს იმას, თუ რა ტენ­დენ­ცი­ე­ბია მოს­კოვ­ში, ვიდ­რე ევ­რო­კავ­შირ­ში, სა­დაც პრე­მი­ერ­მა დიდი ზარ-ზე­ი­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის­კენ მივ­დი­ვართ. რაც შე­ხე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას, ზო­გა­დად თუ შევ­ხე­დავთ, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, გარ­და იმი­სა, რომ გა­ცი­ლე­ბით აგ­რე­სი­უ­ლი ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი ჰქონ­და სა­ა­კაშ­ვილს. დღეს ეს ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი ისევ და ისევ რჩე­ბა მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მად, მაგ­რამ აგ­რე­სი­უ­ლი არ არის, უფრო რბი­ლია. ამი­ტომ, აქაც ძა­ლი­ან დიდი სატ­რა­ბა­ხო "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ნამ­დვი­ლად არ აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, მსგავს გან­ცხა­დე­ბებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­სარ­წმუ­ნებ­ლად, თით­ქოს ე.წ. რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ჰყავს პარტნი­ო­რებ­ში, რო­გო­რი­ცაა ევ­რო­კავ­ში­რი, აშშ და ყვე­ლა ცდი­ლობს, სა­ქარ­თვე­ლო ომში ჩა­ა­ბას.

"ეს არის იმ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მა­ნევ­რის მო­ნა­ხა­ზი, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ იყე­ნებს. ოპო­ზი­ცია რო­გო­რი რა­დი­კა­ლუ­რიც არ უნდა იყოს, მას რო­გორ შე­უძ­ლია ქვე­ყა­ნა ან ომში ჩა­ა­ბას ან მშვი­დო­ბა მო­უ­ტა­ნოს?! ოპო­ზი­ცი­ას ამის­თვის არა­ვი­თა­რი მე­ქა­ნიზ­მი არ გა­აჩ­ნია. თუ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი აქვს პრე­მი­ერს მხედ­ვე­ლო­ბა­ში, ოპო­ზი­ცია ვერც ამას შეძ­ლებს, თუ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში საპ­რო­ტეს­ტო გან­წყო­ბა არ არის. მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან საპ­რო­ტეს­ტო გან­წყო­ბა ყო­ველ­თვის მოს­დევს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უუ­ნა­რო­ბას ან არას­წორ ნა­ბი­ჯებს. შე­გიძ­ლი­ათ ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­იხ­სე­ნოთ საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი და ნა­ხავთ, რომ ოპო­ზი­ცი­ას არა­ფე­რი ქმე­დი­თი არ გა­უ­კე­თე­ბია. კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შექ­მნა ხან არას­წო­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით, ხან არას­წო­რი კა­ნო­ნის მი­ღე­ბით და ამა­ზე არის ბუ­ნებ­რი­ვი რე­აქ­ცია. ოპო­ზი­ცია ამა­ში ერ­თვე­ბა, მაგ­რამ პრო­ცესს ვერ ქმნის“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ეს ექსპერტ მოგზავნილები ედუარდის დროსაც ექსპერტები იყვნენ, გახსოვთ ალბათ და არ მახსოვს, ოდესმე დაესახელებინათ სისტემის წინასწარ კომუნისტების მიერ ჩადებული სისუსტენი , 20 პრემიერი შევიცვალეთ და ორასი მინისტრი ,500 დეპუტატი -უსახელო, უგვარო და უზნეო , ვინმემ რამით წინ წაწია რომელიმე საქმე , გარდა ცრუ პიარ პროპაგანდისა და ხალხის გაბრიყვებისა ,ძარცვისა და გამდიდრებისა, ყველაფრის და ყველგან გაყალბებისა ? ეს ერთი მთლიანი სცენარია და მით გვარიანად კვებავენ დასავლეთს რუსებთან ერთად ! ვერც გახარია, ვერც კალაძე და ვერც "დაბრუნებული " მიშა ვერაფერს ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ არ გააკეთებენ , ამ სისტემაში საქმე არ გამოვა , საჩვენოდ , სამაგათოდ გამოსულია უკვე ! ვინ არის ივანიშვილი ? საბჭოთა პროდუქტი, როგორც ხაზარაძე, როგორც კოვზანაძე,გვენეტაძე, ბარამიძე, როგორც ვოლსკი და წერეთელი , ბობოხიძე და ნათელაშვილი, ბურჯანაძე ,მთელი ელიტა საბჭოთაა და ისინი არიან 500 სულ-ბრუნავენ ორბიტაზე , ედუარდის გარემოცვაა , ის ვიღაცეები რომ გაიელვებენ და უცებ ქრებიან , ვერ ატყობთ ?! ვინ შემორჩა ოლიმპს ? ედუარდის გარემოცვა , ზოგი ჩანს და ზოგი ისე ბრწყინავს უხილავად ! ბოდიში, ვინც გამომრჩით, ხალხს ახსოვხართ ! წადით !

თეთრწვერა ძაბირას.
0

ძაბირ! ჩაიჭერი, ეს კომუნისტების დროინდელი ანეგდოტია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"თუ შევხედავთ იმას, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, მგონი, სამოთხეში ვცხოვრობთ, თუმცა უცნაური ის არის, რომ ამ სამოთხიდან ხალხი გარბის" - ექსპერტი

"თუ შევხედავთ იმას, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, მგონი, სამოთხეში ვცხოვრობთ, თუმცა უცნაური ის არის, რომ ამ სამოთხიდან ხალხი გარბის" - ექსპერტი

თუ მთლიანობაში შევხედავთ იმას, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, მგონი, სამოთხეში ვცხოვრობთ, თუმცა უცნაური ის არის, რომ ამ სამოთხიდან ხალხი გარბის, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიში.

როგორც მან აღნიშნა, "ქართულ ოცნებას“ დიდი სატრაბახო არაფერი აქვს.

"კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რას იზამდნენ 2008 წელს, აიცილებდნენ თუ არა თავიდან ომს, აქ ძალიან მარტივია პასუხი - რუსეთი არავის არაფერს ეკითხება და ომის თავიდან აცილება ასე მარტივი არ არის. მეორე, თუ მტერს ყველაფერს დაუთმობ და ყველაფერზე თანახმა ხარ, მაშინ სულელი ვინ არის, რომ ომი დაიწყოს, რატომ დაიწყებს ომს? ჩვენი ხელისუფლება დღეს გაცილებით დიდ ყურადღებას აქცევს იმას, თუ რა ტენდენციებია მოსკოვში, ვიდრე ევროკავშირში, სადაც პრემიერმა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა, რომ ევროკავშირისკენ მივდივართ. რაც შეხება ბიძინა ივანიშვილსა და პოლიტიკურ ვითარებას, ზოგადად თუ შევხედავთ, არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ გაცილებით აგრესიული ავტორიტარიზმი ჰქონდა სააკაშვილს. დღეს ეს ავტორიტარიზმი ისევ და ისევ რჩება მმართველობის ფორმად, მაგრამ აგრესიული არ არის, უფრო რბილია. ამიტომ, აქაც ძალიან დიდი სატრაბახო "ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ აქვს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისი შეფასებით, მსგავს განცხადებებს ხელისუფლება იყენებს საზოგადოების დასარწმუნებლად, თითქოს ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას მხარდამჭერები ჰყავს პარტნიორებში, როგორიცაა ევროკავშირი, აშშ და ყველა ცდილობს, საქართველო ომში ჩააბას.

"ეს არის იმ პროპაგანდისტული მანევრის მონახაზი, რასაც ხელისუფლება თავის სასარგებლოდ იყენებს. ოპოზიცია როგორი რადიკალურიც არ უნდა იყოს, მას როგორ შეუძლია ქვეყანა ან ომში ჩააბას ან მშვიდობა მოუტანოს?! ოპოზიციას ამისთვის არავითარი მექანიზმი არ გააჩნია. თუ საპროტესტო აქციები აქვს პრემიერს მხედველობაში, ოპოზიცია ვერც ამას შეძლებს, თუ მოსახლეობაში საპროტესტო განწყობა არ არის. მოსახლეობის მხრიდან საპროტესტო განწყობა ყოველთვის მოსდევს ხელისუფლების უუნარობას ან არასწორ ნაბიჯებს. შეგიძლიათ ბოლო 4 წლის განმავლობაში გაიხსენოთ საპროტესტო გამოსვლები და ნახავთ, რომ ოპოზიციას არაფერი ქმედითი არ გაუკეთებია. კრიზისული სიტუაცია ხელისუფლებამ შექმნა ხან არასწორი განცხადებებით, ხან არასწორი კანონის მიღებით და ამაზე არის ბუნებრივი რეაქცია. ოპოზიცია ამაში ერთვება, მაგრამ პროცესს ვერ ქმნის“, - განაცხადა ძაბირაძემ.